სერვისები - ესთეთიკური სტომატოლოგია - კბილების გათეთრება

ყველაფერი გათეთრების შესახებ - გათეთრების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები


whitening.jpgმოსახლეობის სულ უფრო და უფრო მეტი ხვდება, რომ თეთრი კბილები - თანამედროვე კულტურის ელემენტია, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლო. კარგადაა ცნობილი ის ფაქტიც, რომ ლამაზი ღიმილისაგან მიღებული სიამოვნება პირველ რიგში კბილების ფერითაა გამოწვეული.

მაგრამ, როგორ მივაღწიოთ სასურველ  შედეგს, თუ ბუნებამ არ დაგვაჯილდოვა ჰოლივუდის ღიმილით?

bright-smile.jpgარსებული პრობლემის მოგვარება უკვე ხელმისაწვდომია. ყველაფერი თქვენს სურვილზე და ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კბილების გათეთრება, ხომ ფასიანი  ფუფუნებაა. ფინანსური საკითხის გარდა, უმრავლესობას უსაფრთხოების პრობლემაც აწუხებს. ხომ არ იქნება კბილების გათეთრება საზიანო? პასუხი მოცემულ შეკითხვაზე შეიძლება ინტერნეტშიც მოვიძიოთ, არ გვინდა გაგაწბილოთ, მაგრამ უმეტესად ამ კითხვაზე პასუხს მწარმოებლები და დაინტერესებული კომპანიები სცემენ ხოლმე. რათქმა უნდა არავინ არ დაიწყებს საკუთარი პროდუქციის ძაგებასა და აუგის ლაპარაკს. მწარმოებლებმა მაქსიმალურად უნდა გააკეთონ პრუდუქციის რეკლამა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი ჩავარდება.

კბილების ფერის ცვლილებას - დისკოლორიტს, ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევენ. დროის ამ მანძილზე ისინი ილექებიან კბილის ზედაპირზე.

coffe.jpgარსებობს ფერის შემცვლელი რამოდენიმე გარეგანი ფაქტორი, მაგალითად: ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა - ჩაი, ყავა, ნიკოტინი. იმ შემთხვევაში, თუ ემალის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება ხშირად პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი.

whiten-my-teeth-chew-tobacco.pngფერის შინაგანი ცვლილების მიზეზებს მიეკუთვნება: ემალის თანდაყოლილი და შეძენილი დაზიანებები (ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ტეტრაციკლინის კბილები, არხის დაბჟენის შემდგომი ფერის ცვლილება და სხვა).

გაგაცნობთ დღეისათვის არსებულ მათეთრებელ სისტემებს.

washington-dc-teeth-whitening-1.jpg

დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრს ეშლება გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც უზრუნველყოფს ნიკოტინით და სხვა საღებავებით ფერშეცვლივლი კბილისათვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას. როგორც ავღნიშნეთ ეს არ არის ჭეშმარიტი გათეთრება, თუმცა ამის შემდგომ ბევრი პაციენტი იმდენად კმაყოფილი რჩება, რომ საერთოდ უარს ამბობს ქიმიურ გათეთრებაზე. კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ყველა სახის ნადებისა და ქვების მოშორებას, რომელიც ხორციელდება ექიმის მიერ.


დღეისათვის არსებობს კბილების ჭეშმარიტი გათეთრების 2 ძირითადი მეთოდი: კაბინეტური (ოფისში) ან სახლის პირობებში.

გათეთრების უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
  • ემალის საგრძნობი ნაკლოვანება;
  • არასანირებული პირის ღრუ;
  • ემალის ზედაპირზე არსებული ღრმა ნაპრალები;

გათეთრება სახლის პირობებში

otbel_zybov_kappa.jpgეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან. გათეთრებას კაპის საშუალებით პაციენტი ახდენს ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალირი კაპის გამოყენებით. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში. 

ამ მეთოდის სიმარტივემ განაპირობა მისი დიდი პოპულარობა სტომატოლოგებში.  კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას პაციენტის ანაბეჭდის მიხედვით. 

step2_img.jpgაუცილებელია, რომ გათეთრების ეს სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ. უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.

მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური გვირგვინები და ხიდები. გათეთრების შემდეგ იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა. 

გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების გაწმენდას ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან.

teeth-whitening-toronto1.jpgთუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ ძალუძს გაითეთროს კბილები დამოუკიდებლად სახლის პირობებში, ან უბრალოდ არ უნდა დროის „დაკარგვა“ და სურს მიიღოს მომენტალური შედეგი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გირჩიოთ გათეთრება ოფისის პირობებში.

კაბინეტური გათეთრებისას გამოიყენება წყალბადის პეროქსიდის 30% ხსნარები, რომელთა აქტივაციაც ხდება სხივის გამოყენებით.

მათეთრებელი სისტემის მწარმოებლები, ხშირად ურჩევენ მომხმარებლებს ამ ორი მეთოდის კომბინაციას, რაც მართლაც ოპტიმალურ და საგრძნობ შედეგს იძლევა.

რეკლამიდან გამომდინარე ბევრს სჯერა, რომ კბილის პასტას შეუძლია გაათეთროს კბილები. სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მათეთრებელი პასტა კბილების ფერის გაღიავებას იწვევს, მხოლოდ აბრაზიული კომპონენტების და ფერმენტების მექანიკური ზემოქმედების ხარჯზე. დამტკიცებულია, რომ ზემოხსენებული კომპონენტები ახდენენ ნადების დაშლას და ხელს უშლიან მათ შემდგომ წარმოქმნას. მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება, ჩვენი აზრით მიზანშეწონილი, უკვე მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად.

bubble-gum.jpgაღსანიშნავია, რომ კბილის უხეში აბრაზიული ელემენტები ემალის ზედაპირის დაზიანებას და ცვეთას იწვევან. ასე, რომ დაიმახსოვრეთ, თუ თქვენი წინაპარი ზვიგენისებრთა ოჯახიდან არ იყო და ყოველ დაკარგულ კბილზე ახალი არ ამოგდით, ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იხმართ უხეშ აბრაზივებს, განსაკუთრებით მოწოდებულს მწეველებისათვის.

მათეთრებელი საღეჭი რეზინები, ასევე ნაკლებ ეფექტურია. ცუდი არ არის, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ისეთივე თეთრი კბილები გექნებათ, მხოლოდ საღეჭი რეზინის ხმარებისას, როგორც რეკლამაშია.



 

ესთეტიკური
სტომატოლოგია

სკაისები

კბილების გეთეთრება

სხვა სერვისები