სიახლე ნეონატალური კბილები

რა არის ნეონატალური კბილები? საჭიროა თუ არა მათი ამოღება? ბავშვები იშვიათად იბადებიან კბილებით, მაგრამ ასეთი შემთხვებიც ხდება.

მსოფლიო სტატისტიკით წელიწადში 2000 „კბილიანი“ ახალშობილი იბადება. ცნობილია, რომ თავად ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კბილით. მაშინდელ დროში ეს დიდი წარმატების მანიშნებელად ითვლებოდა. ხოლო თანამედროვე სპეციალისტები კი საპირისპიროს მიიჩნევენ. თავად მშობლებიც საგონებელში ვარდებიან აღნიშნული ფაქტის გადამკიდე. ნეონატალური კბილების შესახებ აზრი გაყოფილია: ექიმების ნაწილი მათ „სათადარიგოდ“ მიიჩნევს, ხოლო ნაწილი კი ჩვეულებრივი კომპლექტაციის კბილებად თვლის. რით განსხვავდება ეს მიდგომები? და როგორ მოქმედებს აღნიშნული ფაქტი ბავშვის ჯანმრთელობაზე.

თუკი ექიმის მიიჩნევს მათ „კომპლექტის“ შემადგენლად, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვეულებრივი სარძევე კბილებია, რომლებიც უბრალად მუცლადყოფნის პერიოდში ამოიჭრნენ. თუკი ეს ასეა, მაშინ ამ ნაადრევად ამოჭრილ კბილებს არასრულყოფილი სტუქტურა აქვთ (ისინი, ხომ ნახევარი წლის განმავლობაში უნდა განვითარებულიყვნენ და გამაგრებულიყვნენ ბავშვის ყბაში). სუსტი კბილები შესაძლოა მალე გაიცვითოს და მალევე დაზიანდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვთა სტომატოლოგები ასეთი კბილების ამოღებისკენ იხრებიან. თუმცა მშობლებმა უნდ იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ შვილს კბილები არ ექნება სანამ მუდმივების ამოჭრის დრო არ დადგება.

თუკი ექიმების აზრით ნეონატალური კბილები „სათადარიგოა“, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში არსებული ზედმეტი კალცის შედეგად ბავშვს განუვითარდა დამატებით სარძევე კბილები. რამაც პირველმა ამოჭრა. სამწუხაროდ ასეთი კბილები კი ნამდვილად არასრულყოფილია და მათი მოშორება აუცილებელია, რადგან თუ ისინი გამაგრდნენ, მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ჭეშმარიტ სარძევე კბილებს.

კბილების ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები, სამშობიაროშივე ამ კბილების მოშორება ნამდვილად არ წარმოადგენ აუცილებლობას. გამოწერის შემდეგ უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს, რომელიც დაადგენს სარძევე კბილების ჩანასახების არსებობას.


კომენტარები

სხვა სიახლეები