სიახლე კბილების გათეთრება: მითი და რეალობა

კბილების გათეთრება kbilebis gatetreba

      როდესაც საქმე ეხება კბილების გათეთრებას, თქვენ შეიძლება გადააწყდეთ უამრავ მეთოდს და ხერხს ინტერნეტსა თუ ჟურნალებში. ზეთებიდან დაწყებული, ნახშირით დამთავრებული, ყვითელი ყვავილის სუნელიც კი.

    ამერიკის კოსმეტოლოგიური სტომატოლოგიის აკადემიამ ჩაატარა გამოკითხვა, რისი შეცვლა სურდათ პაციენტებს თავიანთ ღიმილში, ყველაზე ხშირი პასუხი იყო - კბილების გათეთრება.

ჯანსაღი ღიმილი მრავალი ფორმის არის.  ის აზრი,  რომ ჩვენს სამზარეულოში საკმარისი ინგრიდიენტებია კბილების გასათეთრებლად, ძალიან მაცდურია. მაგრამ მაინც, თუ მეთოდი ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჯანსაღია. მითუმეტეს, როდესაც ამ გზით გათეთრება უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. და აი, როგორ:

ლიმონი მითი კბილების გასათეთრებლად  ხილი

 მითი:

  მიდგომა არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ გაითეთროთ კბილები სახლში არსებული პროდუქტებით, რომლებიც შეიცავენ მჟავას ( მაგალითად ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლის ძმარი), საჭმლის   მომნელებელ  ფერმენტებს ( როგორიც არის მანგო ან ანანასი) და რაიმე აბრაზიული ( მაგალითად სოდა).

 რეალობა: 

  ჩვეულებრივად, ხილის ჭამა არის არაჩვეულებრივი არჩევანი. თუმცა, ხილი და ძმარი შეიცავს მჟავას და თქვენ აყენებთ რისკის ქვეშ თქვენს მარგალიტისფერ კბილებს, როდესაც ახანრძლივებთ მათ კონტაქტს   კბილებთან, ან იყენებთ მათ როგორც სკრაბს, რადგან მჟავას შეუძლია საერთოდ გაგიქროთ მინანქარი.

 მინანქარი არის კბილის ზედაპირის თხელი ფენა , რომელიც იცავს კბილებს ზედმეტი მგრძნობელობისგან და კარიესისგან. 

სკრაბი - მითი კბილების გასათეთრებლად

 

 სკრაბები:

  მითი:

 ეს მეთოდები გვარწმუნებს, რომ კბილების გათეთრება ნახშირით ან სოდით დაგიბრუნებთ თეთრ ღიმილს.

 

რეალობა:

არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ სოდით ან ნახშირით კბილების გახეხვა გვაძლევს რაიმე შედეგს ან არის უსაფრთხო.  ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის ჟურნალის 2017 წლის სექტემბის ნომერში ასევე ეწერა, რომ დიდი აბრაზიულობის მქონე ნივთიერებების  გამოყენებამ შესაძლოა თქვენი კბილები მეტად ყვითელი გამოაჩინოს.

თქვენ გსურთ მინანქრის გათეთრება, მაგრამ თუ თქვენ იყენებთ მაღალი აბრაზიულობის სკრაბს, თქვენ გამოიწვევთ მინანქრის ცვეთას.  როდესაც ხდება სკრაბით გახეხვა, კბილის შემდეგი ქსოვილი შიშვლდება. გაშიშვლებული ქსოვილი კი უფრო რბილი და ყვითელია. 

უმჯობესია ამის სანაცვლოდ აირჩიოთ გამათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც გაგითეთრებთ კბილებს მინანქრის დაზიანების გარეშე.

სუნელები მითი კბილების გასათეთრებლად

 სუნელები და ზეთები

 მითი:

 ქოქოსის ზეთის გამოვლება ან ყვითელი ყვავილის სუნელით კბილების გახეხვა დაგეხმარებათ კბილების გათეთრებაში

 

 რეალობა:

არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც ამტკიცებს ზეთებით კბილების გათეთრების ეფექტურობას, ზეთები და სუნელები ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად შემოინახეთ.

 

კიდევ დაინტერესებული ხართ კბილების გათეთრებით?

kbilebis gatetreba

 საუკეთესო  ბუნებრივი გზა შეინარჩუნოთ კბილების სითეთრე, არის ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევები , როგორიც არის:

  • გაიხეხეთ კბილები  დღეში ორჟერ 2-2 წუთით.
  • გამოიყენეთ მათეთრებელი კბილის პასტა.
  • გამოიყენეთ ფლოსი ერთხელ დღეში
  • შეზღუდეთ პიგმენტური საკვების რაოდენობა , როგორიც არის ყავა, ჩაი , წითელი ღვინო
  • არ გამოიყენოთ თამბაქო
  • ხშირად მიმართეთ თქვენ სტომატოლოგს შემოწმებაზე და წმენდაზე.

 თუ კბილების გათეთრების ახალი მეთოდის ცდა გნებავთ,  ჯერ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს სტომატოლოგს. 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები