სიახლე კერამიკული ბრეკეტები, ფერის და ხარისხის ჰარმონიის ეფექტური ფორმულა

keramiki breketebi ceramic braces კერამიკის ბრეკეტები თეთრი ბრეკეტები გამჭვირვალე ბრეკეტები

კბილის ფერის კერამიკული ბრეკეტები, ყველაზე ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი სისტემები დღეისათვის – ეს კერამიკული ბრეკეტებია. რაშია მათი პოპულარობა?

 

როგორ გამოიყურება კერამიკული ბრეკეტები?

დავიწყოთ იქიდან, რომ კერამიკული ბრეკეტ სისტემები მიეკუთვნება ვესტიბულარული ტიპის ბრეკეტებს, ანუ უმაგრდება კბილების გარეთა ზედაპირს. კერამიკული კონსტრუქციების ფერი   შეესაბამება ყველა ტონის კბილს, რის გამოც იგი ისეთი შესამჩნევი არაა, როგორც მეტალის ბრეკეტები. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით კერამიკული ბრეკეტები გამჭვირვალე არ არის და არ   ატარებს სტრუქტურის შუქს. აღნიშნული ფაქტი უფრო დადებითი მხარეა ვიდრე უარყოფითი რადგან, მისი დახმარებით კერამიკული ბრეკეტ სისტემა პრაქტიკულად ერწყმის კბილებს.

 

შეიძლება თუ არა რომ კერამიკული ბრეკეტები იყოს გამძლე, მტკიცე?

 

სიმტკიცის მიხედვით კერამიკული ბრეკეტები უფრო გამძლეა ვიდრე საფირის, თუმცა ჩამორჩებიან მეტალის ბრეკეტებს. თავად კერამიკა, როგორც საფირი საკმაოდ მყარია, მაგრამ მსხვრევადი, ამიტომ აღნიშნული მასალის ბრეკეტები საჭიროებენ უფრო მეტ მოფრთხილებას და მათი მოხსნა საკმაოდ რთულია, ვიდრე მეტალის სისტემების. მაგრამ ამ უსიამოვნებებს ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები აქტიურად უმკლავდებიან, ნერგავენ რა ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეუნარჩუნებდა კონსტრუქციას მთლიანობას  და უფრო მყარად უმაგრდებიან კბილის მინანქარს.

 

მართალია, რომ კერამიკული ბრეკეტებით მკურნალობა უფრო დიდხანს გრძელდება? 

ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობის ვადები პირველ რიგში დამოკიდებულია პათოლოგიის სირთულეზე და არა ორთოდონტიულ აპარატზე. თუმცა კერამიკული ბრეკეტების ტარება შესაძლოა   გაიწელოს უფრო მეტი ხახუნის შედეგად მეტალის რკალსა და კერამიკას შორის, აგრეთვე პერიოდულად სისტემის დაზიანების შედეგად. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით, რომლებიც არსებობს   მხოლოდ ლიგატურული, კერამიკული ბრეკეტები შესაძლოა იყოს ულიგატუროც ანუ თვითლიგირებადი. საწყის ეტაპზე ბრეკეტ-სისტემების ტიპმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პირველი   რეზულტატების ვადებზე, მაგრამ საერთო ჯამში არ იცვლება ბრეკეტების ტარების ხანგრძლივობა.

 keramiki breketebi ceramic braces კერამიკის ბრეკეტები თეთრი ბრეკეტები გამჭვირვალე ბრეკეტები 

იღებება (ფერს იცვლის) თუ არა   კერამიკული ბრეკეტები?

თანამედროვე კერამიკული ბრეკეტ-სისტემები, უმეტესად ფერს არ იცვლის, მაგრამ მათ ზედაპირზე არსებული კბილის ნადები კი იცვლის ფერს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია   პროფესიონალური წმენდა ქვიშა-ჭავლური აპარეტებით. პიგმენტაციას ძლიერ განიცდიან ასევე ლიგატურები, რომლებმაც შესაძლოა მიიღონ არასასურველი შეფერილობა შავი ჩაის ან ყავისგან,   აგრეთვე სხვადასხვა საღებავების შემცველი სასმელებისგან და პროდუქტებისგან. თუკი ატარებთ ლიგატურიან ბრეკეტ-სისტებებს შეიძლება დამშვიდდეთ, რადგან მათი გამოცვლა ხდება ყოველ ვიზიტზე. ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში პაციენტებს ვთავაზობთ ყველა სახის ორთოდონტიულ სისტემებს.

 

კერამიკის ბრეკეტები breketebi keramikis

რა ღირს კერამიკული ბრეკეტები?

ფასის მიხედვით კერამიკული ბრეკეტების ფასი მეტია ვიდრე მეტალის ბრეკეტებისა, მაგრამ  გაცილებით ნაკლებია ვიდრე საფირის ან ლინგვალური ბრეკეტებისა. ფასები ასევე დამოკიდებულია ბრეკეტ-სისტემების მწარმოებელ ფირმაზე, ბრენდზე.

რომ შევაჯამოთ ყველა ზემოთქმული, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი არ გსურთ საკუთარი ორთოდონტიული მკურნალობის აფიშირება, მაგრამ არ ხართ მზად გაიღოთ სერიოზული ფინანსები ლინგვალური ბრეკეტების ან კაპა-ელაინერების გასაკეთებლად, მაშინ კერამიკული ბრეკეტები ზუსტად, რომ თქვენთვისაა. კერამიკა ზუსტად ჯდება კბილის ფერში და რჩება უხილავი.

კერამიკული ბრეკეტები ფერის და ხარისხის ჰარმონიის ეფექტური ფორმულაა.

 

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები