სიახლე 9 პროდუქტი, რომელიც აზიანებს კბილებს

                          დიდი მნიშვნელობა აქვს რას ჭამთ !

colorful candy colorful food karameli tkbileuli კარამელი ტკბილეული

 

    მაშინ როდესაც ეს მაგარი კარამელი უსაფრთხო ჩანს,   მათი ხშირი ჭამა და შაქრის დიდი რაოდენობით   მოხვედრა პირის ღრუში, შეიძლება დიდ ზიანს   აყენებდეს თქვენს კბილებს. 

   შაქრის დიდი რაოდენობის გარდა, შესაძლოა მაგარი კარამელის ჭამამ   უარესი ზიანიც  მოგაყენოთ, როგორიც არის კბილის   ჩამოტეხა, ამის ნაცვლად გირჩევთ უშაქრო კევებით   შეიქციოთ   თავი.

 

  

ყინული Ice kbilebi კბილები გასაგრილებელი

ყინული არის გასაგრილებლად, და არა დასაღეჭად !

 

   გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, თუ რამდენი ადამიანი თვლის ყინულის ღეჭვას კარგ ჩვევად. ბოლოსდაბოლოს მხოლოდ წყლისგან შედგება, არ შეიცავს შაქარს და სხვა დანამატებს. თუმცა მაგარი საგნების ღეჭვა ხშირად მინანქრის დაზიანებას იწვევს.

რჩევა: დაივიწყეთ ეს ჩვევა და ისიამოვნეთ თხევადი წყლით.

 

ციტრუსი Citrus კბილები ხილი xili citrusi fruitაკონტროლეთ მიღებული ციტრუსის რაოდენობა

 

  სიმართლე არის ის, რომ იმ საკვების ხშირად მიღებამ, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავებს, შეუძლია დაგიზიანოთ მინანქარი. რაც დროთა განმავლობაში კბილების  სრულიად დაშლას იწვევს. 

დიდი რაოდენობით ციტრუსის ხილის და წვენების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუში. ეცადეთ ხშირად დალიოთ მინერალური წყალი.

 

ყველა ყავა არ არის კარგი თქვენი კბილებისთვის !

 

yava coffee ყავა კბილები

 ნატურალურ ფორმაში ჩაი და ყავა კარგი არჩევანია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყავის ლაქები უფრო დიდ ზიანს აყენებს კბილებს ვიდრე თამბაქოსი. მათი ხშირი გამოყენება მინანქარზე აჩენს პიგმენტურ ლაქებს. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე, თეთრ და ბალახეულ ჩაიში ფერის შემცველი პიგმენტი უფრო ნაკლებია ვიდრე შავ ჩაიში, ისინი მაინც უაკრგავენ ფერს კბილებს. ყავას და ჩაის ასევე შეუძლია გამოგიშროთ პირი.       შეეცადეთ შეამციროთ ყავის და ჩაის დღიური დოზა და დალიეთ მეტი წყალი.

 

ჩირი წებოვანი საკვები კბილები პირის ღრუ მოვლა 

წებოვანი საკვები, თქვენი პირის ღრუს კოშმარი

 

   როდესაც საქმე ეხება ჯანსაღი სასუსნაოების   შერჩევას, ბევრი ადამიანი ირჩევს გამომშრალ ხილს,   მაგრამ ისინი ხშირად ძალიან წებოვანია.

 წებოვანი საკვები ძალიან აზიანებს კბილებს   რადგან  ისინი სხვა საკვებთან შედარებით უფრო   დიდი ხნით რჩება კბილზე. თუ ძალიან გიყვართ გამომშრალი ხილი, მაშინ უცილებლად გამოივლეთ წყალი ჭამის შემდეგ, გაიხეხეთ კბილები და გამოიყენეთ ფლოსი. 

ხრაშუნა საკვები  ჩიფსები ჩიფსი ხრაშუნა საკვები კბილები Chips კარტოფილი

 

 ვის არ უყვარს ხრაშუნა კარტოფილის ჩიფსი? სამწუხაროდ კარტოფილის ჩიფსი სავსეა სახამებლით, რომელიც ეკვრება კბილის ზედაპირს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, წახემსების შემდეგ კბილების კარგად გაიხეხეთ და გამოიყენეთ ფლოსი.

 

გაზიანი სასმელი გამაგრილებელი სასმელი კოკა კოლა სპრაიტი coca cola fanta  შეცვალეთ გაზიანი სასმელი წყლით !

 

    როდესაც შაქრიან სასმელს სვამთ დიდი ხნის განმავლობაში, ის ბაქტერიები რომლებიც არის თქვენს პირის ღრუში იკვებება შაქრით და გამოყოფს დიდი რაოდენობით მჟავას, რაც აზიანებს კბილის მინანქარს. ამის გარდა გაზიანი სასმელების უმეტესობა, დიეტური კოლაც შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავებს, რაც ასევე აზიანებს კბილის მაგარ ქსოვილს. თუ მაინც ვერ ანებებთ თავს გაზიანი სასმელების მიღებას, შეეცადეთ პარალელურად დალიოთ წყალიც.

 

შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა და მიღების სიხშირე !alkohol ალკოჰოლი სასმელი კბილები

 

  ალკოჰოლი იწვევს დეჰიდრატაციას და პირის სიმშრალეს. ნერწყვის მცირე რაოდენობით გამოყოფა ხელს უწყობს კარიესის განვითარებას, რადგან არ ხდება კბილების ჩამორეცხვა. ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები ასევე იმყოფებიან სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ.  

 

სპორტული სასმელი sportuli sasmeli Teeth კბილები  ერიდეთ სპორტულ სასმელებს

 

 ისინი ჟღერენ ჯანსაღად, მაგრამ შაქარი, მათ მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამერიკის პედიატრთა აკადემია ამბობს, რომ სპორტული სასმელები, შეიძლება კარგი იყოს თქვენი სხეულის ფორმირებისთვი , მაგრამ უმეტესად არასაჭირო. დალევამდე კარგად წაიკითხეთ რა წერია ბოთლზე და შეეცადეთ შეარჩიოთ ის სასმელი რომელიც ნაკლები რაოდენობით შიცავს შაქარს.


კომენტარები

სხვა სიახლეები