სიახლე პირის ღრუს მოვლის ხელოვნება

kbilebis movla gawmenda კბილების მოვლა

   ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.

 

  მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

  • კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
  • სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
  • რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად.

თეორია

კბილის ნადები kbilis nadebiგაიცანით, კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი. ამიტომ გონიერი სტომატოლოგები ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებენ შეკითხვით:  „აბა, როგორ იხეხავთ კბილებს?“

ფაქტია!

კბილების პროფესიონალური წმენდა წელიწადში ორჯერ ამცირებს ღრძილების დაავადების რისკს 80%, კარიესს – 60%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაგრისებზე:

ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?

 

kbilebis movla gawmenda კბილების მოვლა ნადები კბილებზე

 

  • მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
  • კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში  მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.      

    

კბილების გახეხვა ნადები გაწმენდა

  • რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
  • ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
  • 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!

ჯაგრისი jagrisi

 

 

კბილების ხეხვის ხელოვნება

  • ჯაგრულები განათავსეთ 45კუთხით
  • 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
  • 50% კბილის ზედაპირზე

 

kbilebis gaxexva კბილების გახეხვა

     

   რბილი ჯაგრისები – ღრმა და ფაქიზი წმენდა მგრძნობიარე ღრძილის კიდეების, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

 

ტექნიკა სოლო – ყველა კბილის ინდივიდუალური წმენდა kbilebis movla gawmenda კბილების მოვლა ნადები კბილებზე

 

  • ყოველი კბილი იწმინდება სათითაოდ
  • კბილის ნადები სრული კონტროლი
  • იდეალურია შემდეგ ადგილებში გამოსაყენებლად: იმპლანტების გარშემო, უკანა კბილებზე, ცალკე მდგომი კბილების, ბრეკეტები და ორთოპედიული კონსტრუქციების (ატაჩმენების) გარშემო.

 

 კბილთაშუა სივრცეების წმენდა

 

კბილთაშუა სივრცეები გაწმენდა

   

   სწორად შერჩეული კბილთაშუა ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილის ნადების სრულ კონტროლს კბილთაშუა სივრცეებში

 

 

კბილების გახეხვა ნადები გაწმენდა

 

 

 

 

 

 

ენის წმენდა

ენის გაწმენდა გასუფთავება enis gawmenda

  • ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.
  • გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები