სიახლე ძილისმიერი აპნოე – სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

ძილისმიერი აპნოე, ხვრინვა, პირღია ძირი, პირით სუნთქვა სინდრომი apnoe   

  ძილში სუნთქვის გაჩერება, ანუ ღამე, ძილის აპნოეს ახასიათებს სუნთქვითი ფუნქციის შეწყვეტა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 3 წუთამდე. აღნიშნული სინდრომი იწვევს სხვადასხვა ფსიქოსომატურ და ნივთიერება ცვლის დარღვევებს, აგრეთვე პრობლემებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. ვრცლად ამ საშიშ და საკმაოდ გავრცელებულ დარღვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში.

 

 რა არის ძილისმიერი აპნოე და რითაა იგი საშიში?

  ღამის აპნოე – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რაღაც დროით წყდება სუნთქვითი ფუნქცია, შედეგად მცირდება ტვინში ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც ადამიანი ნაწილობრივ ფხიზლდება. შეფხიზლების დროს კუნთების ტონუსი აღდგება და სუნთქვა ნორმალიზდება. ასეთი სინდრომი შესაძოა გამეორდეს 10-15 ჯერ საათში, რიგ შემთხვევებში კი ყოველ წუთს. ძილისმიერ აპნოეს, როგორც წესი ახლავს ძლიერი ხვრინვა და ღრმა ჩასუნთქვების სერია.

  თავად სუნთქვის შეჩერებები არ არის სასიკვდილოდ საშიში, რასაც ვერ ვიტყვით იმ პროცესებზე რასაც ის “რთავს”. ამ მდგომარეობის შედეგები, თუკი სუნთქვის გაჩერება გრძელდება 10 წამს, საკმაოდ სერიოზულია რადგან იწვევს ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადის უკმარისობას.

 

სინდრომის შედეგები:

  • ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული წნევის მატებას, შესაძლოა დიაბეტის განვითარება, ფსიქიური აშლილობები.
  • უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, ზუსტად ღამის აპნოე გვევლინება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სასტარტო მექანიზმად.
  • ძილისმიერი ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი – ავტო ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
  • ადამიანების სიცოცხლე, რომელთაც აწუხებთ სუნთქვის შეჩერება, მცირდება საშუალოდ 15 წლით – ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია!

sindromi, xvrinva apnoe ხვრინვა აპნოე ძილისმიერი აპნოე

 

  აპნოეს ძირითადი მიზეზები:

  არსებობს აპნოეს რამოდენიმე მიზეზი, ისინი განსხვავდებიან მათი სახეობის მიხედვით. ძილისმიერი ცენტრალური აპნოე დაკავშირებულია თავის ტვინის სუნთქვის ცენტრის მუშაობის დარღვევასთან. ასეთ შემთხვევებში სუნთქვის შეჩერება ხდება იმის გამო, რომ ორგანიზმი ვერ ხვდება როდის უნდა ისუნთქოს.

  ძილისმიერი ობსტრუქციული აპნოეს  განვითარების მიზეზები ხშირად იმალება ზედა სასუნთქი გზების შევიწროებაში და ხშირად თან ერთვის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მუშაობის დარღვევები. ლიტერატურული მონაცემებით საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემების მქონე პაციენტების 75% აღენიშნება სუნთქვის შეკავება და პირიქით ამ დაავადების მქონე პაციენტებს აღენიშნებათ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, ამასთან უმეტესობას ეჭვიც არ ეპარება, რომ სუნთქვის შეჩერება არის მათი ცუდად ყოფნის მიზეზი.

ძილისმიერი ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი 

ძილისმიერი აპნოე, ხვრინვა, პირღია ძირი, პირით სუნთქვა სინდრომი apnoe

 

 აპნოეს სიმპტომები:

 ბავშვებში ღამის აპნოეს სიმპტომები ვლინდება ყურადღების დეფიციტის სინდრომით და ჰიპერაქტივობით, აგრეთვე შარდდენის დარღვევით. ხოლო ხვრინვა და სუნთქვის შეკავება, გავრცელებული აზრის მიუხედავად ყოველთვის არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ყველას ვინც ხვრინავს არ აღენიშნებათ სუნთქვის შეკავება, და პირიქით – აპნოეს მქონე ადამიანები ყველა არ ხვრინავენ.

 

მოზრდილებში აპნოეს სიმპტომები შემდეგია:

  • გაღიზიანება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • ქრონიკული უძილობა.

 

კავშირშია თუ არა ხვრინვა და აპნოე?

  ხვრინვა და აპნოე გავრცელებული აზრის მიუხედავად ყოველთვის არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ყველას ვინც ხვრინავს არ აღენიშნებათ სუნთქვის შეკავება, და პირიქით – აპნოეს მქონე ადამიანებიდან ყველა არ ხვრინავენ.

xvrinva apnoe პირით სუნთქვა, ხვრინვა აპნოე, პირღია ძილი

 

  როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

  დიაგნოსტირება ხდება 3 ეტაპად. პირველი – სტომატოლოგის ან სომნოლოგის (ძილის სპეციალისტი) კონსულტაცია, რომელიც გამოავლეს დაავადების პირველად სიმპტომებს და აუცილებლობის შემთხვევაში გააგზავნის პაციენტს დამატებით კვლევებზე. შემდგომ ტარდება სპეციალური ტესტი, რომლის შედეგები საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად მოხდეს სუნთქვის შეკავებების დიაგნოსტირება.

თუმცა საბოლოო დიაგნოზი ისმება პოლისომნოგრაფიული კვლევების საფუძველზე, რომლის დროსაც პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იძინებს. რიგ შემთხვევებში დაავადების გამოსავლენად საჭიროა რენტგენოლოგიური კვლევები.

   რომელ ექიმს უნდა მიმართოს პაციენტმა ძილისმიერი აპნოეს დროს, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მკურნალობა უნდა აწარმოოს სხვადასხვა სპეციალისტებმა, სიმძიმის და გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით: სტომატოლოგი, ყელ- ყურ-ცხვირის ექიმი, სომნოლოგი, პულმონოლოგი, კარდიოლოგი  და ენდოკრინოლოგი. თითოეული მათგანი პაციენტის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

   სტომატოლოგები სხვა ექიმებისგან განსხვავებით უფრო ხშირად ხედავენ პაციენტებს და შესაბამისად პირველი ამჩნევს დაავადების მიერ გამოწვეულ ცვლილებებს და შეუძლია მისი შემდგომი განვითარების შეჩერება. სომნოლოგი სვამს საბოლოო დიაგნოზს. ენდოკრინოლოგი და კარგიოლოგი მკურნალობენ პაციენტებს რთული შემთხვევებით.

 

ძილისმიერი აპნოეს მკურნალობა:

  გადაწყვეტილებას თუ როგორ მოხდება ძილისმიერი აპნოეს მკურნალობა იღებს ექიმი კლინიკური სიტუაციის შეფასების შემდეგ.

  თუკი დაავადების მიზეზი არის ტონზილების ანუ გლანდების ანთება ან ადენოიდები – აუცილებელია მათი მოცილება, თუკი პრობლემა წონაშია – საჭიროა გახდომა, თუკი გულის დაავადებებია – უნდა მიმართოთ კარდიოლოგს, თუკი ზედმეტად ჩამოწეულია რბილი სასა ან ნაქი უნდა მიმართოთ ქირურგს. როდესაც დაავადება არის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის შედეგი და ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირია პაციენტი იგზავნება ორთოდონტთან თანკბილვის გასწორების მიზნით.


კომენტარები

სხვა სიახლეები