სიახლე კბილების გათეთრება ლაზერით

 ლაზერით გათეთრება  რომელი გათეთრება ავირჩიო?

  ამ შეკითხვას სვამს ადამიანი, რომელსაც უკვე   გადაწყვეტილი აქვს აღნიშნული პროცედურის   ჩატარება, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა თუ   რომელი მეთოდი გამოიყენოს. პროფესიონალურ   სისტემებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი   უჭირავს კბილების ლაზერით გათეთრებას.   რომლის  შესახებაც გიამბობთ ჩვენს სტატიაში.

   რა არის ლაზერით გათეთრება?

 ლაზერით გათეთრება წარმოადგენს კაბინეტური პროფესიონალური გათეთრების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ კლინიკაში და ტარდება უშუალოდ ექიმის მიერ.

 ლაზერით გათეთრება ინტერნეტში შესაძლოა უამრავი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ რომ იგი ძალიან გავს ფოტოგათეთრებას (ე.წ. ზუმ მეთოდს). თავდაპირველად ხდება კბილებზე მათეთრებელი გელის მოთავსება, ხოლო შემდგომ ექიმი ლაზერის სხივის საშუალებით ახდენს მის აქტივაციას. თითოეული კბილი მუშავდება 1-2 წუთის მანძილზე. საშუალოდ მთლიანი პროცედურა მოითხოვს 20 წუთს, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა პროცედურის გამეორება.

lazeri gatetreba ლაზერით გათეთრება  რითი სჯობს ლაზერით გათეთრება ფოტოგათეთრებას?

  კბილების ლაზერით გათეთრების ძირითადი   კონკურენტი ფოტოგათეთრებაა. როგორც სახელიდან   ჩანს მათი ძირითადი განსხვავება კატალიზატორშია, რომელიც ახდენს მათეთრებელი გელის აქტივაციას. თუკი ლაზერით გათეთრების შემთხვევაში კატალიზატორი არის სტომატოლოგიური ლაზერი, ფოტოგათეთრების შემთხვევაში გელის აქტივაციას იწვევს ჰალოგენური, დიოდური ან ულტრაიისფერი შუქის ლამპა. თუმცა ულტრაიისფერისგან განსხვავებით ლაზერის სხივი არ აცხელებს კბილის ქსოვილებს და გამორიცხავს კბილის ნერვის გადახურების ან დამწვრობის რისკებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! კბილის ქსოვილები თეთრდება მაგრამ არ ხდება არანაირი ზიანის მიყენება.

რამდენად ეფექტურია ლაზერით გათეთრება?

  როცა ვსაუბრობთ გათეთრების ეფექტურობაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა იგულისხმება ამაში. პროფესიონალური ტერმინოლოგიის თანახმად, ნებისმიერი მათეთრებელი ტექნოლოგიის შედეგიანობა გამოიხატება კბილების მაქსიმალურად შესაძლო სითეთრის სწრაფად მიღებაში.

თუკი შევადარებთ ფოტო და ლაზერით გათეთრებას ეს უკანასკნელი მართლაც მოითხოვს შედარებით მცირე დროს.

ლაზერით გათეთრების 1 სეანსი საშუალოდ იკავებს 10დან 20 წუთამდე დროს, როცა ფოტოგათეთრებას სჭირდება 1 დან 1,5 საათამდე დრო.

   რაც ეხება მაღალ შედეგიანობას, ლაზერით გათეთრება მართლაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაქსიმალური სითეთრე, რადგან ლაზერის გამოსხივებას აქვს მიმართული სხივის ნაკადი, ხოლო ლამპის შუქი იფანტება რაც ანელებს მათეთრებელი გელის მოქმედებას.

lazeri gatetreba ლაზერით გათეთრება უსაფრთხოა თუ არა ლაზერით გათეთრება?

 ლაზერი ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს   ინტენსივობის და მოქმედების   ხანგრძლივობის მაქსიმალურად ზუსტი პარამეტრები   ე.ი. მთელი პროცესი ხდება კონტროლირებადი.   ამიტომაც ლაზერით გათეთრება ითვლება საუკეთესო   მეთოდად.

როგორც ზევით ავღნიშნეთ, ლაზერის სხივი, ლამპის შუქისგან განსხვავებით მოქმედებს ლოკალურად და იმპულსურად, შედეგად სრულიად გამორიცხულია ღრძილების თერმული დამწვრობა ან რაიმე სხვა დისკომფორტის გამოვლინება.

როგორც ცნობილია, ოფისში გათეთრების დროს ხდება მაქსიმალურად მაღალი კონცენტრაციის გელების გამოყენება. ლაზერი საშუალებას იძლევა მინიმალური კონცენტრაციით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თან ამასთან გელს საშუალება აქვს ღრმად შეაღწიოს დენტინში.

როგორია ლაზერით გათეთრების ჩვენებები და უკუჩვენებები?

ლაზერით, როგორც სხვა ნებისმიერი მეთოდით გათეთრების ჩვენება კბილების არაესთეტიური შეფერილობაა, მათ შორის ყვითელი ფერი. საქმე იმაშია, რომ კბილის მინანქარი საკმაოდ გამჭვირვალე ქსოვილია, მასში გამოსჭვივის გაცილებით მუქი ფერის ღრმად მდებარე ქსოვილი დენტინი. ლაზერით გათეთრება, როგორც სხვა სისტემები მიმართულია დენტინის გაუფეროვნებაზე. ამ ქსოვილის დეპიგმენტაცია არ არის მავნე პროცედურა, თუმცა მის დაწყებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ რომ არ გვაქ უკუჩვენებები.

ლაზერით გათეთრების აბსოლუტური უკუჩვენებაა:

  • 16 წლამდე ასაკი;
  • ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
  • ალერგია გელის შემადგენელ კომპონენტებზე.

არსებობს აგერთვე შედარებითი უკუჩვენებები. მათ შორისაა მაგალითად ძალზედ გამჭვირვალე კბილები. მათი გათეთრება საკმაოდ რთულია, რადგან იძლევიან მოსერო შეფერილობას. ასევე არსებობს ისეთი დაავადება როგორიცაა ფლუოროზი, რომლის დროსაც კბილების გათეთრება თითქმის შეუძლებელია.

მავნეა თუ არა ლაზერით გათეთრება?

   ლაზერით გათეთრების შესახებ გამოხმაურებების წაკითხვის დროს ხშირად შეხვდებით პაციენტების შეკითხვებს გათეთრების მავნებლობაზე. დღეისათვის თამამად შეიძება ითქვას, რომ საჭირო მომზადების, უკუჩვენებების არ არსებობის და ექიმის მიერ ყველა საჭირო წესების დაცვის შემდეგ ლაზერით გათეთრება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. იგი არანაირად არ აზიანებს კბილის მინანქარს. პირიქით ლაზერით გათეთრების შემდეგ კბილის მინანქარი ხდება 35% უფრო კომპაქტური და ეს ფაქტი მეცნიერულადაა დამტკიცებული.

  თუმცა დარწმუნებული რომ იყოთ და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო შეგრძნებები, რეკომენდებულია მოსამზადებელ ეტაპზე გაიაროთ რემინერალიზაციური თერაპია, ხოლო თუკი ამჩნევთ კბილების მგრძნობელობის პერიოდულ მომატებას გამოიყენოთ სპეციალური დესენსიტაიზერი გელები.

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები