სიახლე რატომა არის სარძევე კბილები მნიშვნელოვანი?

 

 რატომ არის სარძევე კბილები მნიშვნელოვანი ?!

ევგენი კომაროვსკი სარძევე კბილები

 ამ თემაზე ისაუბრებს ექიმი - ევგენი კომაროვსკი.

 როდის ამოდის სარძევე კბილები? სარძევე კბილების ამოსვლა

როგორც წესი, პირველი კბილები იწყებს ამოჭრას 6 თვიდან 1 წალმდე მონაკვეთში. კბილების ამოსვლის პროცესი ინდივიდუალურია და ბევრი ბავშვისთის ის შეიძლება საკმაოდ მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ამ დროს ღრძილები ძალზედ მგრძნობიარე ხდება. ბავშვის მდგომარეობის შემსუბუქება კი, მშობელს შეუძლია. საკმარისია პატარას სუფთა თითით დაუმასაჟოთ ღრძილები. ასევე შესაძლებელია ღრძილების მასაჟი მცირე ზომის მეტალის კოვზით, ბინტით და ხელსახოცით.

ბავშვების უმრავლესობას 3 წლის ასაკისთვის უკვე აქვს 20 სარძევე კბილი.

 რატომა არის სარძევე კბილები მნიშვნელოვანი?

სარძევე კბილები sardzeve kbilebi მოუცვლელი კბილები

  გარდა იმისა, რომ პირველადი კბილები ბავშვს ჭამასა და   საუბარში ეხმარება, ის ადგილს უმზადებს სამომავლოდ   ძირითად კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ჩვეულზე   ადრე  მოიცვალა, ეს თავის მხრივ პრობლემას უქმნის სხვა   კბილებს. ძირითადი კბილი დეფორმირდება ნაადრევად   მოცვლილი სარძევე კბილის ხარჯზე. მოგვიანებით ამან   კბილთა არასწორი წყობა შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ   ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე   კბილების მოვლა

 როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?

  ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ბავშვი უნდ აჩვენოთ ექიმს პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვეში. ეს კარიესის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. თავის მხრივ სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ გამოასუფთავოთ კბილები სწორად და აარიდოთ თავი ბევრ მავნე ჩვევას, მათ შორის თითის წოვას.

 

კბილები სარძევე კბილები წმენდა ჰიგიენა

რეკომენდაციები, როგორ მოვუაროთ ბავშვის სარძევე კბილებს?

 

  1. დაიწყეთ ბავშვის პირის ღრუს მოვლა უკვე დაბადების პირველივე დღეებიდან. გაასუფთავეთ ღრძილი სუფთა ბინტით კბილის ამოსვლამდე და ამოსვლის შემდეგაც. ბევრ ჩვილს პირველი კბილები უკვე 4 თვის ასაკიდან ამოსდის.
  2. 3 წლამდე ბავშვს კბილების გამოხეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი.
  3. საწყის ეტაპზე სასურველია ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენება.
  4. კბილების გამოხეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.
  5. თუ ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს კბილების გამოხეხვას, ადევნეთ თვალი რამდენად სწორად აკეთებს ამას და ხმარობს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას.
  6. მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს.
  7. იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილბს, აუცილებლად დაეხმარეთ მას.
  8. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კბილის ჯაგრისის გამოცვლა.
  9. როცა ბავშვს უკვე ამოუვა ქვედა და ზედა კბილები, შესაძლებელია კბილის ძაფის გამოყენებაც.

კომენტარები

სხვა სიახლეები