სიახლე 8 სამოგზაურო რჩევა თქვენი კბილებისთვის

     

                                       

სამოგზაურო რჩევა კბილებისთვის

                  

       მაშინაც კი, როდესაც ოცნებობ  შვებულებაზე, მოგაურობაზე, მაინც არ არსებობს სახლზე უკეთესი ადგილი, განსაკუთრებით უკეთესი სტომატოლოგიური  ბაზა.       

 პრევენცია  მხოლოდ კბილების მოვლა არ არის,  ეს არის სტომატოლოგთან ურთიერტობის დამყარება. თუ შეგიძლიათ დაგეგმეთ შემდეგი ვიზიტი სამოგზაუროდ წასვლამდე, ჩაიტარეთ სრული გამოკვლევა,   რადგან  ჩვენ შევძლოთ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მოშორება.

 

 

გადაუდებელი სასწრაფო დახმარება

 გადაუდებელი სასწრაფო დახმარება...

 

  თქვენი სტომატოლოგის მობილურის ნომრის  ქონა ტელეფონში ან სავიზიტო ბარათი ტარება საფულეში  ხელსაყრელია ( აუცილებელია ). იმაზე მეტი მწვავე ქეისების მოგვარება არის შესაძლებელი ტლეფონით საუბრის დროს ვიდრე წარმოგიდგენიათ, პაციენტისთვის  რთულია განასხვავოს  შემთხვევები რომლებსაც დაუყოვნებლივ სჭირდება  მკურნალობა ან შემთხვევები როდესაც შეიძლება მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგაც ვუმკურნალოთ.

 

საკონსულო დახმარება საელჩო

 

  დაუყოვნებლივი დახმარების შემთხვევაში საზღვარგარეთ…

 

  თუ თქვენ ხართ საზღვარგარეთ და სასწრაფოდ  გესაჭიროებათ სტომატოლოგთან ვიზიტი, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ ლოკალურ კლინიკებს ან თქვენი ქვეყნის საკონსულოს. შეგიძლიათ კითხოთ სასტუმროს მომსახურე პერსონალს ადგიობრივ სტომატოოგიურ კლინიკებზე.

 

 

ჯაგრისის დავიწყების შემთხვევაში, კბილის გაწმენდა

ჯაგრისი დაგავიწყდათ?

 

  მზის დამცავი? არის. ტელეფონის დამტენი? არის. კბილის ჯაგრისი? უფს...

თუ თქვენ დროებით აღმოჩნდებით კბილის ჯაგრისის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ ხშირად გამოივლოთ წყალი რათა ჩამორეცხოთ კარიესის გამომწვევი ბაქტერიები. ასევე შეგიძლიათ კბილის პასტა წაუსვათ სუფთა ნაჭერს ან თითს და გაიხეხოთ კბიები. როდესაც მიაღწევთ უახლოეს აფთიაქამდე იყიდეთ ახალი კბილის ჯაგრისი.

 

ჯაგრისის ტრანსპორტირება, როგორ შევინახოთ ჯაგრისი

 

  კბილის ჯაგრისის ტრანპორტირების წესი

 

  კბილის ჯაგრისის ჰაერზე გაშრობა საუკეთესო საშუალებაა მისი სისუფთავის  შესანარჩუნებლად, მაგრამ როდესაც დასასვენებლად ხართ წასული ამის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არ არის .  ერთჯერადი ცელოფნის შეკვრები არის იდეალური გამოსავალი,  ის ინახავს ჯაგრისს სუფთად და  იცავს სხვა ნივთებთან კონტაქტისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კარგად გააშრეთ, ცელოფანი დატოვეთ ღია და მიეცით ჰაერს მისი გაშრობის საშუალება.

 

 

საღეჭი რეზინა კბილებისთვის, კევი,

სამოგზაუროდ წაიღეთ უშაქრო საღეჭი რეზინი 

 

  უშაქრო საღეჭი რეზინის  ღეჭვა დაგეხმარებათ  წნევის მოხსნაში ფრეის დროს, და ასევე  დაგიცავთ კარიესისგან, კვლევებმა აჩვენა, რომ კევის ღეწვა ჭამიდან 20 წუთის განმავლობაში გვიცავს კარიესის განვითარებისგან. ვინაიდან საღეჭი რეზინის ღეჭვა ახდენს დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას, რომელიც ჩამორეცხავს კარიესის გამომწვევ ყველა ბაქტერიას.

წყალი კვილებისთვის

 

  როდესაც არ ხართ დარწმუნებული ადგილობრივი წყლის სისუფთავეში გამოიყენეთ ბოთლის წყალი

 

  თუ ხართ ისეთ ქვეყანაში სადაც შეზღუდულია წყლის რაოდენობა, ან არ ხართ დარწმუნებული მის სისუფთავეში, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ბოთლის წყალი კბილების გასახეხად. არ გამოიყენოთ ადგილობრივი ონკანის წყალი. რა უნდა გააკეთოთ  თუ შემთხვევით ადგილობრივი წყალი მოხვდება თვენს კბილის ჯაგრისზე? იყიდეთ  ახალი თუ შეგიძლიათ. თუ ეს შეუძლებელია კარგად გარეცხეთ ბოთლის წყლით, რადგან თავი დაიზღვიოთ დაავადებისგან. როდესაც მიხვალთ დანიშნულების ადგილზე გახსენით შეკვრა და გააშრეთ ჰაერზე.

 

კბილის ჰიგიენა, მოვლა

მოგზაურობის შემდეგ დაუბრუნდით  ჩვეულ რუტინას 

 

  თუ არ იყენებდით კბილის ჯაგრის და ფლოსს ან ჭამდით დიდი რადენობით ტკბილეულობას, ძალიან ნუ დასჯით საკუთარ თავს, უბრალოდ დაურუნდით ჩვულ რუტინას, გაიხეხეთ კბილები ორჯერ დრეში 2-2 წუთით, და გამოიყენეთ ფლოსი როდესაც სახლში დაბრუნდებით.

 


კომენტარები

სხვა სიახლეები