სიახლე იცოდით, რომ ოქტომბერი ორთოდონტიული ჯანმრთელობის თვეა?!

ორთოდონტიის თვე, ორთოდონტია ბრეკეტები 

    ჩვენი გუნდისთვის ოქტომბერი განსაკუთრებული პერიოდია, რადგან წელიწადის ამ დროს, მსოფლიო ორთოდონტიული ჯანმრთელობის თვეს აღნიშნავს.

 ორთოდონტები გირჩევენ, ბავშვების პირველი კონსულტაცია ორთოდონტათან ჩატარადეს არა უგვიანეს  6-7 წლისა. ამ პერიოდში პატარები ზრდის აქტიურ ფაზას გადიან, რასაც ფეხდაფეხ მისდევს კბილების და   ყბების განვითარება.

   პროფესიონალ ორთოდონტს შეუძლია, ოპტიმალურ დროში სწორად წარმართოს თქვენი ბავშვის მკურნალობა,  რაც თავიდან აგარიდებთ პრობლემებს მომავალში.

 

   ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე სასიგნალო ნიშანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის ანომალიები, რომელიც თანაბრად საყურადღებოა ბავშვებში, თინეიჯერებსა თუ ზრდასრულ ასაკში:

  • კბილების ადრეული ან დაგვიანებული ცვლა, მუდმივი კბილის არარსებობა
  • საკვების ღეჭვის ან ჩაკბეჩის გაძნელება
  • მოზარდობის პერიოდში პირით სუნთქვა, გამოწვეული ალერგიით ან ადენოიდებით
  • თითის გახანგრძლივებული წოვა
  • კბილების მჭიდრო დგომა,   „არეული“ და  გადაადგილებული კბილები
  • ჯვარედინი, ღრმა თანკბილვა, წინ გამოწეული კბილები
  • კომფორტულად ტუჩების დახურვის შეუძლებლობა
  • მეტყველების პრობლემები
  • კბილები, რომლებიც არ ეხება ერთმანეთს
  • გაცვეთილი კბილები
  • სახსრის პრობლემები    

   ჩამოთვლილთაგან, თუ რომელიმე სიმპტომს შენიშნავთ, გირჩევთ ორთოდონტთან ვიზიტზე ჩაეწეროთ. აუცილებელია, არსებული მდგომარეობა პროფესიონალმა შეაფასოს.

ჩვენი რჩევაა ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ორთოდონტს მიმართონ არა მხოლოდ მოზარდებმა, არამედ, ზრდასრულებმაც, რადგან ჯანმრთელ ღიმილს ასაკი არ აქვს _  ჩვენი გუნდი მზადაა დაეხმაროს ნებისმიერი ასაკის პაციენტს საუკეთესო შედეგის მიღებაში!

 


კომენტარები

სხვა სიახლეები