სიახლე ბრეკეტების შემდგომი რეტეინერები

თამარ გაბელაშვილი ექიმი ორთოდონტი ბრეკეტები ფირფიტები კაპა

 

 თანკბილვის და სხვა ორთოდონტიული პრობლემების მოგვარება ითხოვს დიდ მოთმინებას. ბრეკეტების ხანგრძლივი ტარების შემდეგ, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება რეტეინერებით.

რა არის ბრეკეტების შემდგომი რეტეინერი?  რამდენ ხანს უნდა ვატაროთ და რა სახის არსებობს ამ თემაზე გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი-ორთოდონტი თამარ გაბელაშვილი.

    რეტეინერი – სპეციალური კონსტრუქციაა, რომლის საშუალებითაც ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ხდება კბილების მდებარეობის შენარჩუნება. ორთოდონტიული მკურნალობის დროს ხდება კბილების გადაადგილება საჭირო მიმართულებით, ამ პროცესს ახლავს ძვლოვანი ქსოვილის, სისხლძარღვთა სისტემის და იოგების ცვლილებები. როგორც კი იხსნება ბრეკეტ სისტემება, ზეწოლა კბილთა რკალზე ქრება, ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაბრუნება არასწორ პოზიციაზე. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი ბრეკეტების მოხსნის შემდეგ აფიქსირებს რეტეინრეს, რომელიც თავის მხრივ არ ამოძრავებს კბილებს და მხოლოდ აფიქსირებს სწორ პოზიციაში.

    ბევრ პაციენტს საერთოდ ეჭვი ეპარება მათ აუცილებლობაში და უჩნდებათ კითხვა იქნებ საერთოდაც არ გაიკეთონ რეტეინერი. რეტენციული პერიოდის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუკი ბრეკეტების მოხსნის შემდეგ არ ატარებთ რეტეინერს ეს დამთავრდება ბრეკეტების თავიდან გაკეთების აუცილებლობით. საქმე იმაშია, რომ კბილთა რკალი ასე მარტივად არ ნებდება და გარკვეულ წილად ცდილობს “წინააღმდეგების” გაწევას. კბილების სწორ პოზიციაში დასაფიქსირებლად საჭიროა ბევრი დრო და დიდი შრომა. ხოლო პროცესის დასრულება რეტეინერების გარეშე შეუძლებელია. 

როგორც წესი რეტეინერების ტარება პაციენტებს დიდ დისკომფორტს არ უქმნის. ადამიანი მალე ეჩვევა ორთონტიულ კონსტრუქციას, ის ხომ მიეჩვია ბრეკეტ-სისტემას. მოუხსნელი რეტეინერი გაცილებით პატარაა ზომაში და ამასთან ემაგრება კბილებს შიგნიდან.

 

ბრეკეტების შემდგომი რეტეინერები

რეტეინერების სახეები:

რეტეინერები ყენდება ბრეკეტების მოხსნის, კბილების პოლირების, წმენდის და მინანქრის რემთერაპიის შემდეგ.

რეტეინერები  არის ორი სახის: მოსახსნელი და მოუხსნელი.

როგორც სათაურიდან ჩანს პირველი შეუძლია გაიკეთოს და მოიხსნას პაციანტმა, ხოლო მეორეს აფიქსირებს ექიმი და დამოუკიდებლად მისი მოხსნა შეუძლებელია.

ბრეკეტების მოხსნის შემდეგ კბილებზე მოუხსნელი რეტეინერები უფრო ხშირად ყენდება. ერთი შეხედვით ეს გახლავთ მავთული, დამზადებული სამედიცინო ლითონისგან, რომელიც ფიქსირდება კბილების შიდა ზედაპირებზე. იგი პრაქტიკულად უხილავია, მაგრამ საჭიროებს კარგ ჰიგიენას.

მოსახსნელი რეტეინერი არის პლასტიკური კაპა. რომელიც პაციენტმა უნდა ატაროს დღეში რამოდენიმე საათი. როგორც წესი კონსტრუქცია  მზადდება ინდივიდუალურად პაციენტისთვის.

 

დამზადება და ფიქსაცია

მოსახსნელი რეტეინერები არ საჭიროებენ ფიქსაციის სპეციალურ პროცედურებს – პაციენტი თავად იკეთებს მათ საჭიროების შემთხვევაში. მოუსხნელი რეტეინერები როგორც წესი ფიქსირდება ბრეკეტების მოხსნის და ყველა შემდგომი პროცედურის მერე. რეტეინერის ფიქსაცია ხდება 2 მეთოდით – პირდაირი და არაპირდაპირი. პირველი გულისხმობს რეტეინერის ფიქსაციას უშუალოდ პირის ღრუში დამატებითი პროცედურების გარეშე, ხოლო მეორე საჭიროებს რამოდენიმე ეტაპს:

  • ანაბეჭდის აღება
  • მოდელის მიხედვით რეტეინერისთვის ყბის ფორმის მიცემა
  • ფიქსაცია კბილებზე
  • პოლირება

დამზადების მეთოდს ირჩევს ექიმი-ორთოდონტი. როგორც წესი რეტეინერის ფიქსაცია არ საჭიროებს დიდ დროს.

 

ბრეკეტების შემდგომი რეტეინერები

 

მოვლის რეკომენდაციები:

    რეტეინერების მოვლის თავისებურებები დამოკიდებულია მის სახეობაზე. მოუხსნელ რეტეინერზე ნადების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დამატებითი ჰიგიენური საშუალების ირიგატორის გამოყენება. მოსახსნელი კონსტრუქციებიც აუცილებლად რეგულარულად უნდა იწმინდოთ და დაამუშაოთ სპეციალური ხსნარით.

კონსტრუქცია უნდა შეინახოთ სპეციალური ყუთში. ორივე შემთხვევაში თუკი ჰიგიენაა იქნება არადამაკმაყოფილებელია, ეს გამოიწვევს კბელებზე ნადების და შემდგომში ანთებადი პროცედურების გაჩეას.

აგრეთვე აუცილებელია ორთოდონტის რეგულარული მონახულება, მკურნალობის პროცესის კონტროლირებისთვის. მინიმუმ წელიწადში ორჯერ პროფესიული წმენდის ჩატარება.

 

 

    ბრეკეტების შემდეგ რა დროით უნდა ვატაროთ რეტეინერები?

რამდენი ხანი უნდა გვეკეთოს რეტეინერები წყვეტს ექიმი ორთოდონტი. როგორც წესი რეტენციული პერიოდი უდრის ბრეკეტების ტარების გაორმაგებულ დროს. თუმცა რიგ შემთხვევებში რეტეინერებს ატარებენ მთელი ცხოვრება. ტარების ხანგრძლივობაზე ზეგავლენას ახდენს ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორი, მათ შორის:

 

  • პაციენტის ასაკი (რაც უფრო მეტია ასაკი მით უფრო ხანგრძლივია ორთოდონტიული მკურნალობა);
  • პათოლოგიის სირთულე;
  • ამოღებული კბილების არსებობა;
  • პაროდონტის მდგომარეობა;
  • მავნე ჩვევები.

არ შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვეტა თუ რამდენი ხანი უნდა ატაროთ რეტეინერი.

ამას წყევეტს მხოლოდ სპეციალისტი. ორთოდონტის ინსტრუქციების უგულებელყოფა გამოიწვევს სავალალო შედეგებს.


კომენტარები

სხვა სიახლეები