სიახლე 7 ნაბიჯი უკეთესი ღიმილისაკენ

ალბათ ახალი არ არის, რომ ლამაზი ღიმილი უფრო ახალგაზრდა და უფრო მიმზიდველს გაჩენთ. ჯანსაღი კბილები და ღრძილები გავლენას ახდენს თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.  ლამაზი ღიმილისთვის  ჩვენს რჩევებს თუ მიყვებით, თქვენ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ზოგადი ჯანრმთელობისთვისაც.

lamazi gimili ghimili ლამაზი ღიმილი კბილები თერაპია სტომატოლოგია

 

1. იხეხეთ რეგულარულად. 

კბილების გახეხვისას თქვენ იცილებთ საჭმლის ნარჩენებს, რომლითაც იკვებება ბაქტერიები, ამ დროს იწმინდება კბილები და სუნთქვაც ხდება ჯანსაღი. ფტორირებული კბილის პასტები აძლიერებს მინანქარს,  კბილები უნდა იხეხოთ მინუმუმ ორი წუთი, რათა შედეგი გამოიღოს ამ პროცესმა.

 

 

flosi კბილების გაწმენდა გახეხვა, ფლოსი, ჰიგიენა, კარიესი, თერაპევტი

2. იხმარეთ ფლოსი ყოველდღიურად.  

ის აღწევს კბილებ შორის საკონტაქტო ზედაპირზე აშორებს საკვების ნარჩენებს და ბაქტერიებს, რომელსაც ვერ წვდება კბილის ჯაგრისი, ის გვეხმარება ღრძილების დაავადებებს პროფილაქტიკაში. რეკომენდირებული ფლოსის გამოყენება დღეში ორჯერ, თუ ორჯერ ვერ ახერხებთ, ძილის წინ აუცილებელია ფლოსის მოხმარება. ძილის დროს ნერწყვს გამოყოფა შემცირებულია, ვერ ხდება კბილების თვით წმენდა, შედეგად კბილები და ღრძილები ბაქტერიებისგან დაუცველნი არიან.

 

eqimi, terapevti, stomatologi, kariesis mkurnaloba, ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი. დაბჟენა, დაპლომბვა 

 3. ესტუმრეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ.

ჩაიტარეთ კბილების პროფესიონალური წმენდა. პროფილაქტიკურ ვიზიტებზე შესაძლებელია ღრძილების ან კბილების დაავადების საწყის სტადიაზე აღმოჩენა, ამ დროს უფრო მკურნალობაც მარტივია. თუ მიდრეკილი ხართ ღძილების დაავადების ან კარიესისკენ, რეკომენდირებულია ოთხ თვეში ერთხელ  ვიზიტი სტომატოლოგთან.

 

 

 

 

sasargeblo sakvebi kbilebistvis, jansagi sakvebi, ჯანსაღი საკვები 4.იკვებეთ ჯანსაღად.

 მიირთვით კალციუმით გაჯერებული საკვები. კალციუმი გვეხმარება შევინარჩუნოთ ძლიერი ძვლები და კბილები. ციტრუსებში არსებული ვიტამინი C გვეხმარება ღრძილების ჯანსაღად შენარჩუნებაში. შაქრის შემცველი საკვები ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, ამიტომ თუ მიირთმევთ ტკბილეულს აუცილებად მალევე გაიხეხეთ კბილები, თუ ამის საშუალება არ გაქვთ იმ მომენტში, მაშინ წყალი გამოივლეთ.

no_smoking_sign_full_page 

 

5. ნუ მოწევთ სიგარეტს! 

მწეველები ოთხჯერ უფრო მიდრეკილი არიან ღრძილების დაავადებისკენ ვიდრე არამწეველები, (a study by the Journal of Periodontology) მოწევისას იზრდება პირის ღრუს, ტუჩების, ენის, ლოყის და ღრძილების კიბოს რისკი. თამბაქოს მოხმარებისას სუნთქვა უარესდება, ყალიბდება ჰალიტოზი.

   

trays-apply-gel

 

6. გაითეთრეთ კბილები. 

თუკი თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ მათეთრებელ საშუალებას გამოიყენებთ და მიიღებთ დანიშნულებისამებრ, კბილებს არ ემუქრებათ დაზიანება. სანამ გათეთრებას დაიწყებდეთ კონსულტაცია გაირეთ თქვენს სტომატოლოგთან,  დარწმუნდეთ თქვენი კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაში.

 

7. გამოიყენეთ კოსმეტიკური პროცედურები. 

პირველი შეხვედრისას რასაც ადამიანი ამჩნევს თქვენს ღიმილში არის, უსწორმასწორო, ლაქებიანი კბილები ან რომელიმე კბილის ნაკლებობა (არარსებობა). დღესდღეობით კოსმეტიკურ სტომატოლგოიაში ახალი მიღწევებია, რომლებიც დაგეხმარებათ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებაში.


კომენტარები

სხვა სიახლეები