სიახლე ორსულობა და კარიესი

orsuloba da kariesi ორსულობა და კარიესი

 

   გამოთქმა „ერთი ბავშვი მინუს ერთი კბილი”, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ფაქტის კონსტატაციაა. საქმე იმაშია, რომ ქალის ორგანიზმი თავიდანვე აღიქვამს ნაყოფს, როგორც უცხო სხეულს და ყველანაირად ცდილობს მის „მოცილებას“.  ამის გამოა ისეთი ცნობილი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, ჰორმონალური ფონის ცვლილება და იმუნიტეტის დაქვეითება. ბოლო ორი ფაქტორი ზემოქმედებს რა ორგანიზმზე ახდენს ძვლოვანი სისტემის დესტაბილიზაციას, ნეგატიურად მოქმედებს კბილებზე, იწვევს რა კარიესს და მის გართულებებს. მაგრამ ნუთუ ფეხმძიმობისას კარიესის განვითარება გარდაუვალია?

 

ფეხმძიმობა და კარიესი  ორსულობა და კარიესი, ორსული კარიესის მკურნალობა,

ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობის დაქვეითება, მათ შორის კალციუმის ნივთიერებათა ცვლის გარდაქმნა – ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე გარდაუვალი პროცესებია, ასევე რისკ ფაქტორები რომლებიც ფეხმძიმეებში იწვევენ სტომატოლოგიურ პრობლემებს: გინგივიტს, პაროდონტიტს, ღრძილებიდან სისხლდენას და კარიესს. კალციუმის ნაკლებობა, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე გააქტიურებული მიკრობები – ძირითადი მიზეზებია თუ რატომ უფუჭდებათ კბილები მომავალ დედებს. ძირითადი ნიშნები რომლის მიხედვითაც ფეხმძიმეს შეუძლია გამოავლინოს საწყისი კარიესი, სტანდარტულია ყველასთვის: ცარცისებრი ლაქები, ღარები ან ხაზები, მინანქრის დეკალციფიკაცია, თქვენი კბილები რეაგირებს გამღიზიანებელზე (ცივზე, ტკბილზე, ცხელზე).

 

orsuloba da kariesi ორსულობა და კარიესი, ორსული კბილი, კარიესი აუცილებლად უნდა იმკურნალოთ

აზრი, რომ კბილების მკურნალობა ფეხმძიმობისას არასასურველია და მეტიც საშიში, დღესაც ძალზედ გავრცელებულია საზოგადოებაში. ის, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, ამის დასამტკიცებლად არაა აუცილებელი სამედიცინო განათლება. ფეხმძიმობისას საწყისი კარიესიც კი საჭიროებს აუცილებელ ვიზიტს სტომატოლოგთან. რატომ? პირველ რიგში დაავადება პროგრესირებს უფრო სწრაფად და შეიძლება გადაიზარდოს პულპიტში (ნერვის ანთება) ორსულობის დასრულებამდე. მეორეც საწყის ეტაპზე, მკურნალობა სრულდება ერთ ეტაპად და არ საჭიროებს რენტგენოლოგიურ კვლევებს. მესამეც მომავალმა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის უკვე მარტო აღარაა და ნებისმიერი ანთებადი პროცესი ცუდად იმოქმედებს, როგორც მასზე ასევე მის ნაყოფზეც. სარძევე კბილების ჩანასახები ფორმირებას იწყებენ ფეხმძიმობის მეექვსე კვირას, ხოლო მე-5 თვეზე იწყება მათი მინერალიზაცია. ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ხდება მუდმივი კბილების ჩასახვაც.

 

Positive pregnant blond woman  checks her teeth

კარიესის პროფილაქტიკა ფეხმძიმობისას

რა თქმა უნდა იდეალურია თუკი არ მოგვიწევს ფეხმძიმობისას კბილის ტკივილთან გამკლავება და წინასწარ ორსულობამდე მოხდება პირის ღრუს მდგომარეობის მოწესრიგება. მაგრამ თუკი ვერ მოახერხეთ ამის დაცვა მაშინ შემდგომი რჩევები თქვენთვისაა.   

                       

1.სწორი კვებათქვენს ორგანიზმში არსებული პატარა სიცოცხლე ყველანაირად ცდილობს სასურველი მინერალები და ელემენტები შეივსოს თქვენი ორგანიზმიდან. ამიტომ ეცადეთ საკვები იყოს მდიდარი მიკროელემენტებით და ვიტამინებით. 

2. პირის ღრუს სანაციაიდეალურ ვარიანტში პირის ღრუს სანაცია სჯობს ჩატარდეს ფეხმძიმობამდე, ხოლო შემდგომ რეგულარულად მოინახულოთ ხოლმე თქვენი სტომატოლოგი.                                                                                                         

 3. ვიტამინო თერაპია. უნდა დაფიქრდეთ თუ რა სახის ვიტამინებს იღებთ. ცნობილია, რომ კალციუმის და ფტორის შემცველი პროდუქტები და პრეპარატები, B და Dვიტამინები და თევზის ქონი ყველა მაზზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე უკეთ დაგეხმარებათ კარიესის თავიდან აცილებაში.                                                                  

4. პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა. ისეთი აუცილებელი, რამ როგორიც კბილების ხეხვაა დღეში 2-ჯერ ყველასთვის აუცილებელია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ა.შ. 


კომენტარები

სხვა სიახლეები