სიახლე თქვენ გჭირდებათ ბრეკეტები ?

ბრეკეტები

 

   „თქვენ გჭირდებათ ბრეკეტები“ - ეს არის ფრაზა, რომლის გაგონებაც ზარავს მშობლების უმეტესობას.

ერთი შეხედვით ბრეკეტები დაკავშირებულია მთელ რიგ უხერხულობასთან: კვების რეჟიმი, ჰიგიენა და რაც მთავარია, ღირებულება. 

ჩვენ არ ვმალავთ, რომ ბრეკეტების ღირებულება არც ისე დაბალია. ამ ფასად ოჯახს ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

ვითარება რადიკალურად იცვლება, თუ გაანალიზებთ ორთოდონტიული მკურნალობის მნიშვნელობას, მიხვდებით რომ რეალურად ეს არის ინვესტიცია თქვენი შვილის ჯანმრთელობასა და მის მომავალში. სწორი თანკბილვა და ლამაზი ღიმილი ხომ მხოლოდ სილამაზე და მოდა კი არა, აუცილებლობაა. სწორად ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობა, მინიმუმ გვაცილებს ისეთ პრობლემებს მომავალში, როგორიც არის - კბილების ცვეთა, ღრძილების დაავადებები, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები, ბოლო კვლევებით, მთელი სხეულის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებსაც კი.

ბრეკეტები

 

     ჩვენს კლინიკაში ბავშვებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ჩვენ ვთვლით, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია, ამიტომ მათ ვთავაზობთ მხოლოდ ყველაზე მაღალი ხარისხის ორთოდონტიულ მასალებს გერმანიიდან და ამერიკიდან.

აუცილებლად აღსანიშნავია ექიმების კვალიფიკაცია, რომლითაც ვამაყობთ. ისინი ძალიან დიდ დროსა და ფინანსებს ხარჯავენ განვითარებაზე, რომ არ ჩამორჩენ თანამედროვების წინსვლას. ნებისმიერი რთული პაციენტის მონაცემები და მკურნალობის გეგმა განიხილება ჩვენი ორთოდონტთა გუნდის მიერ ერთობლივად. საჭიროების შემთხვევაში ხდება სხვა მომიჯნავე სპეციალისტების ჩართვა, რათა შედეგი იყოს საუკეთესო და გამორჩეული.

მხოლოდ კარგი სპეციალისტის ხელში ეძლევათ ჯადოსნური ძალა ორთოდონტიულ აპარატებს. როდესაც ის ზუსტად იმ ანომალიისთვის არის შერჩეული, რომელიც კონკრეტულ პაციენტს აღენიშნება. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლინიკაში ასევე განსაკუთრებული დრო ეთმობა დიაგნოსტიკას. რათა შერჩეული მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. 

 

საუკეთესო შედეგი, ბრეკეტები, კბილების გასწორება ლამაზი ღიმილი, ლამაზი კბილები

    კარგი შედეგი არ არის მხოლოდ ერთ მწკრივში ჩალაგებული კბილები. ორთოდონტიული მკურნალობას უნდა მოყვებოდეს მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობა, ლამაზი სახის და ღიმილის ესთეტიკა.

ჩვენთან მოსულები, აღმოაჩენთ, რომ მთელი კლინიკა ზრუნავს თითოეულ პაციენტზე, მის კომფორტზე. თანამედროვე ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა ადამიანის დროს. ჩვენ ვუფრთხილდებით როგორც თქვენს, ასევე ჩვენ დროსაც. ვცდილობთ პაციენტი მოხვდეს ექიმთან სუზტად იმ დროს, როდესაც წინასწარ მოხდა მისი ჩაწერა.

მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ გამორჩეული შედეგი <3

 

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები