ორთოდონტიული ბრეკეტები

თვითლიგირებადი ბრეკეტები

თვითლიგირებადი (ულიგატურო) ბრეკეტების დროს რკალის ფიქსაცია ხდება არა ლიგატურების (ფერადი ან უფერო რეზინების) საშუალებით, როგორც ჩვეულებრივ ბრეკეტებში, არამედ თვით ბრეკეტების სპეციალური საკეტებით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტანდარტულ ბრეკეტებში რკალის დასაფიქსირებლად ლიგატურა საკმაოდ მჭიდროდ ეჭირება და ხშირ შემთხვევაში ახდენს რკალის ბლოკირებას. კბილების გასწორების დროს, რკალმა რომ იმოძრაობს ბრეკეტებში, საკმაოდ დიდი ძალა და დრო უნდა დაკარგოს. თვითლიგირებად ბრეკეტებში კი არ ხდება რკალის ბლოკირება, რაც საშუალებას აძლევს კბილებს გადაადგილდნენ უფრო სწრაფად, სუსტი და ფიზიოლოგიური ძალების გამოყენებით. ამ ყველეაფრის კლინიკური შედეგი კი ძალიან დიდია:

1. მკურნალობის საერთო ხანგძლივობა მცირდება.
2. კბილების ამოღების აუცილებლობა მინიმუმადეა დაყვანილი.
3. ექიმთან ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია (ჩვეულებრივი ბრეკეტ-სისტემის ტარებისას ექიმთან ვიზიტი 3-4 კვირაშია აუცილებელი, თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემის დროს 6-8 კვირაში).
4. ხდება როგორც ექიმის ისე პაციენტის დროის ეკონომია.
5. ბრეკეტების ტარება უფრო კომფორტულია.

მეტალის ბრეკეტები

 

გამჭვირვალე (საფირის) ბრეკეტები

 

თვითლიგირებადი ბრეკეტები

ლინგვალური ბრეკეტები

 

ბავშვთა თერაპია

ორთოდონტია

იმპლანტოლოგია

ქირურგია

პროფილაქტიკური სტომატოლოგია

თერაპია


კომენტარები