პაროდონტიტი

პაროდონტიტი – ღრძილების ანთებაა. საწყისი სტადია თითქმის უსიმპტომოა, დაავადება შესამჩნევი ხდება როცა ღრძილები ხდება ანთებადი, სისხლმდენი, ღრძილები იწყებს შეშუპებას, შიშვლდება კბილის ფესვი, მატულობს კბილების მგრძნობელობა, იწყება მორყევა და ჩნდება სუნი პირის ღრუდან. ასეთ შემთხვევებში არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი. საწყის ეტაპზე პაროდონტიტის მკურნალობა გაცილებით მარტივი და კეთილ პროგნოზირებადია. დაგვიანებული მკურნალობა კი კბილების ნაადრევ დაკარგვას და დაავადების გავრცელებას გამოიწვევს.

ველაზე ხშირად პაროდონტიოტის გამომწვევ მიზეზად სახელდება პაროდონტის კვებისა და ინერვაციის დარღვევა. მნიშვნელოვანი როლი უკავიათ პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას და გამრავლებას კბილის ნადებში და ქვებში, ასევე კარიესისგან დაშლილ კბილებს, არასწორ კვებას, მოწევას, ალკოჰოლს და ძველ ბჟენებს.

სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული პათოლოგიები, ავიტამინოზი, ტრავმული თანკბილვა, დაგვიანებული პროთეზირება ზრდის პაროდონტიტის განვითარების რისკს.

პაროდონტიტის დროს ინფექცია ხვდება კბილ-ღრძილოვან შეერთებაში და იწვევს მის დაზიანებას, რომელსაც შემდგომში კბილის საყრდენი აპარატის მოშლა მოსდევს. ფიქსაციას მოკლებული კბილი ხდება არამდგრადი, მოძრავი და ბოლოს ამოსაღები.


ამიტომ მნიშვნელოვანია არა მარტო აღვკვეთოთ ინფექციის კერა არამედ დაკარგული ძვლის ქსოვილი. დღეს დღეისობით ეს დაავადება ინკურნება. "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის" სპეციალისტები იზრუნებენ თქვენი ღრძილების ჯანმრთელობაზე და კბილების სილამაზეზე.

ბავშვთა თერაპია

ორთოდონტია

იმპლანტოლოგია

ქირურგია

პროფილაქტიკური სტომატოლოგია

თერაპია


კომენტარები