კერამიკული გვირგვინები

 
 

გვირგვინებით დაფარვა – კბილების რესტავრაციის ყველაზე ეფექტური მეთოდია. როგორ განვსაზღვროთ, რომ გვირგვინი საჭირო ხარისხისაა, ხოლო სამუშაო შესრულებული ყველა წესის დაცვით? ძალიან მარტივად: ხელოვნური კბილები არ უნდა გამოირჩეოდეს ბუნებრივისგან. ამის მიღწევა 2 წესის დაცვითაა შესაძლებელი: ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი, ხოლო გვირგვინი – მთლიანსხმული კერამიკის.

რა ღირს კერამიკული გვირგვინი?

დღეისათვის კერამიკული გვირგვინები – ყველაზე ესთეტიური ორთოპედიული კონსტრუქციებია, რომლებიც ფიქსირდება, როგორც ღიმილის ზონაში, ასევე საღეჭ კბილებზე. მეტალოკერამიკის კბილებისაგან განსხვავებით, უმეტალო გვირგვინებს არ აქვთ ლითონის კარკასი, რის შედეგადაც ისინი შესანიშნავად იმეორებენ კბილის ნატურალური ქსოვილების სტრუქტურას, ფერს და გამჭვირვალობას. ამიტომ მათი დახმარებით შეიძლება როგორც ფუნქციური პრობლემების გადაჭრა დაშლილი კბილის აღდგენით, ამავე დროს ამის გაკეთება ლამაზად და ბუნებრივად.

კერამიკას ახასიათებს ბიოლოგიური ინერტულობა და ინდიფერენტულობა, ორგანიზმი არ აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს, არ ითვისებს გარეშე სუნებს, პიგმენტებს და ბაქტერიებს, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ამასთან არის საკმაოდ მყარი. კერამიკული პროთეზებს ძნელად გაარჩევთ ნამდვილისაგან. ხოლო ღრძილი მათ გარშემო არასდროს არ განიცდის ანთებას. აღსანიშნავია, რომ კერამიკული გვირგვინები უფრო თხელია ვიდრე მეტალო-კერამიკული, ამიტომ კბილის დამუშვება ხდება მინიმალურად. საკმაოდ მყარად და საიმედოდ ფიქსირდება სპეციალური ცემენტის საშუალებით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას გვირგვინის ქვეშ.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გათვალისწინებით მთლიანსხმული გვირგვინები წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ესთეტიური პრობლემების და საღეჭი ფუნქციის აღდგენისას.

როგორი სახის კერამიკული გვირგვინები არსებობს?

ყველაზე მოწინავე კერამიკული გვირგვინები – დაპრესილი კერამიკის გვირგვინებია(პრესკერამიკა). მათ ახასიათებთ მაღალი სიმტკიცე, გაცილებით ზუსტად გადმოცემენ კბილის ნატურალურ ფერს, ხოლო მათი ფიქსაცია არ საჭიროებს კბილების ძლიერ დაქლიბვას. ეს უკანასკნელი უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენარჩუნებულ კბილის ქსოვილებზე დამოკიდებულია პროთეზის მოხმარების ხანგრძლივობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმეტალო კბილის გვირგვინებს მიაკუთვნებენ კერამიკულ გვირგვინებს ცირკონის დიოქსიდის კარკასზე, რაც თავიდანვე არასწორია. ცირკონის დიოქსიდი – ლითონია, მხოლოდ თეთრი ფერის. კერამიკისგან განსხვავებით მას არ აქვს საკმარისი გამჭვირვალობა, ხოლო ფერთა გამა ძალიან შეზღუდული, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მასალა კერამიკაზე გაცილებით გამძლეა. ყველა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შესაძლოა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინები უფრო მიზანშეწონილია საღეჭი კბილების აღსადგენად, ხოლო ფრონტში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უმეტალო კერამიკას.

11713941_827289840718538_6891870163715194274_oკერამიკული გვირგვინები გავიკეთოთ წინა თუ საღეჭ კბილებზე?

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ კერამიკული გვირგვინები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ წინა კბილების პროთეზირებისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თაობის პრესკერამიკა საშუალებას იძლევა დავამზადოდ არა მხოლოდ ესთეტიური არამედ მაღალი სიმტკიცის მქონე კონსტრუქციებიც. ლითონის კარკასის არ ქონა, არ ნიშნავს, რომ კერამიკული გვირგვინების გამოყენება არ შეიძლება საღეჭ კბილებზე.

როგორია კერამიკული გვირგვინების მოხმარების ვადები?

მეტალო კერამიკის გვირგვინები ფიქსირდება სპეციალური ცემენტის საშუალებით, რომელიც იშლება 5-7 წლის მანძილზე. ხოლო კერამიკული გვირგვინები მაგრდება სპეციალურ ადგეზიურ მასალაზე, რომლის სამუშაო პერიოდი გაზრდილია 10 წლამდე.

რაც შეეხება სიმყარეს კერამიკული გვირგვინები მშვიდად უძლებენ საღეჭ დატვირთვას.


კომენტარები