მეტალო-კერამიკის გვირგვინები

 

Porcelain_Fused_To_Metal_Semi_Precious_Crownკარიესისგან ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენის ყველაზე თანამედროვე მეთოდი – მათზე ხელოვნური გვირგვინის მოთავსებაა. ადრე მათ ამზადებდნენ ფოლადისგან, სხვადასხვა არაკეთილშობილი მეტალების  შენადნობებისგან, ოქროსგან და პლატინისგანაც. მაგრამ მეტალო-კერამიკის (ლითონ-ფაიფური) გამოჩენის შემდეგ “რკინის” კბილები წარსულს ჩაბარდა.

დღეისათვის ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად მასალების არჩევანი საკმაოდ ფართეა: ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი, მაგრამ ყველაზე პოპულარული და ხ

ელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით მაინც მეტალო-კერამიკაა. მეტალო-კერამიკის გვირგვინები წარმოადგენს “ხუფს”, რომელიც სრულიად იმეორებს კბილის ანატომიას და ეცმება დაქლიბულ კბილზე. კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ლითონის კარკასი, რომელიც ზ

metal_porcelain_2

ემოდან იფარება კბილის ქსოვილების ფერი ფაიფურით. ხელოვნური გვირგვინი ფიქსირდება კბილზე სპეციალური კომპოზიციური ან მინაიონომერული ცემენტით. თუკი კბილის ქსოვილები ძლიერ დაშლილია ხდება მისი მთლიანობის აღდგენა ლითონის ჩანართით ან მინაბოჭკოვანი წკირებით. მეტალო-კერამიკა ასევე გამოიყენება ხიდისებრი კონსტრუქციების, ბიგელისებრი პროთეზების და იმპლანტებზე გვირგვინების დასამზადებლად. ამ უკანასკნელზე სასურველია ლითონის აბატმენტებით ფიქსაციის შემთხვევაში.


l100
მეტალო-კერამიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ლითონ-ფაიფურის ანუ მეტალო-კერამიკის გვირგვინების უპირატესობა – პირველ რიგში არის მათი სიმყარე. ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ფიქსაცია ხდება საღეჭ კბილებზე. უარყოფით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ მათი ესთეტიურობა. საერთო ჯამში მეტალო კერამიკის გვირგვინები კარგად იმეორებენ ნატურალური კბილების ანატომიას, მაგრამ ახალი მასალების გამოჩენის შემდეგ წინა კბილების აღსადგენად უპირატესობა ენიჭება მთლიანსხმული ფაიფურის გვირგვინებს. როდესაც საღეჭ მიდამოში აუცილებელია ესთეტიკის და სიმყარის კომბინაცია საუკეთესო არჩევანი შესაძლოა გამოდგენს ფაიფური ცირკონის დიაქსიდის კარკასზე.

მეტალო-კერამი კის თუ ცირკონო-კერამიკის გვირგვინები?

ბევრ პაციენტს აწუხებს შეკითხვა: cerconრა სჯობს – ციკონო-კერამიკა თუ მეტალო-კერამიკა? უხეშად, რომ ვთქვათ ორივე კონსტრუქცია მიეკუთვნება მეტალოკერამიკას, თუმცა ცირკონი – ე.წ. “თეთრი” მეტალია, რომელიც არ გამოსჭვივის კერამიკის ქვეშ. ამიტომ დღეისათვის ცირკონო-კერამიკის გვირგვინები ესთეტიური მახასიათებლებით ახლოსაა მთლიანსხმულ კერამიკასთან, მაგრამ ამავდროულად მექანიკური მახასიათებლებით ისეთივე მყარია, როგორც მეტალო-კერამიკა. თუმცა ფასი აღნიშნულ კონსტრუქციებზე საკმაოდ მაღალია.

shutterstock_130330298-600მეტალო-კერამიკის გვირგვინების მოხმარების პერიოდი

დღეისათვის მეტალო-კერამიკის გვირგვინები საშუალოდ ძლებს 10 წელი, შესაძლოა ეს პერიოდი გაიზარდოს 15 წლამდეც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი აძლევს პაციენტს 10 წლიან გარანტიას. მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ სასურველია კონსტრუქციის გამოცვლა. თუკი დროულად არ მოხდა კონსტრუქციების გამოცვლა შესაძლოა გაჩნდეს ისეთი პრობლემა, როგორიცაა მეორედი კარიესი. მაგრამ რა ვქნათ, თუკი მეტალო-კერამიკის კონსტრუქცია გამოვიდა წყობიდან დროზე ადრე?

მეტალო-კერამიკის გვირგვინების შეკეთება

მეტალო-კერამიკის გვირგვინების შეკეთების ძირითადი მიზეზი გვირგვინოვანი ნაწილის ატეხვაა. სტომატოლოგი აფასებს მოტეხილი ნაწილის მაშტაბურობას და განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას. თუკი ლითონის კარკასი არ გაშიშვლდა შეკეთება შესაძლებელია კომპოზიციური მასალებით. თუკი მოტეხილობა მაშტაბურია საჭირო ხდება გვირგვინის გამოცვლა.

Bruxzir-Crown

მეტალო-კერამიკის გვირგვინების მოვლა

მეტალო-კერამიკის გვირგვინების მოვლის წესები არ განსხვავდება ბუნებრივი კბილების მოვლისგან. აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან წელიწადში 2ჯერ, პროფესიული წმენდის ჩატარება, საფუძვლიანი წმენდა დღეში ორჯერ ძირითადი და დამხმარე ჰიგიენური საშუალებებით, როგორებიცაა ფლოსი (კბილის ძაფი) და ირიგატორი.

 

 

IPS_E_Max_Porcelain_Crownsრა ღირს მეტალო-კერამიკის გვირგვინი?

მეტალო-კერამიკის გვირგვინის ფასი დამოკიდებულია კლინიკაზე, ლითონზე – რომლისგანაც მზადდება კარკასი, ფაიფურზე, ექიმი-ორთოპედის კვალიფიკაციაზე და კბილის ტექნიკოსზე. საწყისი კლინიკური შემთხვევის სირთულეზე და სხვა ფაქტორებზე. კბილის გვირგვინის ფასი მითითებულია კლინიკის პრაისში და ძირითადად გულისხობს კბილის დამუშავებას, ზომების აღებას და ფიქსაციას, როგორც წესი ფასში არ შედის რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა დამატებითი პროცედურები.

ბავშვთა თერაპია

ორთოდონტია

იმპლანტოლოგია

ქირურგია

პროფილაქტიკური სტომატოლოგია

თერაპია


კომენტარები