კბილები უფროსებისთვის

 
 

საქართველოში კბილების ნაწილობრივი ან სრული ადენტია – კბილების დაკარგვა – საკმაოდ გავრცელებულია ზრდასრულ მოსახლეობაში. ერთი კბილის არქონაც კი გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, ხოლო რამოდენიმე კბილის უქონლობა შესაძლოა სერიოზულად აისახოს ცხოვრების ხარისხზე. ხოლო სრული ადენტია ადამიანისგან ხდის სტომატოლოგიურ ინვალიდს. ჩნდება საკვების მიღების სიძნელეები: ნორმალურად საკვების მოკბეჩა და ღეჭვა ფაქტიურად შეუძლებელია, რიგი პროდუქტები საერთოდ ქრება რაციონიდან. ჩნდება დიქციის პრობლემები. ადამიანი იწყებს ჩლიფინს და უნებურ სტვენას. დარჩენილი კბილები იწყებენ გადანაცვლებას ცარიელი ადგილებისკენ, რითაც ირღვევა ზედა და ქვედა ყბის ფიზიოლოგიური შეთანასოვნება. შედეგად ჩნდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, რაც თავის მხრივ იწვევს სერიოზულ თავის ტკივილებს, საჭმლის მომნელებელი სისტემებისconsequences-of-tooth-loss-largeპრობლემებს და სხვა გართულებებს. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – თუ როგორ იცვლება თქვენი გარეგნობა. საქმე იმაშია, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ ძვალი აღარ იტვირთება და ნელ-ნელა იწოვება, რაც ხდება სახის ნაკვთების შეცვლის მიზეზი: ტუჩების ჩავარდნა, ცხვირ-ტუჩის და ნიკაპის ნაოჭები მკვეთრად გამოხატული, პირის კუთხეები იწევს ქვევით, მცირდება ქვედა ყბის ზომები, ხოლო კისერზე ჩნდება ნაოჭები.

იმპლანტაციის დადებით მხარეებზე საუბრისას ნაკლებ აღსანიშნავია მისი მცირედ ინვაზიურობა, რადგან პროთეზირების მთავარი ამოცანა მდგომარეობს პირველ რიგში დაკარგული ფუნქციის აღდგენაში. იმპლანტი მჭიდროს ხორცდება ყბის ძვალთან და ასრულებს ხელოვნური კბილის საიმედო საყრდენის როლს. პაციენტი ვერ გრძნობს სხვაობას საკუთარ და იმპლანტირებულ კბილებს შორის, მას აღარ სჭირდება საკვების შერჩევა, ქრება დიქციის პრობლემები.

იმპლანტაცია, დაფუძნებულია ტიტანის (მასალა რისგანაც მზადდება იმპლანტები) უნიკალურ თვისებაზე – მოხდეს ძვალთან შეხორცება, რამაც შემდგომში მიიღო ოსტეოინტეგრაციის სახელი. პირველი წარმატებული კბილის იმპლანტაცია ჩატარდა 1965 წელს შვედეთში. 1980 წლებში ტექნოლოგიამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა აშშ და შემდგომ ევროპაში.

იმპლანტი ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან ეს გახლავთ – შიდა ნაწილი, რომელიც ახდენს კბილის ფესვი იმიტაციას და გარე ნაწილი სახელად აბატმენტი, რაზეც ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი. არსებობს ასევე იმპლნატების სხვა ფორმები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, მაგალითად ფირფიტოვანი იმპლანტები. ასევე არსებობენ მინი-იმპლანტები, რომლებიც არ განიცდიან ოსტეოინტეგრაციას და გამოიყენება ორთოდონტიული მკურნალობის დროს. ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება მათი ამოღება.

რამდენად მნიშვნელოვანია იმპლანტის მწარმოებელი? ალბათ მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ თანამედროვე იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან და ყველა მათგანი ხორცდება, მაგრამ ყველა სისტემას აქვს დამზადების თავისებურებები, ჩასმის ტექნიკა და შემდგომი პროთეზირების შესაძლებლობები. ცხადია, რომ კომპანია, რომელიც არა ერთ წელია ფუნქციონირებს დიდი ფულს და ენერგიას ხარჯავს სამეცნიერო კვლევებზე და ექსპერიმენტებზე მსოფლიოს ექიმებთან ერთად. რა თქმა უნდა წამყვანი კომპანიებისbarrington-implant-between-2-teethპროდუქცია იაფი არ ჯდება, მაგრამ ღიირს კი ეკონომიის გაკეთება იმაზე რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოგემსახუროთ?

იმპლანტაციის მთავარ უპირატესობად ითვლება გვერდზე მდგომი კბილების ხელშეუხებლობა. მაგრამ ეს პლიუსი ყოველთვის ნათელი არ არის პაციენტისთვის: როდესაც იგი თანხმდება ხიდის გაკეთებაზე, იგი არც ფიქრობს იმას, რომ 5-7 წლის შემდეგ შესაძლოა კონსრუქცია გამოსაცვლელი გახდეს, ხოლო დაქლიბული კბილები უარეს შემთხვევაში ამოსაღები.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმპლანტირებული კბილი ახდენს ბუნებრივ დატვირთვას ყბის ძვალზე, რითაც ხელს უშლის მის გაწოვას.  ყბის ძვლოვანი მასის შენარჩუნება იმპლანტაციის კიდევ ერთი უდაო უპირატესობაა. საქმე იმაშია, რომ ხიდისებური კონსტრუქციების, ფირფიტოვანი ან ბიგელისებური პროთეზების ხანგრძლივი ტარება, ტრავმული ექსტრაქციები, დაგვიანებული მიმართვა იწვევს იმას, რომ უფუნქციოდ დარჩენილი ძვალი იწყებს განლევას და მისი მოცულობა ხდება არასაკმარისი იმპლანტაციის ნორმალურად ჩატარებისთვის. შედეგად პაციენტს სჭირდება არა მხოლოდ იმპლანტაცია, არამედ ძვლის პლასტიკა. ზედა ყბის შემთხვევაში სინუსლიფტინგი(ჰაიმორის წიაღის ფსკერის ამაღლების ოპერაცია). აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ხშირია და დაახლოებით 80% აღწევს. მიუხედავად აღნიშნული მანიპულაციის წარმადობის და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის სხვადასხვა მეთოდებისა, ორმაგი ოპერაციის და გაზრდილი ხარჯების პერსპექტივა ბევრ პაციენტს აშინებს და აფრთხობს.

გავრცელებული აზრის, რომ “იმპლანტაციის გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება” – მიუხედავად აბსოლუტური უკუჩვენებების სია საკმაოდ შეზღუდულია. მათში შედის ფსიქიკის დარღვევა, პაციენტის მძიმე ზოგადსომატური მდგომარეობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, დღეში ერთზე მეტი კოლოფი სიგარეტის მოწევა და პირის ღრუს გამოუსწორებლად ცუდი ჰიგიენა. დანარჩენი ხვდება ნაწილობრივ უკუჩვენებებში. ისეთი დაავადებაც როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი და კოაგულაციის დარღვევა არ წარმოადგენს იმპლანტაციის 100% იან უკუჩვენებას. გულ-სისხძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებიც არ წარმოადგენენ პირდაპირ უკუჩვენებას. უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს შეხორცების და იმპლანტის მოხმარების ხანგრძლივობის მხრივ.

იმპლანტების მოთავსება ბავშვებში არ შეიძლება, რადგან მათი ყბები განიცდის ზრდას. იმპლანტაციის ჩატარება შეიძლება გოგონებში 17 და ბიჭებში 19 წელს ზევით. სასურველია ზრდის ზონების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რაც ეხება ასაკის ზედა ზღვარს იგი არ არსებობს, პირიქით თანამედროვე იმპლანტოლოგია გულისხმობს, რომ კბილების იმპლანტაცია ზუსტადაც, რომ სჭირდებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ის ფაქტი, რომ 90 წლის პაციენტებს სრული ადენტიით ერთჯერადად უტარდებათ ათეულობით იმპლანტის მოთავსების ოპერაცია კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია პროცედურის უსაფრთხოების და საიმედოობის.

მიუხედავად ამისა ნებისმიერი ექიმი-სტომატოლოგი და ჩვენც გეტყვით, რომ საკუთარ კბილებზე ძვირფასი მაინც არაფერია.

ბავშვთა თერაპია

ორთოდონტია

იმპლანტოლოგია

ქირურგია

პროფილაქტიკური სტომატოლოგია

თერაპია


კომენტარები