სარძევე კბილების ექსტრაქცია.საჭიროა თუ არა?

 

shutterstock_81556129_1300სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლებისათვის. ალბათ ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში ანიმაციური ფილმების ფონზე. მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს. თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სარძევე კბილები ამაზე გვექნება დღეს საუბარი.

რატომაა მნიშვნელოვანი სარძევე კბილები?

დაახლოებით 3 წლის ასაკისათვის ბავშვს ეწყება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, რაც შემდგომ იწვევს კბილების მორყევას და ამოვარდნას. ამგვარად სარძევე თანკბილვა იცვლება მუდმივით. ეს კბილების ცვლის ბუნებრივი პროცესია, რომელიც ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. სარძევე კბილების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია – ისინი ეხმარებიან მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრაში. აგრეთვე ხელს უწყობენ ყბის ძვლების ზრდა-განვითარებას.

რა საფრთხეების შემცველია სარძევე კბილების ამოღება?

nado_li_lechit_molochnie_zubi_02

სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვათ ითვლება, როდესაც მუდმივი კბილის ამოსვლამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი. თუკი ბავშვმა დაკარგა კბილი დროზე ადრე, მისი “მეზობელი” კბილები ცდილობენ დაიკავონ ცარიელი ადგილი. შედეგად მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას და ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი – ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც ასევე იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას – კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარები”. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ატარებენ ძალზედ იშვიათად და გარკვეული ჩვენებიბის მიხედვით.


რა ვქნათ თუკი მოგვიწია რამოდენიმე სარძევე კბილის ამოღება?

47d56af4e6c8თუკი სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება აუცილებელი გახდა საჭიროა ხელოვნური კონსტრუქციების დამზადება. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ მოსახსნელი ფირფიტები ხელოვნური კბილებით. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს კბილთა რკალში კბილების გადანაცვლება და მუდმივი კბილები ამოვიდნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილზე.

როდისაა აუცილებელი სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება)?

არის სიტუაციები, როდესაც სარძევე კბილის ამოღება აუცილებელია. ამისათვის არსებობს ნაწილობრივი და აბსოლუტური ჩვენებები. აბსოლუტურ ჩვენებებს ეკუთვნისlechenie molochnyix zubov_2შემდგომი შემთხვევები:

  • სარძევე კბილი იმდენადაა დაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია;
  • ისეთი კბილის არსებობა, რომლის მკურნალობაც ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია;
  • მუდმივი კბილი ჩანს, ხოლო სარძევე არც კი ინძრევა;
  • ფესვის მწვერვალზე ცისტის არსებობა;
  • ღრძილზე ხვრელარხის არსებობა;
  • მძიმე ფორმის პერიოდონტიტი ან პულპიტი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს;
  • სარძევე კბილის ფესვების გაწოვა მიდის შენელებულად, რაც ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას.

აბსოლუტური ჩვენებების გარდა არსებობს ნაწილობრივი ჩვენებები. ყველა გავრცელებული ჩვენებაა: სარძევე კბილი ირყევა მაგრამ არ ძვრება, ან მოძრავი კბილი ქმნის დისკომფორტს, ახდენს ღრძილის ანთების პროვოცირებას რის გამოც ბავშვს საკვების მიღებისას აღენიშნება ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ ღირს დაცდა თუ როდის მოძვრება კბილი, სჯობს მიმართოთ სპეციალისტს. ნაწილობრივ ჩვენებებს ასევე მიეკუთვნება კბილის მოტეხილობა, udalenie-molochnyh-zubov4ქრონიკული პერიოდონტიტი ან პულპიტი.

სარძევე კბილები რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვთ ზრდასრულებსაც. თუკი არსებობს მუდმივი კბილის ჩანასახი სჯობს დაფიქრდეთ მის ამოღებაზე და მუდმივი კბილის “გამოქაჩვაზე”.


რა სპეციფიკა აქვს სარძევე კბილის ამოღებას?

სარძევე კბილის ამოღება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს და ცოდნას, რადგან ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც განპირობებულია სარძევე კბილების აგებულებით. მათ აქვთ თხელი ალვეოლური კედლები, საკმაოდ თხელი და ამავდროულად გრძელი ფესვები ვიდრე მუდმივ კბილებს. თუკი სარძევე კბილი ირყევა შესაძლებელია მისი აპლიკაციური ანესთეზიით (გელით ან სპრეით) ამოღება, სხვა შემთხვევებში უკვე აუცილებელი ხდება ნემსის გაკეთება, თუმცა მას აუცილებლად წინ აპლიკაცია უკეთდება.

როგორ ამოვიღოთ კბილი და არ მოვახდინოთ ბავშვის ფსიქიკის ტრავმირება? 

როგორ ამოუღოთ სარძევე კბილი ბავშვს, რომელიც ტირის და გვეწინააღმდეგება – ძალზედ აქტუალური პრობლემაა. აქ shutterstock_158016329_1300ძალზედ ბევრია დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმზე და მშობლების განწყობაზე. კარგი სპეციალისტი ამოიღებს კბილს სწრაფად და უმტკივნეულოდ. მშობლების ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად არ უნდა ეშინოდეთ და არ იყონ ოხვრაში და ვაი-ვიშის ძახებაში. თქვენი ზედმეტი ნერვიულობა ბავშვს უფრო ძაბავს და აფიქრებინებს, რომ რაღაც საშიშთან აქვს საქმე. მიეცით სხვა ბავშვების მაგალითი ან წაახალისეთ მისი სიმამაცე და გამბედაობა. რაც მთავარია ნუ მოატყვილებთ, ტყუილი ყველაზე ცუდი მეგობარია. აუხსენით განუმარტეთ ყველა მოსალოდნელი პროცედურა, თუ საჭიროა დაასწარით სხვა მამაცი და გაბედული ბავშვების თანატოლების მკურნალობას. 

სარძევე კბილები ასრულებენ მნიშვნელოვან, როლს მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებაში, მათზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების ჯანმრთელობა. ამიტომ მათი ნაადრევი ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მხოლოდ მშობელს შეუძლია დაიცვას მისი პირმშო ასეთი მანიპულაციებისგან, რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტებით და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლით.

ბავშვთა თერაპია

ორთოდონტია

იმპლანტოლოგია

ქირურგია

პროფილაქტიკური სტომატოლოგია

თერაპია


კომენტარები