კბილების გათეთრება

ყველაფერი კბილების გათეთრების შესახებ 

მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ხვდება, რომ თეთრი კბილები თანამედროვე კულტურის ელემენტი, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოა. კარგადაა ცნობილი ის ფაქტიც, რომ ლამაზი ღიმილისაგან მიღებული სიამოვნება, პირველ რიგში, კბილების ფერითაა გამოწვეული.

და მაინც, როგორ მივაღწიოთ სასურველ  შედეგს, თუ ბუნებამ არ დაგვაჯილდოვა ჰოლივუდის ღიმილით?

bright-smile.jpgარსებული პრობლემის მოგვარება უკვე მარტივადაა ხელმისაწვდომი. ყველაფერი თქვენს სურვილსა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. კბილების გათეთრება, ხომ ფასიანი  ფუფუნებაა. ფინანსური საკითხის გარდა, უმრავლესობას უსაფრთხოების პრობლემაც აწუხებს - ხომ არ აზიანებს გათეთრება კბილებს? ამ კითხვაზე პასუხს მწარმოებლები და დაინტერესებული კომპანიები სცემენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ პროდუქტს ცუდად ვერ შეაფასებენ. მწარმოებლებმა მაქსიმალურად უნდა გააკეთონ პრუდუქციის რეკლამა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი ჩავარდება. 

კბილების ფერის ცვლილებას - დისკოლორიტს, ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევს. დროთა განმავლობაში, საღებავები კბილის ზედაპირზე ილექება. 

coffe.jpgარსებობს ფერის შემცვლელი რამოდენიმე გარეგანი ფაქტორი, მაგალითად: ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა - ჩაი, ყავა, ნიკოტინი. იმ შემთხვევაში, თუ ემალის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება, ხშირად, პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი. whiten-my-teeth-chew-tobacco.png
ფერის შინაგანი ცვლილების მიზეზებს მიეკუთვნება: ემალის თანდაყოლილი და შეძენილი დაზიანებები (ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ტეტრაციკლინის კბილები, არხის დაბჟენის შემდგომი ფერის ცვლილება და სხვა).

გაგაცნობთ დღეისათვის არსებულ მათეთრებელ სისტემებს:

დასაწყისისთვის, უნდა ვახსენოთ, რომ ბევრს ეშლება გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც უზრუნველყოფს ნიკოტინით და სხვა საღებავებით ფერშეცვლივლი კბილისათვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას. როგორც აღვნიშნეთ, ეს არ არის გათეთრება, თუმცა ამის შემდგომ, ბევრი პაციენტი იმდენად კმაყოფილი რჩება, რომ საერთოდ უარს ამბობს ქიმიურ გათეთრებაზე. კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ყველა სახის ნადებისა და ქვების მოშორებას. 

washington-dc-teeth-whitening-1.jpg

დღეისათვის არსებობს კბილების ჭეშმარიტი გათეთრების 2 ძირითადი მეთოდი: კაბინეტური (ოფისში) ან სახლის პირობებში. 

გათეთრების უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
  • ემალის საგრძნობი ნაკლოვანება;
  • არასანირებული პირის ღრუ;
  • ემალის ზედაპირზე არსებული ღრმა ნაპრალები;

 

გათეთრება სახლის პირობებში

ეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან. კაპის საშუალებით გათეთრებას უშუალოდ პაციენტი, ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალირი კაპის გამოყენებით ახერხებს. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში. 

otbel_zybov_kappa.jpg

ამ მეთოდის სიმარტივემ განაპირობა მისი დიდი პოპულარობა სტომატოლოგებში.  კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას პაციენტის ანაბეჭდის მიხედვით.  

step2_img.jpgაუცილებელია, რომ გათეთრების ეს სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ. მნიშვნელოვანია, მოხმარების ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით. 

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური გვირგვინები და ხიდები, ვინაიდან გათეთრების შემდეგ, იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა.  

გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების გაწმენდას ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან. 

teeth-whitening-toronto1.jpgთუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ სურთ კბილების დამოუკიდებლად, სახლის პირობებში გათეთრება ან მომენტალური შედეგის მიღება სურთ. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ კბილების ოფისის პირობებში გათეთრებას.

კაბინეტური გათეთრებისას გამოიყენება წყალბადის პეროქსიდის 30% ხსნარები, რომელთა აქტივაციაც ხდება სხივის გამოყენებით. 

მათეთრებელი სისტემის მწარმოებლები, ხშირად, ურჩევენ მომხმარებლებს ამ ორი მეთოდის კომბინაციას, რაც მართლაც ოპტიმალურ და საგრძნობ შედეგს იძლევა. 

რეკლამიდან გამომდინარე ბევრს სჯერა, რომ კბილის პასტას შეუძლია გაათეთროს კბილები. სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მათეთრებელი პასტა კბილების ფერის გაღიავებას იწვევს, მხოლოდ აბრაზიული კომპონენტების და ფერმენტების მექანიკური ზემოქმედების ხარჯზე. დამტკიცებულია, რომ ზემოხსენებული კომპონენტები ნადებს შლიან და ხელს უშლიან მათ შემდგომ წარმოქმნას. მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია უკვე მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად. 

bubble-gum.jpgაღსანიშნავია, რომ კბილის უხეში აბრაზიული ელემენტები ემალის ზედაპირის დაზიანებას და ცვეთას იწვევან. ასე რომ, დაიმახსოვრეთ, თუ თქვენი წინაპარი ზვიგენისებრთა ოჯახიდან არ იყო და ყოველ დაკარგულ კბილზე ახალი არ ამოგდით, ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იხმართ უხეშ აბრაზივებს, განსაკუთრებით, მოწოდებულს მწეველებისათვის. 

მათეთრებელი საღეჭი რეზინები, ასევე, ნაკლებ ეფექტურია. ცუდი არ არის, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ისეთივე თეთრი კბილები გექნებათ, მხოლოდ საღეჭი რეზინის ხმარებისას, როგორც რეკლამაშია.


კომენტარები