ორთოდონტიული მინი იმპლანტები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობისას, დამატებითი საყრდენის სახით გამოიყენება დროებითი, ტიტანის მინი იმპლანტები. ორთოდონტიული მკურნალობისას დროებითი იმპლანტატი ასრულებს გამძლე საყრდენის როლს კბილების გადასაადგილებლად და საყრდენი კბილებისაგან განსხვავებით არ იცვლის ადგილს.

ორთოდონტიული იმპლანტების გამოყენება გამორიცხავს მოსახსნელი დამჭერი აპარატების ხმარებას. ამცირებს მკურნალობის დროს, რადგან ჩნდება საშუალება კბილების დიდი ჯგუფის გადასაადგილებლად.

რიგ შემთხვევებში, მიკრო იმპლანტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ბრეკეტები ან შევამციროთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე.

მიკრო იმპლანტების დახმარებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავძლიოთ ისეთი რთული პრობლემები, როგორიცაა კბილების ძლიერი სიმჭიდროვე, კბილის ზედმეტი ჩამოჭრა ანტაგონისტის არ არსებობის დროს, ზედა ან ქვედა ყბის კბილების მარაოსებრი გაშლა, ღრმა ან ღია თანკბილვა (ღრმა საჭრელოვანი ოკლუზია და ვერტიკალური საჭრელოვანი დიზოკლუზია) და ა.შ.

თუკი პაციენტი უარს ამბობს იმპლანტების ტარებაზე, ხოლო მათი ხმარება აუცილებელია საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაშინ შესაძლოა შევთავაზოდ საყრდენის ალტერნატიული ვარიანტები მაგ.: სახის ნიღაბის ტარება, რომელიც ფიქსირდება კისრის ღვედის ან ქუდის საშუალებით.

ასეთ შემთხვევაში მკურნალობის შედეგი სრულიადაა დამოკიდებული პაციენტის დისციპლინაზე. მიკრო იმპლანტების არ არსებობისას კბილების ამოღება შესაძლოა სრულყოფილი მკურნალობის ერთადერთ ალტერნატივადაც კი იქცეს.

როგორ ხდება მიკრო იმპლანტის მოთავსება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირი მუშავდება სპეციალური საანესთეზიო გელით ან აეროზოლით. შემდეგ ინფილტრაციული ანესთეზიის ქვეშ, სპეციალური სახრახნისის საშუალებით ხდება მიკრო იმპლანტის ჩახრახვნა. მიკრო იმპლანტის დაყენების მთელი პროცედურა იკავებს 5-10 წუთს.

 

 

 

 

მიკრო იმპლანტი დგება ძვლის სისქეში მეზობელი კბილების ფესვებს შუა. იმპლანტის თავი მდებარეობს ღრძილის გარეთ. მასზე სპეციალური მოწყობილობების (ელასტიური ძაფი, ზამბარა ჯაჭვი) საშუალებით კბილის გადასაადგილებლად, იქნება მიმართული ორთოდონტიული ძალა.

თუკი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმებულია სომატური სტატუსით (ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული და იმუნური სისტემის დარღვევები და ა.შ.) რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს შეხორცების პროცესებზე (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი) და თუკი პაციენტი ძალიან ბევრს ეწევა, ასეთ შემთხვევებში მატულობს ლორწოვანის ანთების და ძვლის ძნელად შეხორცების ალბათობა

რამდენი ხანი იქნება მიკრო იმპლანტი პირის ღრუში და რაიმე საფრთხეს, ხომ არ წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის?

მიკრო იმპლანტები იქნება ამოღებული ორთოდონტიული მკურნალობის დამთავრებისთანავე. რომც დარჩეს ისინი არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე, ვინაიდან ისინი ბიოლოგიურად ინერტულები და ადამიანის ქსოვილებთან სრულიად შეთავსებადი არიან. მასალა რისგანაც მზადდება მიკრო იმპლანტები, იდენტურია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ჩვეული კბილის იმპლანტებისა, რომელიც ფართოდ იხმარება პროთეზირებაში.