News მატყუარა: კი თუ არა?!

უხსოვარი დროიდან მატყუარა ითვლებოდა ახალშობილებისა და პატარების აუცილებელ ატრიბუტად. პირველ თვეებში იგი არა მარტო აწყნარებს პატარას არამედ მრავალი უსიამოვნებისაგანაც იცავს. თუმცა უკანასკნელ ათწლეულებში ექიმების აზრი რადიკალურად შეიცვალა!

არაა საჭირა და მორჩა!
ყველაზე პირველად შეძრწუნდნენ ბავშვთა სტომატოლოგები: მატყუარას დიდი ხნით მოხმარება არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზია (სპეციალისტები მას ღია თანკბილვას ეძახიან). საჭრელი კბილები წინაა დახრილი და ერთმანეთს არ ეხება, ბავშვის სახე დეფორმირდება და კურდღლისას ემსგავსება. ამასთანავე ძალიან მაგარი და დიდი მატყუარა იწვევს ყბების განვითარების დარღვევას.  დღეისათვის მატყუარები გამოდის 3 ზომის ბავშვებისათვის 4 თვემდე, წლამდე და ერთი წლის და 6 თვის ბავშვებისათვის. მიუხედავად ამისა უკანასკნელით ჯობია არ ისარგებლოთ.

წინააღმდეგობები ლოგოპედებსაც ააქვთ: მატყუარის დიდ ხნიანი მოხმარებით გამოწვეული კბილთა დგომის ანომალიები, ბავშვებს ხელს უშლის ბგერების წარმოქმნაში.

პრეტენზიები ნევროლოგებსაც ააქვთ: მათი აზრით მატყუარის დიდხნიანი მოხმარება ხელს უშლის ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას.

ბავშვთა ინფექციონისტებიც უერთდებიან მატყუარის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას და თავის წილ ამატებენ, რომ რაც უფრო მოზრდილ ასაკში ატარებს მას ბავშვი მით უფრო რთულდება კონტროლი მატყუარას ჰიგიენაზე. როდესაც ბავშვი იწყებს ხოხვა, ან სიარულს ძალიან ძნელია გააკონტროლო თუ როდის და სად დაუვარდა მას სოსკა. შემდგომ კი მშობლებს უკვირთ თუ საიდან გაუჩნდათ ბავშვებს კუჭ-ნაწლავის ინფექციები.

განსაკუთრებულად აგრესიული მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ ყველაფერში დამნაშავე მშობლები არიან და ბავშვი მშვენივრად გაძლებს მის გარეშე. რომ მშობლები ძალით აჩვევენ ბავშვს მატყუარას და შემდგომად ძალიან უჭირთ მისი გადაჩვევა. მართლაც ბავშვების ნაწილი თავიდანვე  უარს ამბობს მატყუარას მოხმარებაზე, ხოლო უმრავლესობა არა ორაზროვნად გვატყობინებს, რომ საჭიროებენ მატყუარას, უკიდურეს შემთხვევაში კი იწყებენ, თითების, ენის, ტუჩის, ტანსაცმლის და გადასაფარებლის წოვას.

მივცეთ, მაგრამ ყურადღებით!
თანამედროვე პედიატრებმა მოახდინეს მატყუარას რეაბილიტაცია (თუმცა გარკვეული მოთხოვნებით). ამას წინ მრავალი მიზეზი ჰქონდა, მთავარი კი შემდგომში მდგომარეობს - გარკვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით მატყუარას აკრძალვით, ჩვენ ვბადებთ ახალ პრობლემებს.

საუკუნოვან გამოცდილებას ვერსად გავექცევით - მატყუარა მართლაც, რომ ამშვიდებს ბავშვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბუნებამ ბავშვი აქტიური წოვის რეფლექსით დააჯილდოვა. როდესაც პატარა წოვს, იგი მთლიანად ჩართულია ამ საქმეში, მობილიზებულია და მთლიანად  წყდება მის გარშემო არსებულ გამაღიზიანებელ და უსიამოვნო გარემოცვას.

ზუსტად ეს მობილიზება, გულისყურით წოვაა, რომ აიძულებს ბავშვს ნაკლებად დაინტერესდეს გარეშემო მყოფი სიტუაციით, ადუნებს მის აქტიურობას. ამასთანავე ეს კომფორტული მდგომარეობა იმდენად მიმზიდველი ხდება, რომ ჩნდება სურვილი, რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს მას.

ბავშვს უკვე მხოლოდ მატყუარით სძინავს, ხოლო თუ შემთხვევით გადმოუვარდა იწყებს წუხილს და ტირილს. ასე, რომ სიმშვიდის ნაცვლად ვიღებთ - გაღიზიანებას.

ხელოვნურების პრობლემა
დამტკიცებულია, რომ მატყუარას ყველაზე მარტივად ემშვიდობებიან ბავშვები, რომლებიც წლამდე ძუძუთი იკვებებოდნენ. ამისათვის საკმაოდ შრომაა საჭირო, მინიმუმ 15-20 წუთი, ამ ხნის განმავლობაში ბავშვი ასწრებს დაიკმაყოფილოს წოვის სურვილი. ბოთლის შიგთავსს კი ბავშვი ერთი მოყუდებით სვამს, რის შემდგომაც რჩება დაუკმაყოფილებელი წოვის სურვილი. წოვის რეფლექსი კი უმთავრესია და ფარავს ყველა სხვა არსებულ სურვილს. მისი დაუკმაყოფილებლობით, თქვენ ქმნით საფუძველს უამრავი პრობლებისათვის, რომელთა შორისაცაა მომატებული აღგზნებულობა და თითის წოვა. მომავალში კი გადაიზრდება ფრჩხილების კვნეტაში, თმების ღეჭვაში, საღეჭი რეზინის პათოლოგიურ სიყვარულში და სიგარეტისკენ მიდრეკილებაში. ამ მავნე ჩვევების დაკავშირება მატყუარის ადრეულ გადაჩვევასთან შეუძლებლად მიგვაჩნია, თუმცა ფსიქოლოგები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

ვმოქმედებთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

ძუძუთი კვებისას მატყუარით ისარგებლეთ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადაა, დაიღალა, თავს ცუდად გრძნობს, ვერ იძინებს). ნუ შესთავაზებთ მატყუარას თუ ამის არანაირი მოთხოვნა არ არსებობს. მთავარი - მიეხმარეთ პატარას მის დროულად მოცილებაში.

სასურველი მომენტი დგება 4-6 თვის ასაკში. 3 თვის შემდგომ პატარას აღარ აწუხებს მუცლის ტკივილები, იგი ხდება უფრო მშვიდი და ნაკლებად იწევს მატყუარისაკენ. თუ ამ პერიოდში გამოგვივიდა მისი მოცილება, ხომ ძალიან კარგი, თუ არა დრო კიდევ გვაქვს. ძალიან მალე პატარას ეწყება კბილების ამოჭრა, ამ პერიოდში ნამდვილად დასაშვებია, ბუნებრივი დამამშვიდებლის სახით მატყუარას ხმარება. ყველა შემთხვევაში მასთან განშორება უნდა მოხდეს პირველი წლის განმავლობაში, შეუმჩნევლად და კეთილი ნების პირობებში - ყველანაირი ძალადობის გარეშე.

ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს, აუცილებლად შესთავაზეთ მატყუარა კვების შემდგომ, რათა მან მოახდინოს წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება. როცა დაიღლება გამოუღეთ პირიდან. არაა სასურველი ძალიან ადრე მისი მოშორება, დაიცადეთ თუნდაც 6 თვემდე, შემდგომ ნელ-ნელა დაიწყეთ მისი გადაჩვევა. ამ პერიოდში იკლებს წოვის მოთხოვნა და სასურველია ბავშვის ყურადღება უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო მოქმედებებზე გადაიტანოთ.

და რისგან შედგება?

თეთრი ფერის მატყუარები მზადდება სილიკონისგან, ყვითელი - ლატექსისაგან.  ეს უკანასკნელი ხანდახან ალერგიის მიზეზიც ხდება, რაც ხშირად რძიანაშიც ერევათ. თუ მკურნალობის მიუხედავად მან არ გაიარა, სცადეთ მისი გამოცვლა სილიკონის მატყუარით. ბავშვთა დაცვის კვლევით ცენტრში, რეგულარულად ხდება მათი შემოწმება ტოქსიური ელემენტების, მათ შორის N-ნიტროამინური ელემენტის არსებობაზე, რაც შეიძლება ლატექსის შემადგენლობაში იყოს. თუ მისი შემცველობა დაშვებულზე მაღალია (10მკგ/კგ), მატყუარების პარტია მთლიანად ნადგურდება, აფთიაქების დახლზე მოხვედრილი სერტიფიცირებული მატყუარები საშიშროებას არ წარმოადგენს.

არჩევანის საიდუმლო

  1. კითხეთ პედიატრს ან ბავშვთა სტომატოლოგს, თუ როგორი მატყუარა სჭირდება თქვენს პატარას, - „ალუბლის“ თუ „წვეთის“ ფორმის.
  2. შეიძინეთ მატყუარა მხოლოდ აფთიაქებში და დიდ მაღაზიებში, სადაც ხარისხი გარანტირებულია.
  3. კარგად გაეცანით შეფუთვაზე არსებულ ინფორმაციას: უნდა იყოს მითითებული ბავშვის ასაკი.
  4. შეამოწმეთ, ხომ არააქვს მატყუარას ნახეთქები ან ბუშტუკები, რაც ვერ გაუძლებს დუღილს და გამოიწვევს მწყობრიდან გამოსვლას.
  5. დააკვირდით, ხომ არ იქნება მატყუარას პირგარეთა ნაწილი ძალიან დიდი თქვენი პატარას სახისათვის, თუმცა არც ცხვირს არ უნდა ებჯინებოდეს.
  6. დარწმუნდით, რომ მატყუარას ფუძეში ნამდვილად არის სარქველი ჰაერის გამოსასვლელად.

გადავაჩვიოთ სწორად
ბავშვი უკვე ერთი წლისაა და არც აპირებს მატყუარასთან განშორებას?  დაიყოლიეთ, რომ გაატანოთ ბაჭიას ან ჩიტს. ხოლო როცა დაიწყებს მის ძებნას, შეახსენეთ, თუ  „როგორ გაატანეთ იგი ბაჭიას, მას კი პატარა ბაჭიები შეეძინა ...“.

ზოგიერთი მშობელი მატყუარას მდოგვს და ნიორს უსმევს... ასე არ გამოვა: ბავშვმა შეიძლება პირი დაიწვას, რომ არაფერი ვთქვათ ფსიქიკურ ტრავმაზე. სცადეთ რაიმე ხერხს მიმართოთ, მაგ.: ყოველდღიურად მოაჭერით მცირეოდენი ნაწილი - როდესაც შეუძლებელი გახდება მისი წოვა, ბავშვი მას თავად გადააგდებს. ხოლო თუ ეცდება მისთვის შეცვლის მოძებნას - ეცდება ძილის წინ წოვოს თითი ან საბნის კუთხე, ამ შემთხვევაში ნელნელა გამოაცალეთ და სცადეთ ყურადღების გადატანა საწოლის დარწევით და იავნანით.

5 მოსაზრება მატყუარას დასაცავად

    • მატყუარა ამცირებს ბავშვთა აღგზნებადობისა და ტკივილის შეგრძნების ზღურბლს. თუ დედა დადგება არჩევანის წინაშე: მისცეს შვილს წამალი თუ მატყუარა, ეს უკანასკნელი უმჯობესია.
    • იცავს ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომისაგან (SAS). უკვე მხოლოდ ამისთვის შეიძლება მას სრული ამნისტია გამოეცხადოს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მატყუარა პირველ რიგში, ხელს უშლის ენის უეცარ გადავარდნას (მან შეიძლება სასუნთქი გზები გადაკეტოს), ხოლო მეორე პატარას ძილს არ აძლევს საშუალებას გადაიზარდოს პათოლოგიურად ღრმა ძილში და ეხმარება დროულად გამოფხიზლებაში, სუნთქვის უეცარი გაჩერების (აპნოე) შემთხვევაში, რითაც ფაქტიურად მის სიცოცხლეს იცავს.
    • უსაფრთხოს ხდის ზურგზე ძილს. ექიმები არ ურჩევენ ჩვილის დაწვენას ზურგზე, რათა თავიდან ავიცილოთ სასულეში გადაცდენა, უეცარი ამოღებინების შემთხვევაში ან ენის გადაყლაპვა. ხოლო თუ პატარა სარგებლობს მატყუარით ასეთი გართულებების საშიშროება საგრძნობლად მცირდება.
    • ეხმარება ემოციების ჩამოყალიბებაში. სანქტ-პეტერბურგის მთავარი გინეკოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ი.ა. გურკინის მრავალწლიანმა დაკვირვებებმა გამოავლინა 12 მიზეზი, რის გამოც მომავალი დედა იქნებოდა ნაკლებ ალერსიანი შვილების მიმართ. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩვილობა მატყუარის გარეშე.
    • აუმჯობესებს თანკბილვას. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ იგი მხოლოდ მის გაუარესებას იწვევს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. ბავშვთა ორთოდონტებმა შეიმუშავეს სპეციალური პროფილაქტიკური წვეთი-მატყუარები წაკვეთილი თავით, რაც გვიცავს ზედა ყბის განუვითარებლობისაგან, რამაც ძალიან იმატა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში. ასეთი მატყუარას დაუფლებისათვის, ბავშვს უწევს კარგად გაისარჯოს - გამოსწიოს წინ ქვედა ყბა. ხოლო ძუძუზე მყოფ ბავშვებს, რომლებსაც ისედაც კარგადააქვთ განვითარებული უმჯობესია ალუბლის ფორმის მატყუარა ვახმაროთ. დედისთვის რთულია იმის გარკვევა თუ როგორაა მისი პატარას ყბების მდგომარეობა, ამ პრობლემის გადაწყვეტაში მას ბავშვთა სტომატოლოგი უნდა დაეხმაროს.

Comments

Other News