ჩვენს გუნდს ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ჯერ კიდევ 9 წლის წინ ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სხვადასხვა ასაკისა და სირთულის პაციენტების მკურნალობას. თუმცა, მივხვდით რომ აუცილებელი იყო კონკრეტულად ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცის შექმნა და შევკრიბეთ თანამოაზრე ექიმები, შევქმენით გუნდი, რომლითაც ვამაყობთ!
ჩვენ გთავაზობთ ახალი თაობის სტომატოლოგიურ ცენტრს, სადაც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ბავშვის დენტალურ ჯანმრთელობაზე.
ცენტრში მკურნალობა ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლებს მშვიდად შეუძლიათ ანდონ თავიანთი პატარების ჯანმრთელობა პროფესიონალებს.
აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი შვილების ვიზიტი სტომატოლოგთან იყოს უსაფრთხო და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი.