
დენტალური იმპლანტაცია ნიშავს დანაკლისი კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას, რომელიც იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას, ამასთან მთლიანად აღადგენს ფუნქციასა და ესთეტიკას.
არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში იმპლანტი ტავსდება, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. იმპლანტი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც ეხორცება ძვალს და ყალიბდება ერთი მთლიანი ქსოვილი. იმპლანტებით შესაძლებელია აღდგეს როგორც ერთი, ისე ოთხი, ხუთი და ოცდათორმეტი კბილიც კი, თუმცა იმდენივე იმპლანტის ჩასმა, რამდენი კბილიც გვაკლია, ყოველთვის საჭირო არ არის, რადგან იმპლანტები, ბუნებრივ კბილთან შედარებით, უფრო მეტ ღეჭვით დატვირთვას უფრო დიდხანს უძლებენ.

იმპლანტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
სტომატოლოგიური იმპლანტების ჩასმის ეტაპები:
: პაციენტს უნდა მიეცეს ახსნა განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. მავნე ჩვევებით (მაგ. თამბაქოს მოხმარებით) შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიადგეს იმპლანტს. კბილის დაკარგვა საკმაოდ დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ ჯანმრთელობისა და თავდაჯერებული ღიმილის გამო. ასევე, იზღუდება ადამიანის სოციალური ცხოვრება. მნიშვნელოვანი რაოდენობის კბილების დაკარგვის თანმდევია ძვლის დაკარგვაც, რაც, დროთა განმავლობაში, იძლევა სახის გამომეტყველების ნაადრევ ცვლილებას. ხშირ შემთხვევაში, დეფექტების აღდგენა პროთეზებითაა შესაძლებელი. ეს იწვევს ღეჭვითი ძალის არასწორ გადანაწილებას პირის ღრუში და, შესაბამისად, ძვალო კიდევ უფრო ინტენსიურად განილევა. ყველა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში პროფესიონალი იმპლანტოლოგის, პაროდონტოლოგის და ორთოპედის მიერ.