ვის სჭირდება ესთეტიური სტომატოლოგია?

ესთეტიური სტომატოლოგია პლასტიკური ქირურგიაა, მხოლოდ კბილებისათვის.
ესთეტიური სტომატოლოგია კბილების იერსახის უკეთესობისკენ შეცვლისათვის თანამედროვე მეცნიერების სხვადასხვა მიღწევებს იყენებს. იგი ძალიან პოპულარულია დასავლეთში და ჩვენტანაც საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.
ვის სჭირდება ესთეტიური სტომატოლოგია?
მათ ვისაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტები.
დროთა განმავლობაში, კბილების გარე ზედაპირი უამრავი მავნე ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. შედეგად, კბილებზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები, ბზარები და ნატეხები.
ერთი შეხედვით, გამოუსწორებელი მდომარეობა, როგორიცაა არასწორი თანკბილვა, შესაძლოა, გასწორდეს ვესტიბულარული ან ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ-სისტემის გამოყენებით.
ადამიანებს, რომელთაც კბილებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ერიდებათ ზედმეტად გაღიმებას, იძენენ კომპლექსებს და ფსიქოლოგიურ ტრავმებს.
ბრეკეტი ფიქსირდება კბილზე და მუდმივი ზემოქმედებით კბილებს საჭირო მიმართულებით გადააადგილებს. ბრეკეტების გამოყენების წინ ექიმი ორთოდონტი შემოგთავაზებთ თქვენთვის საჭირო და მისაღებ კონსტურქციებს. თუკი თქვენი იმიჯი ვერ აიტანს ლითონის ბრეკეტებს, შეგიძლიათ აირჩიოთ ფაიფურის გამჭირვალე ან ლინგვალური ბრეკეტები, რომლებიც მაგრდება ენის მხრიდან და მოსაუბრისათვის სრულიად შეუმჩნეველია.
კბილების რესტავრაცია შესაძლებელია ფაიფურის ნაწილაკების შემცველი სპეციალური სხივგამყარებადი კომპოზიტით. თანამედროვე მასალების გამოყენებით, შესაძლოა, ნებისმიერი კბილის ფორმისა და ფერის აღდგენა.
გამოცდილი სტომატოლოგი შეძლებს მაქსიმალურად ზუსტად შეარჩიოს თქვენი კბილების ფერი. აღდგენილი კბილის გარჩევა, ბუნებრივისგან, თითქმის შეუძლებელია. რესტავრაციის შედეგად აღდგენილი კბილები ჯანმრთელი კბილების ანალოგიურად ფუნქციონირებენ.
ხიდები, იმპლანტები გამოიყენება დაზიანებული და ნაკლული კბილების დასაფარად.
გვირგვინები ფიქსირდება სპეციალური ადგეზიური მასალებით, ხოლო პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს პირის ღრუში უცხო სხეულის არსებობას.