ლაზერით გათეთრება

ლაზერი

უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანი იყენებს სინათლეს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მიზნებით.  პრაქტიკულ მედიცინაში მზის გამოსხივებისა და სპეციალური ულტრა-იისფერი სხივების მიზანმიმართლი შუქი ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

პრინციპულად ახალი სხივით თერაპიის ხანა დაკავშირებულია ლაზერის გამოგონებასთან. ლაზერი – ბუნებაში ანალოგის არმქონე გამოსხივებაა. სიტყვა Laser იშიფრება, როგორც light amplification by stimulated emission of radiatiоn, რაც პირდაპირ ითარგმნება «სინათლის გაძლიერება იძულებული გამოსხივების მეშვეობით». მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის ტუმბვის ენერგიას კოჰერენტულ, მონოქრომატულ, პოლარიზებულ და მიმართულ სინათლის სხივად.

“ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” გთავაზობთ სიახლეს. მკურნალობის განსხვავებულ კონცეფციას ლაზერით.

იტალიური კომპანია LAMBDA Scientifica, მსოფლიო ლიდერია ლაზერის წარმოებაში. სტომატოლოგიური ლაზერის Doctor Smile Simpler დახვეწილი, განახლებული მოდელი გამოირჩევა რიგი უპირატესობებით.

დიოდური ლაზერიმისი გამოყენების სიმარტივე, სტომატოლოგს საშუალებას აძლევს უმკურნალოს პაციენტს სპეციალური მომზადების გარეშე. მონიტორის სენსორულ ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შესაძლოა გამოყენების სასურველი არეალის არჩევა.
  • ქირურგია
  • პაროდონტოლოგია
  • ენდოდონტია
  • თერაპია
  • გათეთრება

სტომატოლოგიური ლაზერი Simpler იყენებს კონფიგურაცია T.O.P. (TISSUE OPTIMIZED PULSING – სხვადასხვა ქსოვილის მიხედვით ოპტიმიზირებული იმპულსი). იგი იძლევა 4 ქირურგიული პროგრამის არჩევის საშუალებას:

  • გრანულაციური ქსოვილი
  • ჯანმრთელი ქსოვილი
  • ფიბროზული ქსოვილი
  • კოაგულაცია

ლაზერი სტომატოლოგიაშისაკმარისია სტომატოლოგმა აირჩიოს გამოყენების სასურველი არეალი, განსაზღვროს ქსოვილის ტიპი და აწარმოოს მკურნალობა უსისხლოდ, უმტკივნეულოდ, მაქსიმალურად სწრაფად და რეგენერაციის (აღდგენის) მაქსიმალური ტემპებით.

სტომატოლოგიური დიოდური ლაზერი - Simpler აღჭურვილია ინოვაციური პროგრამით  NaWiGo. ეს სანავიგაციო სისტემა იძლევა სრულ ინფორმაციას თითოეულ პროგრამაზე ყველა პარამეტრით და კლინიკური ინფორმაციით, რაც, თავის მხრივ, უფრო ეფექტურს ხდის სტომატოლოგის მუშაობას და მეტად კომფორტულს ქმნის მკურნალობის პროცესს პაციენტისთვის.


კომენტარები