ცენტრის შესახებ

ნინო ბერიძე კლინიკის შესახებ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი ბრეკეტები ორთოდონტია თერაპია ქირურგია

 

   მოგესალებით, მე ვარ ნინო ბერიძე, კლინიკის დამფუძნებელი და ექიმი - ორთოდონტი.

ჩემი პროფესიული სტაჟი 20 წელს ითვლის, საკუთარი კლინიკა კი 2010 წელს დავაარსე.

2018 წლის მაისიდან ჩვენ ახალი, ბოლო თაობის ტექნოლოგიებით აღჭურვილ, კომფორტულ ოფისში გადმოვედით. ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულება ორთოდონტიაა, თუმცა პაციენტებს სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

 

ეს საოჯახო კლინიკაა. დღეს ჩვენთან მკურნალობენ შვილები, დედები, მამები. როცა ერთი ოჯახის წევრი ჩვენთან მკურნალობს და ბედნიერია, მას მეორე მოყვება.

ჩვენს მიმართ ნდობა მაღალი კლასის პროფესიონალიზმმა, პაციენტის პრობლემის მიმართ კომპლექსურმა მიდგომამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ განაპირობა, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამორჩეულ ხარისხს.

ეს სფერო სწრაფად ვითარდება.

ჩვენი კლინიკის სპეციალისტები სისტემატიურად ესწრებიან სამედიცინო კონფერენციებსა და მასტერკლასებს. ჩვენ თვითონაც მრავალი მასტერკლასის ორგანიზატორები ვართ საქართველოში.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულია, ჩვენი შეთანხმებული მუშაობა საუკეთესო შედეგის წინაპირობაა.

აქ ყველაფერი იწყება კონსულტაციიდან. დიაგნოსტიკას განსაკუთრებულ დროს ვუთმობთ.  

გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად დაკვირვებით ვარჩევთ მკურნალობის მიდგომასა და ტექნოლოგიას. კლინიკაშ პაციენტის მეთვალყურეობას ხშირად ვიწყებთ 6 წლის ასაკიდან.  თუ საჭირო ხდება, მაშინვე ვერთვებით და შემდეგ მკურნალობას ბრეკეტ სისტემით 10-11 წლის ასაკში ვაგრძელებთ.

ჩვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში გვანდობენ ყველაზე ძვირფასს - თავიანთ და თავიანთი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია, რომ ჩემი 10-15 წლის წინანდელ პაციენტ თინეიჯერებს დღეს შვილები მოჰყავთ მკურნალობის დასაგეგმად.

 ჩვენი რეკლამა ის შედეგებია, რაც არსებობის მანძლზე გვაქვს.

 

 

 

"ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ გამორჩეული სტომატოლოგიური მომსახურება, რომელიც აუმჯობესებს ჩვენი პაციენტების ყოველდღიურობას. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი, თბილ და კომფორტულ გარემოში.

ინოვაციური ტექნოლოგიების, მკურნალობის ინდივიდუალური გეგმების და ჩვენი გუნდის წევრების მუდმივი დატრენინგებით, ვცდილობთ გადავაჭარბოთ ჩვენი პაციენტების მოლოდინებს და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ჩვენი პაციენტები იგრძნობენ კეთილგანწყობას, პატივისცემას და სიამოვნებით იზრუნებენ საკუთარ დენტალურ ჯანმრთელობაზე.

გამოცდილი და მზრუნველი პროფესიონალების გუნდთან ერთად, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის მიღწევაში.

გვაქვს ამბიცია, ვიყოთ გამორჩეული ორთოდონტიული კლინიკა, აღიარებული პაციენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, მკურნალობის ინოვაციური მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი დანერგვით." - კლინიკის დირექტორი, თამარ გეგია.

 

იხილეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე: “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”

ჩვენი ექიმები