პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ღრძილების დაავადებების თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს. ღრძილების დაავადებები, დღეს, ყველაზე ფართოდაა გავრცელებული და საფრთხეს უქმნის არა მარტო კბილებს, არამედ მთელ ორგანიზმს.
პაროდონტოლოგიის მიზანია, კბილის ირგვლივ მდებარე საფიქსაციო ქსოვილების (ღრძილის, ძვლის და ა.შ) ანთებითი და არაანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პაროდონტის დაავადებებია: გინგივიტი (ღრძილების ანთება), პაროდონტიტი (ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ირგვლივ მდებარე ძვლის დაშლა), ღრძილების რეცესია (ღრძილების დაწევა და ფესვების გაშიშვლება), პერიიმპლანტიტები (იმპლანტის გარშემო ქსოვილების ანთება).
რა დროს მივმართოთ პაროდონტოლოგს?
თუ თქვენ შემდეგ სიმპტომებს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს:
• სისხლდენა ღრძილებიდან
• ღრძილების სიწითლე
• კბილის ფესვების გაშიშვლება
• ღრძილების შეშუპება
• უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
• ღრძილების ტკივილი, ქავილი ან სხვა დისკომფორი
• კბილების მორყევა
• ჩირქდენა ღრძილოვანი ჯიბეებიდან
ღრძილების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნება პაროდონტოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელიც მიიღწევა პირის ღრუს საფუძვლიანი და სწორად მიმართული ჰიგიენით. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ღრძილების დაავადებები, აუცილებელია, პერიოდულად ჩატარდეს (3-6 თვეში ერთხელ) კბილების პროფესიული წმენდა.
არასრულყოფილი ჰიგიენის ან სხვა სისტემური დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს ღრძილის დაავადებები.