გინგივიტი

არასრულყოფილი ჰიგიენის ან სხვა სისტემური დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს ღრძილის დაავადებები. გინგივიტი ხასიათდება კბილთაშორისი დვრილებისა და მარგინალური (კიდოვანი) მონაკვეთების ანთებით.


გინგივიტის გამომწვევი მიზეზებია:

• პირის ღრუს არასრულყოფილი ჰიგიენა
• მავნე ჩვევები
• ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები
• კბილთა მჭიდრო დგომა
• ღრძილების ტრავმა
• იმუნოდეფიციტი
• სხვასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
• ინფექციური დაავადებები
• სომატური დაავადებები

გიგნგივიტის გამოვლინება პირის ღრუში ძალიან ჰგავს პაროდონტიტს, თუმცა გინგივიტის დროს ანთებითი პროცესი ძვალზე არ ვრცელდება და შემოიფარგლება მხოლოდ რბილი ქსოვილებით. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი, შესაძლოა, გადავიდეს პაროდონტიტში, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. 

მკურნალობა

გინგივიტის განკურნებისთვის, ხშირ შემთხვევებში, საკმარისია გამომწვევი მიზეზების მოშორება და პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, რის შემდეგაც, სრულყოფილი ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთხვევაში, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება.

კონსერვატული მკურნალობის მეთოდები:

 

• პირი ღრუს პროფესიული ჰიგიენა (კბილის ღრძილზედა და ღრძილქვეშა, რბილი და მაგარი ნადებების მოშორება)
• ანთების საწინააღმდეგო თერაპია
• პირადი ჰიგიენა - პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების შერჩევა და კბილების წმენდის სწორი მეთოდის სწავლება
• ეტიოლოგიური მკურნალობა:
 კარიესული დეფექტების მკურნალობა
 ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების კორექცია
 რაციონალური პროთეზირება
 თანკბილვის კორექცია
 მავნე ჩვევების აღმოფხვრა

 

ქირურგიული მკურნალობის მეთოდები:

• ღრძილის ჰიპერტროფიული ნაწილის მოკვეთა
• ენისა და ტუჩის ლაგმების კორექცია 

 


კომენტარები