ღრძილოვანი ღიმილი და მისი კორექციის გზები

ღრძილოვანი ღიმილი და მისი კორექციის გზები

  

„ღრძილოვანი ღიმილი“ ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ღიმილისას ღრძილოვანი ქსოვილის დიდი ნაწილი ჩანს. ეს ხშირად ხდება ესთეტიკური დისკომფორტის მიზეზი. ზედმეტი ღრძილოვანი ქსოვილი შესაძლოა რამდენიმე მიზეზით ჩანდეს. იქნება ეს ზედა ყბის არასწორი ფორმირება, არასწორი კბეჩა, კბილების არასწორი ამოჭრა თუ ზედა ტუჩის ხაზი მდებარეობა, გამომწვევ მიზეზთა მიუხედავად პრობლემის გამოსწორება ჩვენს კლინიკაში რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.

ორთოდონტიული მკურნალობა

ღრძილოვანი ღიმილის გამოსწორება შესაძლებელია. ერთ-ერთი გზა ორთოდონტიული მკურნალობაა. ეს მეთოდი ძირითადად მაშინ გამოიყენება, როცა ღრძილის ქსოვილის ჭარბი გამოჩენის მიზეზი ყბის არასწორი ზრდაა. ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ, თანკბილვის კორექციასთან ერთად  ესთეტიური პრობლემაც გადაიჭრება - კბილების სწორი განლაგება ჭარბი ღრძილოვანი ქსოვილის დაპატარავებას გამოიწვევს. ღრძილოვანი ღიმილის მკურნალობის მიზნით, ორთოდონტები ხშირად მინი-ვინტებს გამოიყენებენ.

ვინირები ან გვირგვინები

ვინირები ან გვირგვინები იდეალური გამოსავალია მაშინ, როცა ღრძილოვანი ღიმილის გამომწვევ მიზეზად სერიოზული პრობლემა არ ვლინდება. ეს ესთეტიური დისკომფორტის მოხსნის პირდაპირი გზაა. თქვენი სტომატოლოგი დაგიმაგრებთ კბილებზე ვინირებს, რომლებიც კბილებს ღრძილთან შედარებით პროპორციული სიდიდისას გახდის. მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე არაინვაზიურია.

გინგივექტომია

გინგივექტომია და ლაზერული კონტურინგი ღრძილის მოშორების გზით აკორექტირებს ღრძილოვან ღიმილს. ეს პროცედურები მეტად ინვაზიურია. გინგივექტომია გვირგვინის დაგრძელების პროცედურაა, რომლის დროსაც სპეციალისტი კბილებს მოაშორებს ზედმეტ ღრძილოვან ქსოვილს, რაც კბილების დაგრძელებას გამოიწვევს. ლაზერული ღძილოვანი კონტურინგიც ზედმეტი ღრძილოვანი ქსოვილის მოშორების პროცედურაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში, ლაზერის გამოყენებით. ორივე პროცედურის შემთხვევაში გამოიყენება ლოკალური გაუტკივარება, ხოლო პროცედურის შემდგომ აღინიშნება მცირე დისკომფორტი.

ტუჩის ხაზის კორექცია

ტუჩის ხაზის კორექცია ქირურგიული პროცედურაა, რომლის შედეგიც ტუჩის ხაზის ქვემოთ ჩამოწევა და ამ ხერხით ღრძილის ქსოვილის დაფარვაა. ტუჩის კორექციისათვის ხშირად იყენებენ ბოტოქსსაც.

ზედა ყბის ჭარბი ზრდის შემთხვევაში, ზოგჯერ აუცილებელია ორთოგნათიული ქირურგიის ჩატარებაც.

„ღრძილოვანი ღიმილის“ კორექციის მრავალი გზა არსებობს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ზოგჯერ საჭიროა რამოდენიმე სპეციალისტის ჩართულობა. იმისათვის, რომ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობა დაგეგმოთ, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალებთან. თქვენი ღიმილი უნიკალურია, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის დადგენა თქვენი იდეალური პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის, ჩვენი სტომატოლოგები კი თქვენს მისაღებად ყოველთვის მზად არიან. 


კომენტარები