ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას.
კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ხორციელდება სრული გაუტკივარებით, რაც საშუალებას იძლევა კბილი სრულიად უმტკივნეულოდ ამოვიღოთ.
ჩვენი კლინიკის ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ ექსტრაქციის დროს არ დააზიანონ კბილბუდის ძვლოვანი სტრუქტურა, რაც საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ, საჭიროების მიხედვით წარმატებით ჩატარდეს დენტალური იმპლანტაცია.
ქირურუგული სტომატოლოგია მოიცავს:
კბილის ექსტრაქცია
კბილის ექსტრაქცია ანუ ამოღება, ოპერაციაა რომელიც კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. საჭიროების შემთხვევაში ამოღებული კბილის ადგილზე დარჩენილი ძვლის დეფექტი ივსება ხელოვნური ძვლით, რათა ყბის ძვალმა არ დაკარგოს ფორმა და საკმარისი იყოს ძვლის სიმაღლე შემდგომი იმპლანტაციისთვის.
მერვე კბილის, ე.წ. სიბრძნის კბილის ექსტრაქცია
მერვე კბილის ამოღება სპეციფიკურ მიდგომას და ხელსაწყოებს საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ჰემოსტატიკური ღრუბელი, რათაკარგად შეხორცდეს ჭრილობა და ნაკერები – სისხლდენის თავიდან ასაცილებლად.
ანატომიაში ლაგამი ეწოდება ლორწოვანი გარსის თხელ ნაკეცს, რომელიც აფიქსირებს ტუჩებს და ენას სწორ მდგომარეობაში. ლაგმები ელასტიურია, ისინი იწელება, საშუალებას აძლევს ადამიანს იმეტყველოს, ამოძრაოს ტუჩები, ენა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ანატომია ერთნაირია, ლაგმის მდებარეობა, სიგრძე და ელასტიურობა ინდივიდუალურია. ამიტომ ზოგს ლაგამი მოკლე აქვს, ზოგს კი გრძელი. აღნიშნული დეფექტები შესაძლოა აისახოს ბავშვის განვითარებაზე და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.
დეტაკური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს სტატიას:
https://orthodont.ge/ge/service/detail/35
ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია
თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ.
პროცედურას ჩვეულებრივ ატარებს ქირურგი სტომატოლოგი ან ენდოდონტისტი (სტომატოლოგი, რომელიც არხების მკურნალობაში სპეციალიზდება) ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ღრძილზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც ხდება მწვერვალის მოკვეთა და ინფიცირებული ქსოვილების მოშორება.
კისტა ინფექციის ან ტრავმის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს და, როგორც წესი, პაციენტისთვის მისი არსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება. დიაგნოსტირების შემდეგ, მკურნალობის ერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მივმართავთ ცისტექტომიას. ცისტექტომიის დროს სრულად იკვეთება კისტა და მისი კაფსულა. კისტის ზომიდან გამომდინარე, ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება მოიცვას ერთი, ორი ან ოთხი კბილიც კი.
კისტის პოზიციონირებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, კისტის ამოკვეთას თან ახლავს კბილის ნაწილის ან სრული ამოკვეთა.
თუ თქვენი ღრძილები ზედმეტად ეფარება კბილს ან არასაკმარისად ფარავს კბილს, მაშინ, შესაძლოა, თქვენთვის რეკომენდირებული იყოს ღრძილის ფორმის შეცვლა. ეს ქირურქგიული ჩარევა იძლევა სასურველ ესთეტიურ ეფექტს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ღრძილის ფორმის ცვლილების ეფექტი ღრძილისა და კბილების ჯანმრთელობაზე - სწორი დგომის ღრძილი იცავს კბილს დაზიანებისგან და პირიქით - არასწორი დგომის შემთხვევაში, იზრდება კბილების დაზიანების რისკი.
გადმოზრდილი ღრძილის კორექტირება შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიით და კონტურის შეცვლა შესაძლებელია როგორც ლაზერის, ასევე, რეზექციის საშუალებით. პოსტ ოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება, მაგრამ, როგორც წესი, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
ღრძილების რეცესია შედარებით მწვავე პრობლემაა. მისი ქირურგიული მკურნალობის გამართლებული მეთოდი პაციენტის სხვა კბილიდან ან სასიდან ღრძილის გადანერგვაა. პოსტ ოპერაციული პერიოდი დაახლოებით 6 თვე გრძელდება.
არსებობს შემთხვევები, როცა კარიესის მძიმე ფორმა ძვლის ქსოვილის დაზიანებას და საბოლოოდ - მის დაკარგვას იწვევს. ძვლის დაკარგვის მიზეზი მწვავე პაროდონტიტიც შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ძვლის ქსოვილის აღდგენას ხშირად მივმართავთ იმპლანტის ჩასმის დროსაც.
ძვლის ქსოვილის აღდგენისას ვიყენებთ ხელოვნურ ძვალს ან პაციენტის ძვალს ყბის სხვა ნაწილიდან. ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს ჩანერგილი ძვლის ქსოვილის ინტეგრაცია არსებულ ძვლის ქსოვილთან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მცირე ზომის ძვლის ქსოვილის ჩანერგვას საჭიროებს, იმპლანტის ჩასმა იმავე დღეს არის შესაძლებელი. ძვლის ქსოვილის აღდგენის პოსტ ოპერაციულ პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება და პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანად დაცვა. ამ პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ მყარი საკვების მიღებისგან.