როგორც ცნობილია, სიბრძნის (მე-8) კბილების ამოსვლა, დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან. სიბრძნის კბილები შესაძლოა საერთოდ არ ამოიჭრან და იყონ განლაგებული ძვალში, კბილების პარალელურად, ან ოდნავ ამოყონ თავი და მაინც არ ამოიჭრან ბოლომდე. ნებისმიერ შემთხვევაში სიბრძნის კბილის ამოსვლა ნეგატიურად მოქმედებს მის გარშემო მყოფ ქსოვილებზე, განსაკუთრებით კი ღრძილებზე, რითაც იწვევს პერიკორონარიტს.
რა არის პერიკორონარიტი?
პერიკორონარიტი - კბილის გართულებულ ამოჭრასთან დაკავშირებული, მისი ირგვლივი ქსოვილების ანთებაა.
როგორ ვითარდება პერიკორონარიტი?
სიბრძნის კბილების ზრდა, იწვევს გარშემომყოფი რბილი ქსოვილების ტრავმირებას. ვინაიდან ღრძილი ყველაზე რბილია, შესაბამისად მისი ტრავმირება ყველაზე ადვილია. როგორც კი სიბრძნის კბილი გამოჩნდება ღრძილზე ჩნდება ნაპრალი, რომელიც ივსება: საჭმლით, კბილის ნადებით და პირის ღრუში არსებული მიკრობებით. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილს შემდგომად შეუძლია ღრძილების ანთების გამოწვევა. უფრო რთულ და მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ჩირქოვანი ჩანართების გაჩენაც. რაც შემდგომად შესაძლოა გავრცელდეს კისრის და ლოყის არეში.
პერიკორონარიტის სიმტომები:
პერიკორონარიტის მკურნალობა :
როგორ ავიცილოთ პერიკორონარიტი?
რათა არ დავუშვათ, სიბრძნის კბილების ამოჭრისას პერიკორონარიტის განვითარება, აუცილებელია ამ პროცესის საფუძვლიანი დიაგნოსტიკა. სტომატოლოგს რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად, შეუძლია დაადგინოს კბილის და რბილი ქსოვილების შესაძლო განვითარება. ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება. ამიტომ პირველივე სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს. არ დაგვავიწყდეს საფუძვლიანი ჰიგიენა. ყოველი ჭამის შემდგომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს, ამომავალი კბილების ირგვლივ ღრძილის მდგომარეობას. თუ როგორ მოუვლით თქვენს მომავალ კბილს, დამოკიდებულია მისი შემდგომი განვითარება და პერიკორონარიტისაგან თავის დაცვა.