ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
ბავშვთა სტომატოლოგაში სპეციფიკური მასალები და მეთოდები გამოიყენება, რომლებსაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს
მოზარდის ასაკის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ ახალი თაობის სტომატოლოგიურ ცენტრს, სადაც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ბავშვის დენტალურ ჯანმრთელობაზე.
ცენტრში მკურნალობა ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლებს მშვიდად შეუძლიათ ანდონ თავიანთი პატარების ჯანმრთელობა პროფესიონალებს.
აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი შვილების ვიზიტი სტომატოლოგთან იყოს უსაფრთხო და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვს, მოიპოვოს ექიმის ნდობა, შეითვისოს პირის ღრუს მოვლის მარტივი წესები.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ვცდილობთ, შევუნარჩუნოთ თქვენს პატარას ლამაზი
და ჯანმრთელი ღიმილი.
თანამედროვე სტომატოლოგია საშუალებას იძლევა თქვენს პატარას დროულად აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება - ყოველგვარი ფსიქო-ემოციური დაძაბულობის გარეშე.
ბავშვთა სტომატოლოგია მოიცავს ყველა საჭირო მიმართულებას, რაც გულისხმობს: ბავშვთა თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოდონტიულ ჩარევას.
პროფესიული წმენდა
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც აქტიურად ეტნებიან ტკბილეულს.
ტკბილეულის ხშირი მოხმარება ხელს უწყობს კარიესის და ნადების წარმოწმნას.
ჯაგრისით სრულფასოვანი ჰიგიენა ვერ ხერხდება, მიტომ აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან 6თვეში ერთხელ.
რათა ჩავიტაროთ პროფესიული წმენდა და მოვახდინოთ კარიესის პროფილაქტიკა. პროცედურა არის აბსოლიტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო.
ფისურების ჰერმეტიზაცია
როგორც მოგეხსენებათ კარიესით უფრო მეტად ზიანდება კბილის საღეჭი ზედაპირები რომელსაცმბევრი ღარები და ჩაღრმავებები აქვს და
შეუძლებელია მათი სრულფასოვნად გახეხვა. კბილებისდაზიანების თავიდან ასაცილებლად შექმნილია მეთოდი, რომლის საშუალებითაც
ახლად ამოსულმუდმივ კბილებს ვფარავთ სპეციალური ლაქით, რომელიც წლების განმავლობაი იცავს კბილსკარიესისაგან.
ამას ეწოდება ფისურების ჰერმეტიზაცია და სასურველია ჩაუტარდეს ყველა საღეჭკბილს, ამოსვლისთანავე.
კარიესით დაზიანებული კბილების მკურნალობა
კარიესით შეიძლება დაზიანდეს როგორც მუდმივი ისე სარძევე კბილები. მკურნალობა ორივეშემთხვევაში აუცილებელია, რადგან კარიესი
ბავშვთა ასაკში (სარძევე კბილებში) მალე რთულდებაპერიოდონტიტით სივდება ყბის მიდამო, იწევს ტემპერატურა და ჩნდება ზოგადი სისუსტე.
დროზეადრე ამოღებული სარძევე კბილის მიდამოში კი მუდმივი კბილები არასწორი პოზიციით ამოდიანდა ირღვევა თანკბილვა.
ამიტომ სასურველია კბილების დროული დაბჟენა.
სარძევე კბილების ექსტრაქცია
სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლებისათვის.
ალბათ ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში ანიმაციური ფილმების ფონზე. მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს.