ამაზე ზოგადად ბევრი იწერება, ამაზე ჩვენს ადრეულ სტატიებში იყო საუბარი. დასავლეთში, ბავშვთა სტომატოლოგის მიერ პირველი კონსულტაცია, დაბადებიდან მე-3 დღეს ჯერ კიდევ სამშობიაროში ტარდება. აგრეთვე დედას აწვდიან რაიონის სტომატოლოგ-ნეონატოლოგების სიას, რომელთაც შეუძლია მიმართოს მშობელმა კონსულტაციისათვის. მიღებას აწარმოებენ ექიმი-სტომატოლოგი და ექიმი-პედიატრი. დედა ღებულობს კონკრეტულ რჩევებს ბავშვის კვებასთან და ვიზიტებთან დაკავშირებით. პირველი ვიზიტი ტარდება დაბადებიდან მე-12 თვესს და გრძელდება სულ 10 წუთი. მეორე ვიზიტისთვის მშობლებს ეგზავნებათ წერილი კონკრეტული დარიგებებით, თუ, როგორ უნდა შეამზადონ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის, რა და როგორ უნდა უთხრან.
ამავე წერილშია ბავშვის ასაკის შესაფერი კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრუნდება კლინიკაში ფაქსის ან იმეილის საშუალებით. წერილის გაანალიზების შემდეგ, ექიმი იბარებს ჯერ მარტო მშობლებს, შემდეგ უკვე – ბავშვთან ერთად. ბავშვის ასაკი მეორე ვიზიტისთვის შეადგენს 1,5 – 2 წელს. შემდგომში პატარა პაციენტის ვიზიტების გრაფიკი დგება დაავადების განვითარებიდან გამომდინარე. ექიმთან ვიზიტი წარმოებს წელიწადში 2ჯერ, იშვიათად 2 თვეში ერთხელ. ესეც „ველური დასავლეთი“. ჩვენს პირობებში ცოტა რთულადაა საქმე. მაგრამ ჩემი აზრით ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი პირველი კბილების ამოჭრის შემდგომ უნდა მოხდეს. 2-3 წლამდე შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს. ხოლო 3 წლიდან წელიწადში 2-ჯერ.
მოდით გადავიდეთ ყველაზე რთულ საკითზე – ჯგუფები.
მაშასადამე პირველი ჯგუფი:
ბავშვები, რომლებიც არ ყოფილან სტომატოლოგთან.
- შეარჩიეთ კლინიკა და სპეციალისტი, რომელსაც ეხერხება ბავშვებთან მუშაობა. არანაირი დიდების ექიმები – ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია, მათ სხვა მიდგომა ესაჭიროებათ. თუკი თქვენ მოხვდებით „ყასაბთან“ და ასეთი შემთხვევები არსებობს, გადაიყვანთ თქვენს შვილს არა მესამე, არამედ მეორე ჯგუფში (საიდანაც გადმოყვანა საკმაოდ რთულია), პირველი ვიზიტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ნუ გააკეთებთ ეკონომიას ექიმზე!
- დაივიწყეთ სიტყვები „ჩხვლეტა“, „ბურღვა“, „ამოღება“, „ტკივილი“ და ა.შ. ყველაფერი ამისათვის ბავშვთა სტომატოლოგიაში არსებობს შემდეგი სიტყვები: „კბილის გაყინვა, ან დაძინება“, „კბილების გაფერადება და მოღუტუნება“, „კბილის ამოვარდნა და მორყევა“, „უსიამოვნო შეგრძნება“ და ა.შ.
- ჩვეულებრივ ბავშვი დაინტერესდება თუ რატომ მოიყვანეს იგი ამ დაწესებულებაში. სასურველია უთხრათ, რომ აქ დადიან ყველა მისი ნაცნობები, მეგობრები, მშობლები, ხოლო იგი ჯერ არაა აქ ნამყოფი, რათა მან თავი იგრძნოს ჩვეულებრივ ადამიანად.
- შეიძლება სახლში სტომატოლოგობანაც ითამაშოთ –აჩვენოთ სარკეში კბილები, აჩვენოთ თქვენი კბილები, გამოძერწოთ ან დახატოთ კბილები და ა.შ.
- წინასწარ შეუთანხმდით ექიმს საბრის თემებზე. თუკი თქვენი შვილი გატაცებულია მუსიკით ან აქვს რაიმე ჰობი – ექიმი გაესაბრება ამ თემაზე. სჯობს ექიმი წინასწარ გააფრთხილოთ თუ რა თემაზე არაა სასურველი ბავშვთან საუბარი.
- ექიმთან ვიზიტისას მოიქეცით ჩვეულებრივად, არანაირი ზედმეტი ყურადღება და ზეემოციები. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, თითქოს და მიხვედით მაღაზიაში საყიდლებზე. თქვენი ზედმეტი ყურადღება და ფერება ბავშვში გამოიწვევს ეჭვს, რომ თითქოს, რაღაც მტივნეული იწყება. ამიტომ ცოტაოდენი ხასიათის სიმტკიცე და ნაკლები ემოციები.
- ხანდახან ბავშვი უნდა გაამხნევოთ, მაგრამ ზედმეტსაც ნუ იზამთ. ნუ ეცემით ხვევნა კოცნით ანესთეზიის გაკეთების შემდგომ. შეიძლება ცრემლი წამოუვიდეს, არაუშავს შეაქეთ უთხარით, თუ როგორი მამაცია, როგორი გმირია, ნამდვილი „სუპერმენია“.
- ბავშვს ნუ დაუთმობთ. იყავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, თუ კარგად მოიქცა შეაქეთ, თუ ცუდად გაუჯავრდით.
- რაც შეეხება საჩუქრებს: „ხშირად მსმენია აი კარგად თუ მოიქცევი გიყიდი აიფონს“. შედეგად მკურნალობა გარკვეული შანტაჟის სახეს იღებს, შემდგომ იგი მოგთხოვთ მაკ-ბუქს, თუ არადა არ წამოგყვებათ.
- ჩემი აზრით უმჯობესია თუ საჩუქარს აჩუქებს ექიმი. ამიტომ წინასწარ იზრუნეთ საჩუქარზე და მიეცით იგი ექიმს. რომელიც მკურნალობის შემდგომ მას თქვენს პატარას უსახსოვრებს. საჩუქარი სასურველია იყოს ჩვეულებრივი, ისეთი, როგორსაც თქვენ ჩუქნით ხოლმე: მანქანა ან თოჯინა ან სხვა.
- მკურნალობის შემდგომ შეეკითხეთ მას მოეწონა თუ არა. წესით უნდა მოეწონოს. თუკი არა გამოარკვიეთ მიზეზი და გაითვალისწინეთ შემდგომ ვიზიტზე, სასურველია ეს ინფორმაცია ექიმსაც გაუმხილოთ.
თუკი ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც სასურველი იყო თქვენი პირმშო მიიღებს მხოლოდ დადებით ემოციებს, გადავა მესამე ჯგუფში და მთელი ცხოვრება იქნება თქვენი მადლიერი.
მეორე ჯგუფი: ბავშვები, რომლებიც იყვნენ უკვე სტომატოლოგთან და მიიღეს უარყოფითი ემოციები
აი ყველაზე რთული ბავშვები. ხანდახან სრულიად უიმედოა მათთან მუშაობა. როგორც წესი მოჰყავთ სერიოზული პრობლემებით, ან იმიტომ, რომ დიდი ხანია არ ყოფილა სტომატოლოგთან ან საერთოდ არ იკეთბს კბილებს. შედეგად სერიოზული დაავადებები ითხოვენ სერიოზულ მკურნალობას, აქედან დამატებით ნერვიულობა, სტრესი და ხარჯები.
- თუ შეგიძლიათ მოძებნეთ სხვა ექიმი. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არის, ექიმთან ერთად შეეცადეთ, რომ ახალი ვიზიტი არ დაემსგავსოს წინას, კარგი იქნებოდა გაგერკვიათ თუ არ მოეწონა ბავშვს.
- არ გამოიყენოთ სიტყვები, რომლებიც იხმარეთ თქვენ და ექიმმა წინა ვიზიტზე. შეეცადეთ მოიგონოთ სხვა სიტყვები და ასე ჩაანაცვლოთ სასურველი მანიპულაციების მნიშვნელობა.
- დაათვალიერებინეთ ბავშვს ყველა ინსტრუმენტი და დანადგარი (რა თქმა უნდა მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გარდა).დარწმუნდეს, რომ ამჯერად არაფერი საშიში არაა.
- იყავით მკაცრი. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა გზა არ არსებობს.
- ნუ იჩქარებთ. რაც მეტხანს გრძელდება მკურნალობა უფრო მშვიდად მიმდინარეობს პროცესი.
- მიეცით ბავშვს მაგალითი – აჩვენეთ, თუ როგორ იკეთებთ თქვენ კბილებს, რომ ამაში საშიში და მტკივნეული არაფერია.
- პირველი ჯგუფის ყველა პუნქტი მუშაობს აქაც – შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ.
თუკი მკურნალობა ვერ ხერხდება – და ასეთებიც ხდება ხოლმე, – ნუ მიიყვანთ ბავშვს ისტერიკებამდე. ჩაეწერეთ სხვა დროისათვის (აუცილებლად შეუთანხმდით მას, როცა მას სურვილი ექნება). აუცილებლად გამოარკვიეთ თუ რატომ თქვა უარი მკურნალობაზე. ნუ მოგერიდებათ ექიმთან მიხვიდეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – კარგი ექიმი აუცილებლად გაგიგებთ.
ცოტაოდენი ბავშვთა სტომატოლოგიაზე
- ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია ვიდრე დიდების.
- ყველა მანიპულაცია სასურველია ჩატარდეს ანესთეზიით. ნებისმიერი დიაგნოზი, მათ შორის ბანალური კარიესიც სასურველი გაკეთდეს ანესთეზიით.
- რენტგენო-დიაგნოსტიკა ბავშვებში ისეთივე აუცილებელია, როგორც დიდებში.
- ყველა სტომატოლოგს არ აქვს ბავშვებთან მუშაობის არც ცოდნა და არც გამოცდილება. ამიტომაც არსებობს ბავშვთა სტომატოლოგი.
- ბავშვებისათვის არსებობს სპეციალური ბჟენები და სამკურნალო საშუალებები.
- ბავშვთა სტომატოლოგია ერთ ადგილზე არ დგას, იგი ვითარდება.
- ძირითადი პრობლემები მოსდევს ცუდ ჰიგიენას და კბილების გახეხვის უცოდინარობას.
- კბილების მკურნალობა ზოგადი ნარკოზით უფრო მავნეა ვიდრე სასარგებლო.
მადლობთ ყურადღებისათვის, გისურვებთ ჯანმრთელობას!