ბავშვები და ტკბილეული განუყოფელია და სწორედ ეს ტკბილეულია კარიერის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
შეიძლება, ძალიან კარგად იცავდეთ მისი პირის ღრუს ჰიგიენას, თუმცა, კარიესი მაინც ჩნდება. თუ კარგად დააკვირდებით ბავშვის კბილებს, განსაკუთრებით უკანა კბილების საღეჭ ზედაპირებს, დაინახავთ რომ სწორედ აქ არის განლაგებული ძალიან წვრილი და ხანდახან საკმაოდ ღრმა ღარები – კბილის ფისურები. სამწუხაროდ, ამ მიდამოებში ვერანაირი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, ხანგრძილი დროის განმავლობაში საკვების ნარჩენების დაყოვნება კი კარიესული პროცესების განვითარებას იწვევს.
კარიესის წარმოქმნას ყველაზე მეტად საწუწნი კანფეტები იწვევს, რომელსაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად მიირთმევს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც შესაძლებელია კარიესის არიდება კბილების ჰერმეტიზაციის გამოყენებით. მაშინ, როცა კბილი ახალი ამოჭრილია, მინანქარი არის დაუზიანებელი და ღარებშიც ჯერ არ არის შეღწეული მავნე მიკრობები.
ამ ეტაპზე, წინასწარი მომზადების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ეს ღარები (ფისურები) შევავსოთ სპეციალური თხევადი მასალით “სილანტით”. ამის შედეგად კბილის ღარებიანი ზედაპირი ხდება გლუვი და მისი გაწმენდა ჯაგრისით გაცილებით ადვილია. აღნიშნული მეთოდი კარიესისგან დაცვის რამდენიმე წლიან გარანტიას იძლევა. “სილანტი” თხევადი კონსისტენციის ბჟენია, ის შეიცავს ფტორს, რაც ამდიდრებს კბილის მინანქარს და დაცვასთან ერთად აძლიერებს მას. “სილანტებით” კბილის ზედაპირზე არსებული ღარების შევსება სასურველია მისის ამოჭრისთანავე, ან მაქსიმალურად მცირე დროში.
ყველაზე მავნე ტკბილეული
არა, ეს შოკოლადი არ არის. ეს კარამელი და ე.წ. საწუწნი კანფეტებია, რომლებიც პირში ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან, აზიანებენ ემალს და კარიესს იწვევენ.
კბილები რომ ჯანმრთელი შერჩეს, ამისთვის სრული აკრძალვა არ არის საჭირო. უბრალოდ, ასწავლეთ, როგორ მოუაროს პირის ღრუს. მეტიც - ეს იმდენად მტკიცე ჩვევად უნდა ჩამოუყალიბდეს, რომ გაუცნობიერებლადაც აკეთებდეს. კანფეტი შეჭამე? გამოივლე პირში წყალი და ან ვაშლი ჩაკბიჩე.