სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია.
კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია პირის ღრუს ჰიგიენასთან. სწორედ ინდივიდუალური მოვლის საშუალებები აგვაცილებენ პირის ღრუს სტომატოლოგიური დაავადებების რისკის ფაქტორებს.
გაიხეხეთ კბილები ყოველდღიურად!
პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს) სპეციალური კბილის ჯაგრისებისა და კბილის პასტების გამოყენებით. ასევე არსებობს ჰიგიენური პირის ღრუს მრავალი სავლები, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ნადების წარმოქმნას და უზრუნველყოფს პირის ღრუს ზოგადგამაჯანსაღებელ მდგომარეობას.
ეწვიეთ სტომატოლოგს!
იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით.
სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა.
რჩევები: