კბილების პროფესიული ჰიგიენა

კბილების წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში.

პროფესიული ჰიგიენის პროცედურა შეუნარჩუნებს კბილებს ბუნებრივ სითეთრესა და სილამაზეს, გააქრობს უსიამოვნო სუნსა და სისხლდენას ღრძილებიდან.

კბილების წმენდა

ცხოვრების განმავლობაში ჩვენი კბილები სხვადასხვა საღებავების ზემოქმედებას განიცდიან და ფერს იცვლიან. პირის ღრუში არსებული რბილი ნადები, გარკვეული ხნის შემდეგ, გარდაიქმნება კბილის ქვად. ის თავისთავად აწვება ღრძილს, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები, სუნი პირის ღრუდან, მოშორებაც სტომატოლოგის ჩარების გარეშე შეუძლებელია. შედეგად, კბილის ემალი სუსტდება და ჩნდება კარიესის საშიშროება. 

"ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი" გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციების მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ყბა-კბილთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერითი აპარატის, Air-Flow სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის პროცედურები.        
კბილების წმენდა კბილების წმენდა

პროცედურები უნდა ჩატარედეს:

  • არაუმეტეს 1-2 ჯერ წელიწადში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად; 

 

  • 3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას; 
  • ტრიმესტრში ერთხელ – ფეხმძიმე დედებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე);

 

  • წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

 

პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა - აუცილებელი  ჰიგიენური, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური პროცედურაა. ვინაიდან ყოველი წმენდის შემდეგ, ექიმს საშუალება ეძლევა ადვილად აღმოაჩინოს კარიესი ადრეულ სტადიაზე.

 

კბილების წმენდა ულტრაბგერით
კბილების წმენდაკბილების წმენდაულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევე ღრძილქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების საშიში დაავადებების გამომწვევია. დროულად მოშორებული ნადები პაციენტს იხსნის კარიესის, ღრძილების და მთლიანად პაროდონტის დაავადებებისაგან.

 

კბილების წმენდა Air-Flow სისტემით
კბილების წმენდაეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს (ჩაი ყავა), ასევე ე.წ. „მწეველის ნადებს“. წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის საკმაოდ აბრაზიულ ჭავლს, რომელიც ძალიან მარტივად აშორებს ნადებს. ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.

 სპეციალური გასაპრიალებელი პასტების დახმარებით კბილის ყველა ზედაპირის მუშავდება, რათა თავიდან ავიცილოთ მათზე ნადების მიწებება.


კბილების წმენდა

რემთერაპია
პროფესიული წმენდის შემდგომ სასურველია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატები კბილის ემალის გასამაგრებლად.

 

  • პროცედურის განგრძლივობა შეადგენს 40წუთს. 
  • პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

 

ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ღიმილი ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სუფთა და ლამაზი კბილები. გაუფრთხილდით პირის ღრუს სიჯანსაღეს, მობრძანდით “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”, სადაც მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად იზრუნებს თქვენზე.

კონსულტაციაზე მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით. ტელ 232 22 27.



კომენტარები