სიახლე კარიესის პროფილაქტიკაში

“კარიესის პროფილაქტიკისათვის ზღვის წყალმცენარეებს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ვიდრე კბილის პასტებს” – ამტკიცებენ ნიუ-კასლის უნივერსიტეტის მეცნიერები(Newcastle University), რომლებიც აწარმოებენ ახალ პრეპარატს მავნე მიკრობებისაგან კბილების, ღრძილებისა და კბილის პროთეზების დასაცავად.

პრეპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ფერმენტი, რომელიც ზღვის წყალმცენარეების ზედაპირზე არსებული ბაქტერიის Bacillus Licheniformis-სგან არის მიღებული.

მეცნიერები ამ ბაქტერიას დიდი ხანია იკვლევენ იმისათვის, რომ შექმნან საზღვაო ხომალდების წყალქვეშა ზედაპირზე ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება. სულ ახლახანს კი მისი მედიცინაში გამოყენებით დაინტერესდნენ.

"საქმე იმაშია, რომ", – საუბრობს ნიუკასლის სტომატოლოგიური სკოლის ექიმი ნიკოლას იაკუბოვიკსი, – "კბილებზე არსებული ნადები – თხელი ბიოგარსია, რომელიც შედგება კარიესოგენული მიკრობებისა და ბაქტერიებისაგან, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან, აგრეთვე, საკვებში შემავალი ნახშირწყლებისგან. ამ გარსში არსებული მიკრობები საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. თანდათან ავსებენ კბილებსა და ღრძილის გარშემო არსებულ თავისუფალ სივრცეს. ქმნიან თავისებურ დამცავ ბარიერს. აღნიშნული ბარიერი იცავს მინანქარს კბილის ჯაგრისის, კბილის პასტის, სავლებებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ანტიბიოტიკებისგანაც."

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორ გრანტ ბერჯერის მეთაურობით ზღვის ბაქტერიების Bacillus Licheniformis დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ მოძრაობის დროს Bacillus Licheniformis გამოყოფს სპეციალურ ფერმენტს, რომელიც მთლიანად შლის ბიოგარსს მავნე ბაქტერიებიანად.

პროფესორმა ბერჯესმა აღნიშნა: “ეს სასწაული მოვლენაა, ზღვის ფერმენტს შეუძლია გაანადგუროს კარიესის გამომწვევი მიკრობები, ნებისმიერ, მათ შორის, ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. მეტიც, ფერმენტს შეუძლია თავად ნადების წარმოქმნას შეუშალოს ხელი და ეს ძალზე მნიშვნელოვანია”.

“როდესაც ჩვენ დავიწყეთ ზღვის ბაქტერიის შესაძლებლობების შესწავლა, ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით საზღვაო ხომალდებზე. ძალიან მალე მივხვდით, რომ ზღვის ბაქტერიის Bacillus Licheniformis ფერმენტის გამოყენება უფრო ფართო მაშტაბებითაც შესაძლებელია. თუკი შევიტანთ მას კბილის პასტის შემადგენლობაში, შესაძლებელს გავხდით, თავიდან ავიცილოთ კბილის ნადების წარმოქმნა, კარიესისა და ღრძილების დაავადებების განვითარება. ქირურგიაში ფერმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი იმპლანტების მოთავსებისას, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი და ხმოვანი სარქველი.” – აღნიშნა პროფესორმა.

ინგლისელი მეცნიერების შემდგომი ნაბიჯი უნიკალური ფერმენტის კლინიკური კვლევები და ახალი პრეპარატის წარმოებაში გაშვების ორგანიზება იქნება.

სტომატოლოგიური კლინიკა “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” მუდამ სიახლეების ძიებაშია. ჩვენს ბლოგზე საშუალება გაქვთ პირველებმა შეიტყოთ სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები.

გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს!


კომენტარები