რა არის კბილების წმენდა PROPHYflex?
კბილების წმენდის ტექნოლოგია PROPHYflex შემუშავებულია გერმანული კომპანია KaVo სპეციალისტების მიერ.
აპარატის მოქმედების მექანიზმი შემდეგია: მოწყობილობის თავიდან წნევით გამოდის წყლის, ჰაერის და სპეციალური ფხვნილის ნარევი - წვრილდისპერსული და არააბრაზიული ფხვნილი კალციუმის-კარბონატის საფუძველზე. ტრადიციული ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდა) განსხვავებით, რომლის ნაწილაკებსაც აქვთ ბასრი კიდეები, კალციუმის კარბონატს აქვს მრგვალი ფორმები. შედეგად, მინანქრის ზედაპირი არ იკაწრება და ხდება მისი პოლირება. მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული პროცედურა ბავშვებსაც უსაფრთხოდ და ეფექტურად უტარდებათ.
როგორი გადასატანია აღნიშნული პროცედურა?
PROPHYflex-ის ფხვნილს აქვს სასიამოვნო გემო. ფხვნილი ხვდება კბილის ზედაპირზე, აცილებს ნადებსა და საკვებ საღებავებს. წყალი, ფხვნილი, კბილის ნადების ნაწილაკები ხვდება სპეციალურ საქშენში (სტომატოლოგიურ სასრუტში) და არ იფანტება მთელს ოთახში.
პროცედურა ტარდება სწრაფად და განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.
რა დანიშნულება აქვს PROPHYflex
რისი გაკეთება არ შეუძია PROPHYflex და ათეთრებს თუ არა კბილებს?
მაგარ კბილის ნადებს, როგორიცაა კბილის ქვა, აღნიშნული აპარატი ვერ უმკლავდება, ამისათვის არსებობს სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი – სკეილერი.
PROPHYflex არ არის განკუთვნილი კბილების გასათეთრებლად. კბილების გათეთრება საკუთარი კბილის ფერის ცვლილებაა. აღნიშნული აპარატის გამოყენების შემდეგ კბილის ფერი არ იცვლება.
პროცედურის შედეგად იწმინდება კბილები, ცილდება ფერშეცვლილი, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა გამუქებული ნადები და კბილს ბუნებრივი ფერი უბრუნდება.
მიზანშეწონილია თუ არა პროცედურა ყველასთვის?
პროცედურის ჩატარების წინს სჯობს გაიაროთ კონსულტაცია პაროდონტოლოგთან, რადგან პაროდონტის (ღრძილების) დაავადებების რიგ ფორმებში, სასურველია, კბილები სხვა მეთოდის გამოყენებით გაიწმინდოს.
რა უკუჩვენებები აქვს PROPHYflex-ს?
ქრონიკული ბრონქიტის და ასთმის მქონე პაციენტებისათვის PROPHYflex-ის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან, შესაძლოა, გაჩნდეს გაძნელებული სუნთქვის შეგრძნება. ამავდროულად, უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის აღნიშნული პროცედურა უკუჩვენებებს იწვევს, რადგან ფხვნილი შეიცავს მარილს. ციტრუსის გემოს აუტანლობის მქონე პაციენტებში პროცედურის გამოყენება არ შეიძლება.
როგორი რეკომენდაციებია პროცედურის შემდეგ?
პირველი 2-3 საათი არ შეიძლება მოწევა, ჩაი, ყავა, პროდუქტები, რომლებმაც შეიცავენ ბუნებრივ საღებავებს, რადგან წმენდის დროს კბილს სცილდება პელიკულა (კბილის დამცავი აპკი), რომელიც ნერწყვის დახმარებით 2-3 საათში აღდგება.
რა სიხშირითაა საჭირო კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?
ექიმი ყველა პაციენტს პროფესიული წმენდის ჩატარების სიხშირეს ინდივიდუალურად ურჩევს. საშუალოდ, პროცედურა ინიშნება კვარტალში ან 6 თვეში ერხელ.
პროფესიული წმენდისა და პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით სტომატოლოგთან ვიზიტი ისეთივე ბუნებრივი და აუცილებლია, როგორც კოსმეტიკურ სალონებსა და სტილისთან სტუმრობა.