ფტორი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქიმიური ელემენტი, მონაწილეობას იღებს კბილების მინირალიზაციაში. წყალსა და საკვებში ფტორის დეფიციტი კარიესის სწრაფი განვითარების მიზეზია.
ბავშვების სარძევე და მუდმივი კბილები გამოირჩევა ემალისა და დენტინის ნაკლები სიმკვრივით, ამიტომ კარიესის გამომწვევი მიკრობებისათვის სირთულეს არ წარმოადგენს ბავშვის დაუცველი კბილების დაზიანება. კარიესის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, თქვენს შვილებს დროულად, ადრეული ასაკიდანვე, ჩაუტარდეს კბილების ფტორირება.
ფტორირება ხდება ფტორშემცველი ლაქების ან სითხეების გამოყენებით, რომლებიც ამაგრებენ ემალს, შედეგად კი კბილი კარიესოგენული მიკრობებისადმი უფრო მდგრადი ხდება.
ჩვენს კლინიკაში ყველა იმ სახის სტომატოლოგიური მომსახურება ტარდება, რომელიც თქვენს პატარებს ან მოზარდებს ესაჭიროებათ. ჩვენ ვატარებთ საფუძვლიან გამოკვლევებს, პროფილაქტიკას, ვმკურნალობთ სარძევე და მუდმივ კბილებს, კვალიფიციურად ვებრძვით კბილის ტრავმის შედეგებს, ასევე ვკურნავთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებებს.
სარძევე კბილების დაბჟენისათვის ჩვენ ვიყენებთ "Twinky Star" ფერად ბჟენებს, რომლის ფერსაც ბავშვი თავად ირჩევს. ეს ლამაზი და ფუნქციური ბჟენები სიბრჭყვიალის ეფექტით, გამოყოფენ ფტორს და იცავენ კბილს კარიესისგან.