ბავშვებს, რომ ჯანმრთელი კბილები ჰქონდეთ!

ყველა მშობლის ოცნებაა, რომ მის პატარას ძლიერი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს. მაგრამ, როგორ დავიცვათ ჩვენი პატარას სუსტი კბილები კარიესისგან? აი მარტივი წესები, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ თქვენი პატარას კბილების სიჯანსაღეში.

წესი 1 . რაც შეიძლება მეტ ხანს გყავდეთ თქვენი პატარა ძუძუთი კვებაზე.  

ძუძუთი კვებაკბილის ნადები - ემალის ყველაზე ვერაგი მტერია. აი აქ მრავლდებიან ბაქტერიები, რომელთა ცხოველმყოფელობის პროდუქტი მჟავები იწვევენ კარიესის განვითარებას.

ნადებისაგან დაცვა არა მარტო კარგ წმენდას შეუძლია. დედის რძე შეიცავს ცილა - ლაქტოფერინს, აგრეთვე ფერმენტ ლაქტოპეროქსიდაზას და გლუკოზოქსიდაზას. ეს ნივთიერებები ხასიათდებიან, არა მარტო ანტიმიკრობული მოქმედებით, არამედ ახდენენ ნადების დაშლას.

 

წესი 2 . გაუსუფთავეთ პატარას პირის ღრუ, ყოველი ჭამის შემდეგ

გაუსუფთავეთ პატარებს პირის ღრუ, ყოველი ჭამის შემდეგკარიესის განვითარებისა ერთ-ერთი პირველი მიზეზი - ბაქტერიებია. ყოველი საკვების მიღების შემდეგ ისინი იღებენ დამატებით დახმარებას და აქტიურად ვითარდებიან. თუ კბილების ხეხვა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური გამწმენდი ქაფი, სავლები ან სალფეთქი. თუ არც ამის შესაძლებლობაა გამოავლეთ უბრალო წყალი.

წესი 3 . დაიმახსოვრეთ შაქარი - ემალის ყველაზე დიდი მტერია

შაქარი - ემალის ყველაზე დიდი მტერიაშეზღუდეთ შაქრის შემცველი სითხეებისა და საკვების მიღება. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ შაქრიანი და თაფლიანი პროდუქტები ძილის წინ. ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტები იწვევენ ემალის დასუსტებას და კარიესის განვითარებას.

წესი 4 . მიეხმარეთ თქვენს პატარას კბილების სწორად ხეხვაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თვითონ გაუხეხეთ ძნელად მისაწვდომი ადგილები, ყოველი დამოუკიდებელი გახეხვის შემდეგ.
დაიცავით პაუზა საკვების მიღებისა და კბილების ხეხვას შორის

ასწავლეთ ჯაგრისით ხეხვის ძირითადი ეტაპები: ჰორიზონტალური, ვერტიკალური, წრიული და ვერტიკალური „გამოგვითი“ მოძრაობები.

წესი 5 . დაიცავით პაუზა საკვების მიღებასა და კბილების ხეხვას შორის

კბილის ემალი უფრო მგრძნობიარე ხდება ხილის, ხილის წვენების და გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ. ამიტომ დაიცავით 30 წუთი საკვების მიღებიდან და მერე გაუხეხეთ კბილები.

წესი 6 . სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დაგეგმეთ, როდესაც ბავშვს შეუსრულდება 1 წელი.

შეურჩიეთ პატარებს კბილის პასტაამ ასაკში ექიმს უკვე შეუძლია შეაფასოს თქვენი პატარის თანკბილვის და კბილების მდგომარეობა. ამას გარდა იგი დაგეხმარებათ კბილის პასტის შერჩევაში და აუცილებლობის შემთხვევაში მოახდენს ემალის დამცავი ფტორ-ლაქით დაფარვას.

წესი 7 . შეურჩიეთ პატარას კბილის პასტა, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მოახდენს დაზიანებული ემალის აღდგენას და დაიცავს კარიესისგან.

კბილის პასტა უნდა იყოს ეფექტური და უსაფრთხოშეარჩიეთ კბილის პასტები, რომლებიც მოწოდებულია სპეციალურად ბავშვებისათვის. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

წესი 8 . კბილის პასტები უნდა იყოს არა მარტო ეფექტური არამედ უსაფრთხო ბავშვის ორგანიზმისათვის.


კომენტარები