როგორ მოვუაროთ ბავშვის სარძევე კბილებს?

      

      

როგორ მოვუაროთ ბავშვის სარძევე კბილებს? სარძევე კბილები, კბილები, ბავშვები, სარძევე კბილების მოვლა, ჯაგრისი სარძევე კბილებისთვის, ჯაგრისი ბავშვებისთვის, ბავშვთა კლინიკა, sardzeve kbilebi, sardzeve kbilebis movla, rogor movuarot sardzeve kbilebs, kids dental, kids teeth, kids tooth, milk teeth, bavshvis kbilebi

ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის 

წინ, ასაკის მომატებასთან ერთად პაწიას ჯაგრისის ხელში დაჭერა       

ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას,     

შუალედური კვების შემდეგ კი წყალი გამოავლებინეთ.

ჯაგრისს ბავშვის კბილის ზომის შესაბამისი თავი უნდა ჰქონდეს, ხოლო   კიდეები – მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დაზიანდეს, ღერები   სინთეტიკური სჯობს – ნატურალური მასალა ზედმეტად ფოროვანია, ამიტომ მასში ბაქტერიები იოლად იბუდებენ და მრავლდებიან.  

  •     ჯაგრისის ტარი განიერი, ხელში დასაჭერად მოსახერხებელი და ლამაზი  უნდა იყოს.
  •     ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ.
  •     ჯაგრისის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას – მასზე ბავშვის ასაკი უნდა იყოს მითითებული.

 

3 წლამდე ბავშვს კბილების გახეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი.  კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.
თუ ბავშვი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, თქვენ მხოლოდ თვალი ადევნეთ, რამდენად სწორად აკეთებს და იყენებს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას.
მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს.
იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილებს, აუცილებლად დაეხმარეთ მას. 


კომენტარები