ღიმილის კორექცია

ღრძილის კორექცია, ღიმილის კორექცია, ღრძილის მოკვეთა

ესთეტიკურად ლამაზად ითვლება ღიმილი სადაც  ტუჩების ქვედა კიდის ხაზი გადის ღრძილების კიდეებზე. ისეთ შემთხვევაში როდესაც ღიმილისას ფართოდ ჩანს ღრძილები და კბილების გვირგვინოვანი ნაწილი მოკლეა სახის მოყვანილობასთან შედარებით, ღრძილების ლაზერით კორექციით ხდება კბილების დაგრძელება და ღიმილის ხაზის გალამაზება.

 

ეს ქირურქგიული ჩარევა იძლევა სასურველ ესთეტიურ ეფექტს.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ღრძილის ფორმის ცვლილების ეფექტი ღრძილისა და კბილების ჯანმრთელობაზე - სწორი დგომის ღრძილი იცავს კბილს დაზიანებისგან და პირიქით - არასწორი დგომის შემთხვევაში, იზრდება კბილების დაზიანების რისკი. 

 

გადმოზრდილი ღრძილის კორექტირება კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, კანზე განაკვეთის გარეშე. სრულიად უმტკივნეულოა.

კონტურის შეცვლა შესაძლებელია როგორც ლაზერის, ასევე, რეზექციის საშუალებით.

პოსტ ოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება, მაგრამ, როგორც წესი, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

 

ღრძილების რეცესია შედარებით მწვავე პრობლემაა. მისი ქირურგიული მკურნალობის გამართლებული მეთოდი პაციენტის სხვა კბილიდან ან სასიდან ღრძილის გადანერგვაა. პოსტ ოპერაციული პერიოდი დაახლოებით 6 თვე გრძელდება.

 


კომენტარები