კბილების ატრავმული ექსტრაქცია

თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ სტატიაში არც ერთ ქირურგ სტომატოლოგს არ ვაყენებ ჩრდილს და არც ჩვენი კლინიკის განდიდების მანიით ვართ შებყრობილები.

კბილების ამოღების პროცედურა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი ადამიანებისათვის. არის შემთხვევები, როდესაც კბილის გადარჩენა შეუძლებელია ან მისი შენარჩუნება არა მიზანშეწონილია. ვის ვანდოთ ეს ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია?

ამის შესახებ რამოდენიმე მითი არსებობს:

მითი პირველი:  ყველაზე კარგად კბილს იღებენ უბნის პოლიკლინიკაში, იქ ექიმს იმხელა რიგი უდგას “სულ პანტაპუნტით” იღებს კბილებს.

მეორე მითი: კბილის ამოსაღებად ჯანიანი ექიმი უნდა ნახო, რომელიც ერთ წამში ამოიღებს კბილს.

მოდით ვისაუბროთ იმ თემებზე, თუ რა მიზნებს ისახავს თანამედროვე სტომატოლოგია კბილის ამოღების წინ, თავად კბილის ამოღების გარდა. იმპლანტოლოგიის განვითარების შემდგომ ექიმების ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ტერმინი: ატრავმული ექსტრაქცია.

რა არის და რას გულისხმობს ეს ტერმინი?

კბილის ფესვები ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ძვლოვანი ქსოვილით. ზოგ ადგილებში ეს ძვალი თხელია, ხოლო ზოგან კი სქელი. კბილის ამოღების შემდეგ ყბის ალვეოლურ მორჩში ჩნდება ამობრუნებული კონუსის ფორმის ჭრილობა, რომელიც სწრაფად ივსება სისხლით.  რაც წარმოადგენს ჭრილობის შეხორცების და ძვლოვანი ქსოვილის შენარჩნების უცილებელ პირობას.

რომელიმე კედლის არ არსებობის შემთხვევაში, ჭრილობაში იჭრება ღრძილი და დამატებითი ჩარევების გარეშე (საკმაოდ რთული) იმპლანტაციისათვის აუცილებელი ძვლის მასა აღარ დაგვრჩება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით თანამედროვე ქირურგი ირჩევს კბილის ექსტრაქციის მეთოდს.

ძველ სახელმძღვანელობში ასწავლიდნენ კბილის ამოღებას მორყევით, რომელიც იწყებოდა თხელი ძვლის მხრიდან, შემდგომ ეს ნაწილი ტყდებოდა და კბილის ამოღება მარტივდებოდა. ამ მეთოდით დღესაც ხდება კბილების ამოღება. ექიმები, რომელთაც 6 საათში უნდა მოასწრონ 25-30 პაციენტის მიღება სხვანაირად უბრალოდ ვერც იმუშავებენ. ისინი გაწაფულები არიან კბილების სწრაფად ამოღებაზე. ხანდახან ასეთი ექსტრაქციის შემდეგ ესთეტიურ პროთეზირებაზე საუბარიც ზედმეტია.

ეხლა ვისაუბროთ მეორე მითზე: კბილის ამოსაღებად ძალა საჭიროა თუკი ცდილობთ კბილის ყბიდან ამომტვრევას. ატრავმული ამოღებისათვის ქირურგი იყენებს მხოლოდ თითების ძალას.

ამ მოსაზრებას პაციენტების საპასუხო შეკითხვა შესაძლოა მოჰყვეს, თუკი იქიმს თითებით შეუძლია კბილის ამოღება მაშინ თავისითაც ჩამოვარდება კბილი. ჯანმრთელი პაროდონტის მქონე პაციენტების კბილები საკმაოდ მყარად დგას ყბის ძვალში. საღეჭ კბილებს აქვთ 2-3 და იშვიათად 4 სხვადასხვა მხარეს მიმართული ფესვი. ასეთი კბილის ფრთხილად ამოსაღებად საჭიროა ფესვების გაყოფა. შემდგომ უკვე მათი ამოღება მარტივდება. შედეგად ნარჩუნდება იმპლანტაციისათვის საჭირო ყბის ძვალი.

მაგალითად:


ატრავმული
ზედა მეექვსე კბილი აღარ ემორჩილება მკურნალობას და საჭიროებს ექსტრაქციას, შემდგომი იმპლანტაციის მიზნით.

ატრავმული ექსტრაქცია ფესვები განცალკევებულია. ამოღების შემდეგ ნარჩუნდება ფესვთაშორისი ძვლოვანი ძგიდე, რომელიც ამცირებს ჭრილობის შეხორცების ვადებს და ამცირებს ძვლის ატროფიას.

ამოღებული კბილის ფესვები:

ზემოთქმულიდან გამომდინარე  მიუხედავად იმისა აპირებთ უახლოეს მომავალში იმპლანტაციას თუ არა ჩემი რჩევა იქნება კბილი ამოიღოთ იმ ქირურგთან, რომელიც აკეთებს იმპლანტაციასაც (მინდა ავღნიშნო, რომ ყველა არაიმპლანტოლოგი ქირურგის ერთ “ქვაბში” ჩაყრას არ ვგულისხმობ), შენარჩუბული ძვლოვანი ქსოვილი მომავალშიც გამოგადგებათ.


კომენტარები