ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა

ლაგამის კორექციაყველა მოზრდილმა იცის თუ რა არის ლაგამი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ლაგამი (და არა ერთი) შესაძლოა აღმოჩნდეს ადამიანის პირის ღრუში.

ანატომიაში ლაგამი ეწოდება ლორწოვანი გარსის თხელ ნაკეცს, რომელიც აფიქსირებს ტუჩებს და ენას სწორ მდგომარეობაში. ლაგმები ელასტიურია, ისინი იწელება, საშუალებას აძლევს ადამიანს იმეტყველოს, ამოძრაოს ტუჩები, ენა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ანატომია ერთნაირია, ლაგმის მდებარეობა, სიგრძე და ელასტიურობა ინდივიდუალურია. ამიტომ ზოგს ლაგამი მოკლე აქვს, ზოგს კი გრძელი. აღნიშნული დეფექტები შესაძლოა აისახოს ბავშვის განვითარებაზე და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.

 

მოკლე ლაგამი - შედეგები:

ზედა ყბის ლაგამი იწყება თუკი ბავშვს მოკლე ლაგამი აქვს - მისი სიცოცხლის პირველივე წუთიდან შესამჩნევია: მას არ ძალუძს ძუძუს ნორმალურად წოვა, კვებას სჭირდება დიდი დრო, ბავშვი ტირის.

ლაგამის კორექციაროგორც წესი სამშობიაროს მედ-პერსონალი მაშინვე ხვდება პრობლემის არსს და პაციენტს აგზავნიან ბავშვთა სტომატოლოგთან. ზედა ტუჩის შუა ნაწილიდან და უმაგრდება ცენტრალურ კბილებს შორის ღრძილის ზევით 0,4-0,6 მმ-ზე.

არსებობს ისეთი დეფექტები, რომელთა გამოცნობა არა პროფესიონალისთვის თითქმის შეუძლებელია. თუკი თქვენი პატარას განვითარება ჩამორჩება მისი თანატოლებისას, აღნიშნულის მიზეზიც შესაძლოა იყოს მოკლე ლაგამი.

დაკვირვებულმა მშობელმა შესაძლოა პრობლემა აღმოაჩინოს, როდესაც ბავშვი დაიწყებს ლაპარაკს. როცა მას უჭირს გარკვეული ბგერების წარმოქმნა, ჩლიფინებს. მიზეზი შესაძლოა იმალებოდეს ლაგმის დეფექტში.

 

თანკბილვაზე ზემოქმედება:

მოკლე ლაგამი მოქმედებს ბავშვის თანკბილვაზე, ხელს უშლის რა მის ლამაზ ღიმილის ჩამოყალიბებას. მაგალითად საკმაოდ მოკლე ენის ლაგამი ქვედა ყბის კბილებს შიგნით ხრის. ზედა ყბის მოკლე ლაგამი კი თავისკენ "ექაჩება" ზედა საჭრელებს. საჭრელებში ჩაზრდილი ლაგამი კი დიასთემას იწვევს, ხოლო ქვედა ყბის მოკლე ლაგამი არა მარტო თანკბილვის ანომალიის გამომწვევია, არამედ იგი აშიშვლებს ღრძილებს და მომავალში პაროდონტოზითაც ემუქრება პაციენტს. მოკლე ლაგამის დროული კორექცია ნეგატიური მოვლენების პრევენციაა.

 

ლაგმის კორექცია - რა ასაკშია მისი ჩატარება სასურველი ?!

ენის და ტუჩის ლაგამის კორექციათუკი ბავშვს ესაჭიროება ზედა ტუჩის ლაგმის კორექცია, ყველაზე სასურველი ასაკია 5 დან 9 წლამდე. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ჩარევა აუცილებელია უფრო ადრეულ ასაკში. ზუსტად იმის განსაზღვრა თუ როდისაა აუცილებელი აღნიშნული პროცედურის ჩატარება შეუძლია მხოლოდ ბავშვთა სტომატოლოგს.

არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ მოზრდილ ასაკში იგებს ადამიანი, რომ მას ლაგმის პრობლემა აქვს, შესაბამისად აღნიშნული ლაგმის კორექცია ჩატარდება იმ ასაკში, როცა პაციენტი მიმართავს ექიმს. მაგრამ არ ინერვიულოთ, იმაზე, რომ ვურჩევთ აღნიშნული ოპერაციის ჩატარებას ადრეულ ასაკში, მოზრდილებიც ჩვეულებრივად იტანენ ამ ოპერაციას, როგორც ბავშვები.

 

ლაგმის კორექცია ორთოდონტების და ლოგოპედების მოთხოვნით

აღნიშნულ სპეციალისტებს მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ადრე შეუძლიათ ბავშვის  პრობლემის აღმოჩენა და მშობლისთვის რეკომენდაციების მიცემა.

როგორც წესი, როცა არსებობს აუცილებლობა სასურველია, რომ აღნიშნული ოპერაცია ჩატარდეს ლოგოპედთან და ორთოდონტთან მკურნალობის დაწყების წინ. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა და სილამაზე თქვენს ხელშია.

 

რამდენად უსაფრთხოა ენის ლაგმის კორექცია ბავშვებში

ენის ლაგამი

ენის ლაგმის კორექცია მისი სწორად ჩატარების შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა. იმის მიხედვით თუ რამდენად ზუსტად და გამართულად არის შესრულებული აღნიშნული ოპერაცია დამოკიდებულია ბავშვის შემდგომი განვითარება. დეფექტის სირთულეზევეა დამოკიდებული თუ რომელ ასაკში ჯობს ოპერაციის ჩატარება.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტებს შეუძლიათ ლაგმის დეფექტების ადრეული აღმოჩენაც. როგორც სხეულის სხვა ნაწილები ლაგამიც ასაკთან ერთად იზრდება და თუკი ადრეულ ასაკში იგი პრობლემას არ წარმოადგენდა, მომავალში შეიძლება სასწრაფო საოპერაციოც გახდეს. თუკი ახალდაბადებულის ლაგამი არ ქმნის პრობლემებს, არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ გეგმიურ ვიზიტებზე.


კომენტარები