პაროდონტიტი ღრძილების ანთებაა და მისი საწყისი სტადია თითქმის უსიმპტომოა. დაავადება შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იწყება ღრძილების ანთება, შეიმჩნევა ღრძილების სისხლდენა, ღრძილები იწყებს შეშუპებას, შიშვლდება კბილის ფესვი, მატულობს კბილების მგრძნობელობა, იწყება მორყევა და ჩნდება სუნი პირის ღრუდან. ასეთ შემთხვევებში, არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი!
საწყის ეტაპზე პაროდონტიტის მკურნალობა გაცილებით მარტივი და კეთილპროგნოზირებადია. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევეაში კი საქმე კბილების ნაადრევ დაკარგვასა და დაავადების გავრცელებასთან გვაქვს.
ყველაზე ხშირად პაროდონტიოტის გამომწვევ მიზეზად სახელდება პაროდონტის კვებისა და ინერვაციის დარღვევა. მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებასა და გამრავლებას კბილის ნადებსა და ქვებში, ასევე კარიესისგან დაშლილ კბილებს, არასწორ კვებას, მოწევას, ალკოჰოლსა და ძველ ბჟენებს.
პაროდონტიტის გამოვლინება პირის ღრუში:
• სისხლდენა ღრძილებიდან
• ღრძილების ჰიპერემია (სიწითლე ან მოლურჯო ელფერი)
• კბილის ფესვების გაშიშვლება
• ღრძილების შეშუპება
• უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
• დისკომფორტი ან ღრძილების ტკივილი
• პათოლოგიური ჯიბეების არსებობა
• კბილების მორყევა, კბილების გადანაცვლება
• ჩირქდენა ღრძილების პათოლოგიური ჯიბეებიდან
• აბცესები და ხვრელარხები
პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზები:
• პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა
• ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები
• კბილთა მჭიდრო დგომა
• ქრონიკული ოკლუზიური ტრავმა
• კბილთა ანომალიური მდებარეობა
• იმუნოდეფიციტი
• სომატური დაავადებები მაგ: ც-ჰეპატიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა…
მკურნალობის კონსერვატული მეთოდები:
უმეტეს შემთხვევებში, პაროდონტის მკურნალობა წარმატებით სრულდება. პაროდონტიტის მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატული მეთოდებით და, იმ შემთხვებში, როდესაც კონსერვატული მკურნალობა არ არის საკმარისი, მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. კონსერვატული მკურნალობა იწყება კბილების ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებების მოშორებით. წმენდის შემდეგ, აუცილებლად უნდა მოშორდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიცაა: კარიესული ღრუები, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები… ჩვენებების მიხედვით, ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა და პაციენტის აყვანა დისპანსერულ დაკვირვებაზე.
ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები:
• ღრმა პაროდონტალური ჯიბეები (კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ)
• ენისა და ტუჩის მატრავმირებელი ლაგმები
• ღრძილის რეცესიები
• ესთეტიური ჩვენებები
დღეისთვის ეს დაავადება ეფექტურად ინკურნება. "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის" სპეციალისტები იზრუნებენ თქვენი ღრძილების ჯანმრთელობასა და კბილების სილამაზეზე.