მერილენდის ხიდი

ადგეზიური ხიდი ესთეტიური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ბოლო მიღწევაა. სულ უფრო ხშირად ხდება ერთეული დეფექტების აღდგენა არა ხიდისებრი პროთეზით არამედ რთული რესტავრაციით, რომელმაც მიიღო ადგეზიური ხიდის სახელი.
 

ადგეზიური ხიდი – კბილების ესთეტიური რესტავრაციაა. აღნიშნული მანიპულაცია ტარდება ერთ სეანსში და უშუალოდ პირის ღრუში.

ადგეზიური ხიდი საკმაოდ გამძლე კონსტრუქციაა. მისი ძირითადი დანიშნულება კოსმეტიური დეფექტის აღდგენაა, თუმცა მას შესწევს ძალა შეასრულოს საღეჭი ფუნქციაც.

 

რესტავრაცია წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელიც სრულდება სხივგამყარებადი მასალის გამოყენებით მინაბოჭკოვან ლენტზე ან წკირზე, რომლებიც ფიქსირდება საყრდენ კბილებზე.

ადგეზიური ხიდის ფიქსაცია საშუალებას იძევა არ დავქლიბოთ კბილები, როგორც ეს ხდება ხიდის ქვეშ და შევინარჩუნოთ კბილის ნერვის სიცოცხლისუნარიანობა.

ადგეზიური ხიდების გამოყენება შესაძლოა 1 ნაკლული კბილის აღსადგენად, ძირითადად ფრონტალურ (წინა კბილები) ან პრემოლარების (პატარა საღეჭი კბილები) უბანზე.

 

ადგეზიური ხიდის უპირატესობები

თანამედროვე ტექნოლოგიები საშალებას იძლევა მარტივად და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მოვახდინოთ კბილების პროთეზირება. პროთეზირების მხრივ სტომატოლოგიამ უდიდეს მიღწევებს მიაღწია. ამიტომ პროგრესულ ადგეზიურ ხიდისებრ პროთეზირებას თავისი უპირატესობები აქვს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით:

  • უკონტაქტო პროთეზირება საშუალებას იძლევა არ მოხდეს ღრძილების ტრავმირება.
  • არ საჭიროებს დროებით გვირგვინებს.
  • მისაღები ფასი.
  • პროთეზის ესთეტიურობა და ბუნებრივი იერი.
  • განმეორებითი პროთეზირების საშუალება.


კომენტარები