ამ მეთოდის სიმარტივემ მისი პოპულარობა განაპირობა.
კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას.
აუცილებელია, რომ გათეთრების სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ.
უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები! მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.
მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ:
გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები (გვირგვინები და ხიდები), რადგან გათეთრების შემდეგ მათი გამოცვლა აუცილებელი ხდება.
გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და პროფესიული ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების დაბჟენას და გაწმენდას ღრძილზედა, ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან.
გვინდა წარმოგიდგინოთ ამერიკული კომპანია Ultradent-ის მათეთრებელი სისტემა Opalescence PF 10%, 15%, 20%, კარბამიდის ზეჟანგის და ფტორის შემცველი. დაპატენტებული, წებვადი და წელვადი შემადგენლობა, რომელიც კარგად ჩერდება როგორც კაპებში, ასევე კბილებზეც.
15% კარბამიდის ზეჟანგი (=5% H2O2)
20% კარბამიდის ზეჟანგი (=7% H2O2)
გელში არსებული დიდი ოდენობით წყალი ხელს უწყობს მის მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში 8-10 საათი. დღისით საკმარისია დაიტოვოთ სულ რაღაც 30 წუთი. გელი წარმოდგენილია სტანდარტული (უარომატო), ასევე მენთოლის, ნესვის ან ბანანის არომატით.
გელის დაპატენტებული შემადგენლობა მოქმედებას იწყებს უკვე პირველი 30 წუთის შემდგეგ. ღამის საათებში მოხმარებისას, როდესაც გელი აქტიურია 8-10 საათის მანძილზე მიიღება უკეთესი შედეგი.
ფტორირებული გელი Opalescence PF კარგად იქნა მიღებული, როგორც ექიმების ასევე პაციენტების მიერ. მის შემადგენლობაში შედის 10-15-20% კარბამიდის ზეჟანგი და 0,11% ფტორის იონები.
ჩვენება და მოხმარების მეთოდები:
არადეპულპირებული ანუ ცოცხალი კბილების გათეთრება:
დამტკიცებულია, რომ ფტორირებული გელი Opalescence PF იყო ეფექტური 95% შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა ბუნებრივად, ფარმაკოლოგიურად, ტრავმულად შეღებილი კბილების გათეთრება.
Opalescence PF-ის გამოყენება რეკომენდებულია კბილებზე დაკარგული ფერის აღსადგენად, ვინირების ან გვირგვინების გაკეთების წინ. ფერის სტაბილურობის მისაღწევად სჯობს გათეთრებიდან მოიცადოთ 2 კვირა და შემდგომ მოთავსდეს ხელოვნური კონსტრუქციები ან განახლდეს ბჟენი.
როგორ მოქმედებს პრეპარატი?
თქვენი სტომატოლოგი აიღებს ანაბეჭდს კბილებიდან. შედეგად დამზადდება ინდივიდუალური მათეთრებელი კაპა. Opalescence თავსდება აღნიშნულ თხელ კაპაში და შემდგომ პირის ღრუში – კბილებზე. განსაზღვრული დროის მანძილზე კარბამიდის ზეჟანგი იშლება და აქტიური ჟანგბადი აღწევს კბილის მინანქარსა და დენტინში. თეთრდება ფერშეცვლილი უბნები. კბილების გათეთრებისას კბილის ზედაპირი არ ზიანდება.
რამდენად უსაფრთხოა გათეთრების პროცესი?